ალოტი[2]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ჩეკურაანთგორის თემში.[1] მდებარეობს თბილისი-თიანეთის გზატკეცილზე, სიონის წყალსაცავის დასავლეთით. ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა თიანეთის სადაბო საბჭოში.

სოფელი
ალოტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩეკურაანთგორი
კოორდინატები 42°02′55″ ჩ. გ. 44°56′45″ ა. გ. / 42.04861° ჩ. გ. 44.94583° ა. გ. / 42.04861; 44.94583
ცენტრის სიმაღლე 1120
მოსახლეობა 75[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალოტი — საქართველო
ალოტი
ალოტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ალოტი
ალოტი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ალოტი

სოფელს „ალოტი“ XIX საუკუნიდან, მთიელთა ინტენსიური მიგრაციის შემდეგ უნდა შერქმეოდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში იგი თიანეთის სამოურავოში შედიოდა და მის ყმა-მამულზე როგორც სამეფო (სახასო), ისე სათავადო და სამონასტრო მფლობელობა ვრცელდებოდა. XVII საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად, აქ არსებული ძველი დასახლება განადგურდა. ამავე საუკუნეში დაიწყო სოფელში ქართველ მთიელთა მიგრაციის პროცესი, რამაც ინტენსიური ხასიათი XIX საუკუნის შუა წლებიდან მიიღო. ამ დროს ალოტში უკანაფშაველი, ჭიჩოელი და ახლანდელი ფშაველები დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ სოფელ ალოტში მოსახლე ქართველ მთიელთა ნაწილი XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ამჟამინდელი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ზემო ხალაწანში გადასახლდა და ეს პროცესი შემდეგაც გრძელდებოდა. ამდენად ალოტი მთიელთა მიგრაციის ერთგვარ შუალედურ რგოლს წარმოადგენდა. მოგვიანებით სოფელი ალოტი თიანეთის მაზრაში შედიოდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 75 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 140[3]
2014 75   42 33

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.