ალექსი ალექსიშვილი

ქართველი ეკონიმისტი და პოლიტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსიშვილი, ალექსი)

ალექსი ალექსიშვილი (დ. 21 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი.[1] იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი 2004-2005 წლებში და საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2005-2007 წლებში.

ალექსი ალექსიშვილი
ალექსი ალექსიშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2004 – 30 ივნისი, 2005
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიკახა ბენდუქიძე
მემკვიდრეირაკლი ჩოგოვაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2005 – 30 აგვისტო, 2007
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედივალერი ჩეჩელაშვილი
მემკვიდრენიკა გილაური

დაბადებული21 თებერვალი, 1974 (1974-02-21) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაეკონომისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

2002 წლის აგვისტოდან მაისამდე სწავლობდა დიუკის უნივერსიტეტში (აშშ); 1996–1999 წლებში მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტში, პარალელურად იყო საქართველოს პარლამენტის მთავარი სპეციალისტი; 1999–2001 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1994–2001 წლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2001 წლის აპრილიდან 2002 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. 2004 წლის ივლისიდან დეკემბერამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კონსულტანტი.

2004 წლის 17 დეკემბერში დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად; 2005 წლის 30 ივნისიდან 2007 წლის 30 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება