ანტიპოდი
ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი
ანტიპოდი (ძვ. ბერძნ. ἀντίπους, მრ. რ. ἀντίποδες — ურთიერთსაწინააღმდეგო, ერთმანეთისკენ ფეხებით მდგარნი < ἀντι — საწინააღმდეგო და πούς — ფეხი) — მოცემული ობიექტის საპირისპირო ობიექტი.
- ანტიპოდები გეოგრაფიასა და გეომეტრიაში — მოცემული წერტილის დიამეტრალურად საპირისპირო წერტილი ციური სხეულის ზედაპირზე. მაგ: ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულის ანტიპოდი მდებარეობს ესპანეთში. სფეროს ცენტრზე გამავალი წრფისა და ამ სფეროს გადაკვეთის წერტილებს ანტიპოდური წერტილები ეწოდება.
- ანტიპოდები პითაგორიზმში — დედამიწის დიამეტრულად (180°-ით) საწინააღმდეგო პუნქტების მცხოვრებნი. გადატანითი მნიშვნელობით — ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათის, თვისებების, მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები.
- ანტიპოდი ალგებრაში — ჰოპფის ალგებრის კომპონენტი, ხაზოვანი ანტიჰომომორფიზმი შესაბამის ბიალგებრაზე, რომელსაც აქვს მთელი რიგი განსაზღვრული თვისებები.
- ანტიპოდები ბოტანიკაში — ჰაპლოიდური უჯრედების სამეული ფარულთესლოვანი მცენარეების ემბრიონულ პარკში, რომელიც მდებარეობს კვერცხუჯრედის აპარატის მოპირდაპირე ბოლოში.
- ოპტიკური ანტიპოდები ქიმიაში — ენანტიომერები, სტერეოიზომერების წყვილი, რომელთა მოლეკულები ერთმანეთის სარკისებური გამოსახულებაა.
- ანტიპოდი ფიზიკაში — ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ანტიპოდის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ კვაზარი, ეგრეთ წოდებული თეთრი ხვრელი, როგორც შავი ხვრელის ანტიპოდი, რადგან, შავი ხვრელისგან განსხვავებით, მატერიას გამოჰყოფს.
- ანტიპოდები მითოლოგიაში — შებრუნებული ტერფების მქონე ადამიანების ტომი რომაულ მითოლოგიაში.