ლუკრეციუსი
ტიტუს ლუკრეციუს კარუსი (ლათ. Titus Lucretius Carus; დ. ძვ. წ. 99 — გ. ძვ. წ. 55) — ძვ. წ. I საუკუნის რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი. სახელი გაითქვა ფუნდამენტური ფილოსოფიური ნაშრომით De rerum natura (საგანთა ბუნება).
ტიტუს კარუს ლუკრეციუსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
ძვ. წ. 99, I საუკუნე პომპეი |
გარდაცვალების თარიღი |
ძვ. წ. 55 რომი, რომის იმპერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებატიტუს კარუს ლუკრეციუსი დაიბადა ძვ. წ. 99 წელს. იგი ითვლება მატერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერად.
ლუკრეციუსი სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები ჰქონდა ღმერთების რწმენის შესახებ. სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში, ლუკრეციუსი მნიშვნელოვან როლს სიზმრებს აკისრებდა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად მან თქვა „სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით“.
ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, თუმა იგი ათეისტიც არ ყოფილა. ლუკრეციუსი ცდილობდა შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას. იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნდა კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში.
ნაწარმოებები
რედაქტირებალუკრეციუსი ავტორია პოემის „საგანთა ბუნება“. რომელშიც განხილულია ატომისტური თეორიის გავრცელება და ადამიანის წარმოშობის საკითხები. პოემა 6 წიგნისაგან შედგება:
- I და II წიგნში გადმოცემულია სამყაროს აგების ატომისტური თეორია;
- III წიგნი ეძღვნება სულს;
- IV წიგნში საუბარია ადამიანთა მოძღვრებაზე;
- V წიგნი ეხება კოსმოგონიურ პრობლემებს, ადამიანის გვარის განვითარების ისტორიისა და ენის წარმოშობას;
- VI წიგნი ეხება რელიგიური წარმოშობის სამ ბუნებრივ მიზეზს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- О природе вещей. Перевод Ф. А. Петровского დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine.
- Физика Лукреция
- ლუკრეციუსი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Internet Encyclopedia of Philosophy entry by David Simpson
- Stanford Encyclopedia of Philosophy entry
- Lucretius's works: text, concordances and frequency list
- Bibliography De rerum natura Book III დაარქივებული 2006-11-26 საიტზე Wayback Machine.
- Online Galleries, History of Science Collections, University of Oklahoma Libraries დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine. High-resolution images of works by Lucretius in .jpg and .tiff format.
- Lucretius: De rerum natura (1475-1494), digitised codex at Somni
- Titi Lucretii Cari De rerum natura libri sex, published in Paris 1563, later owned and annotated by Montaigne, fully digitised in Cambridge Digital Library