ამსტერდამი (კუნძული)

ამსტერდამი (ფრანგ. Amsterdam) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, შედის საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში.

ამსტერდამი
მშობ. სახელი: ფრანგ. Amsterdam

კუნძულის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 37°50′00″ ს. გ. 77°33′00″ ა. გ. / 37.83333° ს. გ. 77.55000° ა. გ. / -37.83333; 77.55000
ფართობი 58 კმ²
სიგრძე 10 კმ
სიგანე 7 კმ
უმაღლესი წერტილი 867 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
ამსტერდამი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
ამსტერდამი (კუნძული)

კუნძული მდებარეობს დაახლოებით ერთნაირ მანძილზე ანტარქტიდის, ავსტრალიის და აფრიკის ნაპირებიდან.

კუნძულიდან სამხრეთში, 85 კმ-ში მდებარეობს პატარა დაუსახლებელი კუნძული სენ-პოლი, რომელიც კუნძულ ამსტერდამთან და მის გარშემო არსებულ კლდეებთან ერთად ქმნის სენ-პოლისა და ამსტერდამის კუნძულებს.

გეოგრაფია რედაქტირება

 
კუნძული ამსტერდამი

კუნძული ამსტერდამი — ვულკანური კუნძულია (უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1792 წელს) ფართობით 58 კმ². კუნძულის უმაღლესი წერტილი (დე ლა დივსის მთა) მდებარეობს ზღვის დონიდან 867 მეტრ სიმაღლეზე.

კლიმატი რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ კუნძული მდებარეობს ეკვატორთან უფრო ახლოს, ვიდრე სამხრეთ პოლუსთან, მას ხშირად მიაკუთვნებენ სუბანტარქტიკულ კუნძულებს. ამას გარდა კუნძული ამსტერდამი, კოლორადოს შტატის ანტიპოდია.

მაგრამ კუნძულის კლიმატი არ ჰგავს არც სუბანტარქტიკის და არც კოლორადოს კლიმატს. აქ კლიმატი საკმაოდ რბილი და თანაბარია: ყველაზე ცივი თვის კლიმატი (ივლისი და აგვისტო) — დაახლოებით 11 °С, ყველაზე თბილი (თებერვალი) — 17,5 °C.

კუნძულზე ბევრი ხეა, თუმცა ადამიანების მიერ კუნძულის აღმოჩენამდე კუნძულზე იზრდებოდა მხოლოდ ბალახი და ბუჩქის რამდენიმე სახეობა. კუნძულზე ბინადრობენ პინგვინების, სელაპების და ზღვის ფრინველების კოლონიები. კუნძულზე ასევე იმყოფებიან ადამიანის მიერ შემოყვანილი ძროხები.

ისტორია რედაქტირება

კუნძული ამსტერდამი 1522 წლის 18 მარტს მსოფლიოს გარშემო პირველი გაცურვის დროს აღმოაჩინა ესპანელმა კაპიტანმა ხუან სებასტიან ელკანომ, რომელმაც უცნობი მიზეზების გამო კუნძულს სახელი არ დაარქვა. ქალაქ ამსტერდამის პატივსაცემად ეს სახელი 1633 წელს კუნძულს უწოდა ნიდერლანდელმა ანტონი ვან დიმენმა.

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულზე იმყოფება საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ერთადერთი მეცნიერებით და თანამშრომლებით მუდმივად დასახლებული პუნქტი — მარტენ-დე-ვივიე, მოსახლეობის რაოდენობით — დაახლოებით 40 ადამიანი.

იმავდროულად კუნძულზე სეზონთან დამოკიდებულებაში ცხოვრობს 50-დან 100-მდე ადამიანი. ესენი ძირითადად სამეცნიერო ექსპედიციების და მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომლები არიან.

კუნძული ამსტერდამი ხელოვნებაში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება