ალექსანდრე მახარაძე (მომღერალი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.

ალექსანდრე მახარაძე (დ. 1873, ქვედა ბახვი — გ. 30 აპრილი, 1933, თბილისი) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი. იყო სამუელ ჩავლეიშვილის სკოლის წარმომადგენელი, ითვლებოდა სიმღერა „ჰა დილას“ და კრიმანჭულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

ალექსანდრე მახარაძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალექსანდრე როსტომის ძე მახარაძე
დაბ. თარიღი 1873
დაბ. ადგილი ქვედა ბახვი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1933
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა შეძლებული აზნაურის ოჯახში. მისი დედა ცინცაძე იყო. ჰყავდა სამი ძმა – სილიბისტრო, ივანე და პავლე, მაგრამ ისინი არ მღეროდნენ. მისი ძმები წავიდნენ ამერიკაში მოჯირითეებად. მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და დარჩა დედინაცვლის ხელში. სკოლაში ისწავლა 3-4 წლის განმავლობაში. სიმღერა მაქსიმელაშვილის ოჯახში ისწავლა ბაღდადში, 1901 წლიდან კი კი სამუელ ჩავლეიშვილის გუნდში გაწევრიანდა. მუშაობდა ჯერ ოდესაში, შემდეგ დაბრუნდა სოფელში და ცოლად მოიყვანა სოფიო მახარაძე, ფილიპე მახარაძის ბიძაშვილი. 1907 წელს მონაწილეობა მიიღო ჩავლეიშვილის გუნდის მიერ ქუთაისში სიმღერების ფირფიტაზე ჩაწერაში. 1909 წელს მუშაობდა ფოთში, ჯერ მტვირთავად, შემდეგ რკინიგზაში. ამ დროს მონაწილეობდა ავქსენტი მეგრელიძის გუნდში. ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით მახარაძემ პორტის მტვირთავ მუშათა გუნდი ჩამოაყალიბა. 1910 წელს სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო ჩიბათში, ჩოჩხათში, ჩოხატაურსა და გურიის სხვა სოფლებში. 1916 წელს მახარაძე ნიკო ნიკოლაძემ თბილისში გადაიყვანა ვაგონების კონდუქტორად. 1918 წლიდან ოჯახიც თბილისში გადაიყვანა და იქაც გუნდი ჩამოაყალიბა. 1929 წელს ამ გუნდით მონაწილეობა მიიღო მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში და კარგი შეფასება დაიმსახურა. ოლიმპიადის შემდეგ მახარაძის რკინიგზის მტვირთავთა გუნდმა საგასტროლო მოგზაურობა ჩაატარა საქართველოს დაბა-ქალაქებში. ეს მოგზაურობა ღიდი წარმატებით ჩატარდა. 1930 წელს ეს გუნდი შეუერთეს დასავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდს, რომელსაც კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა. ამ გუნდში მახარაძე არ გაჩერდა და დააარსა სარეწაო კოოპინკავშირის გუნდი. გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება