ალექსანდრე ბელიავსკი (მოჭადრაკე)
ალექსანდრ ბელიავსკი ((უკრ. Олександр Генріхович Бєлявський), (სლოვენ. Aleksander Henrikovič Beljavski), (ინგლ. Alexander Genrikhovich Beliavsky) დ. 17 დეკემბერი, 1953, ლვივი,უკრაინის სსრ, სსრკ) ― საბჭოთა, უკრაინელი და შემდეგ სლოვენიელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1975), სსრკს ოთხგზის ჩემპიონი. სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოთხგზის ოლიმპიადის გამარჯვებული. ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი (2004).
ალექსანდრ ბელიავსკი. 2002 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | სლოვენია |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1952 |
დაბადების ადგილი | ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (1975) |
ფიდე რეიტინგი | 2415 (მარტი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2710 (ივლისი 1997) |
ჯილდოები და პრემიები | ხალხთა მეგობრობის ორდენი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე ლვივში დაიბადა და ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა. 1968 წელს 14 წლისამ ვილნიუსის ტურნირზე სსრკ-ს სპორტის ოსტატის ნორმა შეასრულა. მომდევნო წელს გრონინგენში შეჯიბრზე გამოვიდა, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე იყო. ალექსანდრემ 9 პარტიაში 6 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა, ანდრაშ ადორიანისა და ლუბომირ ლუბოევიჩის შემდეგ.
1973 წელს ტისაიდში მსოფლიოს ახალგარდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით. ლას-პალმასში ტურნირზე მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო და დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. ნოემბერ-დეკემბერში სსრკ-ს ჩემპიონატზე მიხაილ ტალთან ერთად პირველზე გავიდა. ბელიავსკიმ 15 პარტიიდან 6 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა და ორი წააგო. ამის შემდეგ სსრკ-ს ჩემპიონი კიდევ სამჯერ გახდა 1981, 1987 და 1990 წლებში.
1977 წლის 25 ივნისს სანკტ-პეტერბურგში ოქტომბრის რევოლუცისს 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანატოლი კარპოვი დაამარცხა და მიხაილ ჩიგორინის სიმბოლურ კლუბში შევიდა (კლუბში აწევრიანებდნენ მოჭადრაკეს რომელიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაამარცხებდა).
ბელიავსკი თანდათან გაუშინაურდა დიდ შეჯიბრებს. 1978 წელს ალიკანტეს ტურნირზე ჭადრაკის ისტორიაში ფენომენალური შედეგი აჩვენა, 13 პარტიიდან ყველა მოიგო. მას იწვევნდნენ ბევრ დიდ ტუნირებზე. გამოსაყოფია 1980 წლის ბადენის შეჯიბრი, სადაც იმ დროისთვის ძლიერი დიდოსტატები მონაწილეობდნენ, რომელთა რეტინგი 2600-ზე მეტი იყო. ბელიავსკიმ პირველი-მეორე ადგილი ბორის სპასკისთან ერთად გაიყო.
1981 წლის დასაწყისში სსრკს ვაჟთა პირველობა ლევ პსახისთან ერთად მოიგო, ხოლო ოქტომბერში ტილბურგში საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა. მან ჩამოიტოვა ისეთი დიდი მოჭადრაკეები: ტიგრან პეტროსიანი, ლაიოშ პორტიში, იან ტიმანი, ლუბომირ ლუბოევიჩი, ულფ ანდერსონი, გარი კასპაროვი, ბორის სპასკი, ბენტ ლარსენი და რობერტ ჰიუბერტი.
1982 სექტემბერში მოსკოვში საზონათაშორისო ტურნირზე 6 პარტია მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა, 3 წააგო და მეორე ადგილი დაიკავა, გარი კასპაროვის შემდეგ. მეორე ადგილით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და მეტოქედ კასპაროვი ერგო, რომელთანაც 3:6 დამარცხდა. ალეკსანდრემ 1 მოიგო, 4 წააგო და 4 ყაიმით დაასრულა. მატჩი 1983 წლის თებერვალ-მარტში მოსკოვში გაიმართა.
1984 წელს ვეიკ ან ზეს ტურნირი მოიგო, ხოლო ტილბურგში მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს სსრკს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს შერჩეულ მოჭადრაკეთა ნაკრებს ეთამაშა და გუნდში საუკეთესო იყო. 4 პარტიიდან 3 მოიგო და 1 ყაიმით დაასრულა. მან აშშ-ს წარმომადგენელ იასერ სეირავანს 2:0 სძლია, ხოლო დანიელ ბენტ ლარსენს 1,5:0,5. ვეიკ ან ზეში მეორე ადგილს დასჯერდა, ივლისის ფიდეს რეიტინგში მე-4 იყო, რაც საუკეთესო შედეგია მის კარიერაში. 1987 წელს მესამედ მოიგო სსრ-ს ჩემპიონატი.
1991 წელს ლინარესის სუპერტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა[1], (ვასილ ივანჩუკისა და გარი კასპაროვის შემდეგ).
ოთხჯერ იმარჯვა ვიდმარის მემორიალზე 1999, 2001, 2003(ემილ სუტოვსკისთან ერთად) და 2005.
2009 წლის ნოემბერში ფიდეს მსოფლიო რეიტინგის ასეულში ყველაზე მხცოვანი წარმომადგენელი იყო[2], ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან ამ სიიდან საერთოდ ამოვარდა[3]. 2009 წელს მაკაბიადაზე იასპარეზა[4].
2013 წელს პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე პირველ-მერვე ადგილზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში ვერ იყოჩაღა და მეოთხეს დასჯერდა[5]. ამ მაჩვენებლით იმავე წელს ტრომსეში ფიდეს მსოფლიოს თასის საგზური მიიღო, საიდანაც პირველივე ეტაპიდან გამოვარდა.
ტურნირები
რედაქტირებამოგებული აქვს ტურნირები: ვეიკ ან ზე (1984, 1985), ლონდონი (1985), სოჭი (1986), ტილბურგი (1988), მიუნხენი (1990), ამსტერდამი (1990), ბელგრადი (1993), ჩაჩინი (1996), პოლიანიცია-ზდრუი (1996).
ნაკრებები
რედაქტირებასსრკ-ს ნაკრები
რედაქტირებასსრკს ნაკრების შემადგენლობაში 1982 წლიდან ასპარეზობს და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
საჭადრაკო ოლიმპიადა:[6]
ლუცერნი 1982. მეოთხე დაფა. (+5 =4 −1). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ბრინჯაო
სალონიკი 1984. პირველი დაფა. (+7 =2 −1). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ვერცხლი
სალონიკი 1988. მეოთხე დაფა. (+5 =4 −1). გუნდური ოქრო
ნოვი სადი 1990. მესამე დაფა. (+4 =6 −0). გუნდური ოქრო
ევროპის გუნდური ჩემპიონატი
1983. პლოვდივი. მეხუთე დაფა. (+2 =3 −1). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ვერცხლი
ჰაიფა. 1989. მეორე დაფა. (+2 =4 −1). გუნდური ოქრო
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი
ლუცერნი. 1985. მეხუთე დაფა. (+4 =2 −2). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ოქრო
ლუცერნი. 1989. მეორე დაფა. (+4 =2 −0). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ოქრო
სულ 67 პარტია ითამაშა 33 მოიგო, 7 წააგო, 27 კი ყაიმით დაასრულა. შედეგიანობა 69.4%
უკრაინის ნაკრები
რედაქტირებასაჭადრაკო ოლიმპიადა:[7]
1992. მანილა. მეორე დაფა. (+3 =7 -2)
ევროპის გუნდური ჩემპიონატი[8]
1992. დებრეცენი. მეორე დაფა. (+0 =7 -0) გუნდური ვერცხლი
სულ 19 პარტია ითამაშა 3 მოიგო, 14 ყაიმით დაასრულა და 3 წააგო. შედეგიანობა 52,6%.
სლოვენიის ნაკრები
რედაქტირება1996 წლიდან სლოვენიის ნაკრების შემადგენლობაში გამოდის. 2016 წლამდე 11 ოლიმპიადაზე გამოვიდა, თუმც მედალი არასოდეს მოუგია. 9-ჯერ პირველ დაფაზე იყო, ორჯერ მეორეზე. 10-ჯერ იასპარეზა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე და აქედან 9-ჯერ პირველ დაფაზე იყო, ერთხელ მეორეზე. სამწუხაროდ აქაც უმედლოდ დარჩა. სულ 194 პარტია ითამაშა, 66 მოიგო, 93 ყაიმით დაასრულა და 35 წააგო. შედეგიანობა 58%.
რეკორდები
რედაქტირება- 1977 წელს ალიკანტეში 13 პარტიიდან 13 მოიგო
- დამარცხებული ყავს ყველაზე ბევრი 9 მსოფლიოს ჩემპიონი. დაწყებული მე-7 ჩემპიონ ვასილი სმისლოვიდან მე-16 მაგნუს კარლსენის ჩათვლით (გარდა ბობი ფიშერისა). ალექსანდრეს დამარცხებული ყავს: ვასილი სმისლოვი, მიხაილ ტალი, ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი, ანატოლი კარპოვი, გარი კასპაროვი, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვანათან ანანდი და მაგნუს კარლსენი.
მისნაირი შედეგი აქვს პოულ კერესს და ვიქტორ კორჩნოის.
კლუბები
რედაქტირება1984 წელს სსრკ-ს კლუბ „ტრუდის“ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
გუნდური ბრინჯაო აიღო 2008 წელს კიევის PVK შემადგენლობაში.
მწვრთნელის კარიერა
რედაქტირება1980 წელს ანატოლი კარპოვის მწვრთნელი იყო (ბელიავსკი ამას უარყოფდა და ამბობდა რომ მხოლოდ სპარინგობას უწევდა). 1990 წელს გარი კასპაროვს ავარჯიშებდა. 2015 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მარია მუზიჩუკს წვრთნიდა და ტიტულიც მოაგებინა[9]. ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი (2004).
ჯილდოები
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Beliavsky, Alexander; Mikhalchishin, Adrian (1995), Winning Endgame Technique, Batsford, ISBN 0-7134-7512-9
- Beliavsky, Alexander; Mikhalchishin, Adrian (1998). Fianchetto Grunfeld. Everyman Chess. ISBN 978-1-85744-204-5.
- Beliavsky, Alexander (1998), Uncompromising Chess, Cadogan, ISBN 1-85744-205-9
- Beliavsky, Alexander; Mikhalchishin, Adrian (1999), The Two Knights Defence, Batsford, ISBN 0-7134-8441-1
- Beliavsky, Alexander; Mikhalchishin, Adrian (2000), Winning Endgame Strategy, Batsford, ISBN 0-7134-8446-2
- Beliavsky, Alexander; Mikhalchishin, Adrian (2003), Modern Endgame Practice, Batsford, ISBN 0-7134-8740-2
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Linares (1991). ციტირების თარიღი: 10 July 2021
- ↑ Top 100 Players November 2009 FIDE Top players archive. FIDE. ციტირების თარიღი: 4 December 2016
- ↑ FIDE Top players and Statistics. FIDE. ციტირების თარიღი: 4 December 2016
- ↑ Soffer, Ram. (2013-07-24) 2013 Maccabiah Games - The Jewish Olympics. ChessBase. ციტირების თარიღი: 2019-11-14
- ↑ Crowther, Mark. (2013-05-16) 14th European Individual Championships 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-08. ციტირების თარიღი: 18 May 2013
- ↑ [1] team chess record at OlimpBase
- ↑ http://www.olimpbase.org/players/mqiiswmk.html
- ↑ http://www.olimpbase.org/playerse/mqiiswmk.html
- ↑ Алексей Кузнецов. (2015-04-06) Шахматная королева Мария. www.svoboda.org. ციტირების თარიღი: 2015-04-07.