სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანტიპოდი.

ანტიპოდები (ბერძნ. antipodes – სიტყვასიტყვით – ერთმანეთისაკენ ფეხებით მიქცეულნი; <ანტი... და pous, podos – ფეხი) — დედამიწის დიამეტრულად (180°-ით) საწინააღმდეგო პუნქტების მცხოვრებნი. მრავალსაუკუნოვანი დავა ანტიპოდების არსებობის შესახებ დაკავშირებულია დედამიწის სფერული ფორმისა და დედამიწის მიზიდულობის შემეცნების ისტორიასთან.

მსოფლიოს რუკა — ანტიპოდები

ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ მოსაზრებას ანტიპოდების არსებობის შესახებ არ იზიარებდნენ ლუკრეციუსი, პლინიუს უფროსი, პლუტარქე. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში კიდევ უფრო გამწვავდა ეს საკითხი: „ეკლესიის მამები“ (ლაქტანციუსი, ავგუსტინე) კატეგორიულად უარყოფდნენ ანტიპოდების რეალობას.

შუა საუკუნეებში ეს უარყოფა საეკლესიო დოგმის სტატუსად იქცა. ანტიპოდების მომხრეებს მწვალებლებად აცხადებდნენ. დავას ბოლო მოუღო XV-XVI სს. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა (ქრისტეფორე კოლუმბის, ფერნანდო მაგელანისა და სხვ.).

ანტიპოდური წერტილების კოორდინატები შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულით:

,

სადაც  — განედი,  — გრძედი; ნიშანი აღნიშნავს გადასვლას განედისა და გრძედის საპირისპირო ნახევარსფეროზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება