ალენ დელონი

ფრანგი მსახიობი

ალენ დელონი (ფრანგ. Alain Delon; დ. 8 ნოემბერი, 1935, სო, საფრანგეთი — გ. 18 აგვისტო, 2024, დუში (ლუარე)) — ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი.

ალენ დელონი
დაბადების სახელი ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1935
სო, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 2024 (88 წლის)
დუში (ლუარე, საფრანგეთი)
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957–2012
სეზარი საუკეთესო მსახიობი კაცი
1984 — ჩვენი ისტორია
საიტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალენის მამა, კორსიკელი ფაბიენ დელონი ო-დე-სენის ქალაქ სოში პატარა კინოთეატრის მმართველი იყო, დედა, ედიტი კი — ფარმაცევტი. 1939 წელს მშობლები განქორწინდებიან და პატარა ალენს ჯერ ერთი ოჯახი იშვილებს, შემდეგ კი სენ-ნიკოლა დ'ინის კათოლიკურ პანსიონში მიაბარებენ, სადაც მთელ ახალგაზრდობას ატარებს. იგი მეამბოხე და უდისციპლინო ბავშვია, რის გამოც სკოლიდან 6-ჯერ გააგდებენ. მალე ალენის დედა მეორედ გათხოვდება პოლ ბულონზე, რომელიც ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობს. ალენი მამინაცვლის პროფესიას ეუფლება და მოგვიანებით მის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ეს საერთოდ არ ხიბლავს.

1953 წელს ალენი სამხედრო სამსახურში მიდის და ინდოჩინეთის ომში იღებს მონაწილეობას. სამი წლის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებული იძულებულია წვრილი სამუშაოები შეასრულოს საარსებო თანხის საშოვნელად. მალე იგი ხვდება ჟან-კლოდ ბრიალის, რომელიც მიიპატიჟებს კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. აქ განსაკუთრებულად ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდას მალევე ამჩნევენ. იგი რამდენიმე სასინჯ ჩვენებას გაივლის და ადვილად შეაღწევს კინემატოგრაფიის სამყაროში ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე.

1957 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი, ივ ალეგრეს „როცა ქალი ერევა“, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვება მთელს ევროპაში. ამის შემდეგ დელონის კარიერა სწრაფად ვითარდება, მასთან თანამშრომლობენ ცნობილი ევროპელი და ამერიკელი რეჟისორები. 1958 წელს, „კრისტინას“ გადაღების დროს ალენ დელონი გაიცნობს რომი შნაიდერს. ალენი ამ დროს 23 წლისაა, რომი — 20-ის. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნებიან. მათი წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცევა შოუ-ბიზნესის სფეროში.

1960 წელს დელონი თამაშობს ლუკინო ვისკონტის ფილმში, „როკო და მისი ძმები“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალურ პრიზს დაიმსახურებს.

1964 წელს დელონი დაშორდა რომი შნაიდერს და ცოლად შეირთო ნატალი კანოვასი, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი, ენტონი. 1967 წელს ალენი და ნატალი დელონები ერთად მონაწილეობენ ჟან-პიერ მელვილის ფილმში „სამურაი“. 1968 წელს, „ჯეფის“ გადაღების დროს ალენს მირეი დარკი შეუყვარდა და ცოლს დაშორდა.

1974 წელს ალენ დელონი ორგანიზებას უკეთებს საფრანგეთში კრივში საერთაშორისო ჩემპიონატს. ამავე პერიოდში ის აგებს თავლას დოღის ცხენების მოსაშენებლად და იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ჯირითში. 1978 წელს იწყებს თავისი სახელობის სუნამოს, შამპანურის, კონიაკის, მაჯის საათების, სათვალეების, სიგარეტის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოშვებას ჟენევაში. ამ წამოწყებას მსახიობისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მალე დელონი შვეიცარიაში სახლდება და მოქალაქეობასაც იღებს.

