სენ-პოლი (კუნძული)
სენ-პოლი (ან სენტ-პოლი, ფრანგ. L'île Saint-Paul) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში. შედის საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში. მდებარეობს 85 კმ-ით სამხრეთში ამსტერდამის კუნძულიდან, რომელთანაც ერთად ქმნის სენ-პოლისა და ამსტერდამის კუნძულებს.
მშობ. სახელი: ფრანგ. L'île Saint-Paul | |
---|---|
![]() კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 38°43′00″ ს. გ. 77°31′00″ ა. გ. / 38.71667° ს. გ. 77.51667° ა. გ. |
ფართობი | 8 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 270 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
გეოგრაფია
რედაქტირებასენ-პოლი წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, დიამეტრით დაახლოებით 12 კმ, რომელზეც პრაქტიკულად არ არსებობს ხეები. კუნძულს აქვს სამკუთხედის ფორმა და ყველაზე მაქსიმალური სიგრძე უტოლდება 4,8 კმ-ს. კუნძულის ცენტრში მდებარეობს ყურე — წყლით სავსე ვულკანის კალდერა.
კუნძულ სენ-პოლის კლიმატი ჰგავს ამსტერდამის კუნძულის კლიმატს. ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს ზამთარში 10-11 °С-დან ზაფხულში 17-17,5 °C-მდე. ნალექები საშუალო რაოდენობა წელიწადში მოდის 1000 მმ. კუნძულზე ბინადრობენ პინგვინების, სელაპების და ზღვის ფრინველების კოლონიები.
ვულკანის აქტიურობა
რედაქტირებააქტიური სტრატოვულკანია. ასაკი 1200 წელი. პირველი დაფიქსირებული ამოფრქვევა — 1991 წელი. აქამდე ვულკანი არ ამოფრქვეულა 800 წელზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ვულკანის ადგილას წარმოიქმნა დიდი კალდერა. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2009 წელს.
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძული დაუსახლებელია, მაგრამ მას ხშირად სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუნძულ სენ-პოლის ფოტოგალერეა დაარქივებული 2012-03-17 საიტზე Wayback Machine.
- კუნძულ სენ-პოლის საიტი