1987 წელს დელონი ცოლად ირთავს ნიდერლანდელ მანეკენს, როზანი ვან ბრიმენს, რომელთანაც 1990 წელს შეეძინება ქალიშვილი, ანუშკა და 1994 წელს - ვაჟიშვილი, ალენ-ფაბიენი. 2001 წელს ფოტოგრაფი კრისტიან აარონ ბულონი გამოსცემს მოგონებების წიგნს „სიყვარული არასოდეს ივიწყებს“, სადაც ამტკიცებს, რომ იგი ალენ დელონის არაღიარებული შვილია. მომდევნო წელს როზალი ვან ბრემენი ალენ დელონს მიატოვებს, რასაც 67 წლის მსახიობი მწვავედ განიცდის.

2003 წელს კლაუდია კარდინალე მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავს“ გადასცემს, ორი წლის შემდეგ კი ჟაკ შირაკი საპატიო ლეგიონის ორდენს მიანიჭებს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1957 როცა ქალი ერევა Quand la femme s'en mêle ჟო
1958 იყავი ლამაზი და გაჩუმდი Sois belle et tais-toi ლულუ
1962 კრისტინა Christine ფრანც ლობჰაინერი
1959 სუსტი ქალები Faibles femmes ჟულიენ ფენალი
1959 მოსწავლეთა გზა Le chemin des écoliers ანტონ მიკუ
1960 როკო და მისი ძმები Rocco e i suoi fratelli როკო პარონდი
1960 თაკარა მზე Plein Soleil ტომ რიპლი
1961 რა სასიხარულოა ცხოვრება Che gioia vivere ულისე
1961 ცნობილი სიყვარულები Les Amours célèbres პრინცი ალბერტი
1961 დაბნელება Eclipse პიერო
1962 ეშმაკი და ათი მცნება Le diable et les dix commandements პიერ მესაჟე
1963 ლეოპარდი Il Gattopardo ტანკრედი
1963 შავი ტიტა La Tulipe noire გიიომი
1963 მელოდია სარდაფიდან Mélodie en sous-sol ფრანსისი
1964 დაუმორჩილებელი L'Insoumis თომას ვლასენროტი
1964 ყვითელი როლს-როისი The Yellow Rolls-Royce სტეფანო
1965 მკვლელები სან-ფრანცისკოდან Once a Thief ედი პედაკი
1965 პარიზი იწვის? Paris brûle-t-il? ჟაკ შაბან-დელმა
1966 ტეხასო, აი ჩვენც! Texas nous voilà დონ ბალდაზარი
1966 ცენტურიონები Lost Command კაპიტანი ფილიპი
1967 თავგადასავლების მაძიებლები The Last Adventure მანიუ
1967 სამურაი Le Samouraï ჯეფ კოსტელო
1968 მშვიდობით, მეგობარო Adieu l'ami დინო ბარანი
1968 მოტოციკლეტი La Motocyclette დენიელი
1968 აუზი La Piscine ჟან-პოლი
1969 ჟეფი Jeff ლორენი
1969 სიცილიური კლანი Le Clan des Siciliens როჟე სარტე
1970 მედლი Madly ჟულიენ დანდიუ
1970 ბორსალინო Borsalino როკო ზიფრედი
1970 წითელი წრე Le Cercle rouge კორეი
1971 წითელი მზე Soleil Rouge გაუჩე
1971 ტროცკის მკვლელობა The Assassination of Trotsky ფრენკ ჯეკსონი
1971 ქვრივი კუდერკი La Veuve Couderc ჟან ლავინი
1971 პოლიციელი Un flic ედუარდ კოლემანი
1972 პროფესორი La prima notte di quiete დანიელ დომინიკი
1973 შოკის მკურნალობა Traitement de choc დოქტორ დევილერსი
1973 ტონი არცენტა Tony Arzenta ტონი არცენტა
1973 სკორპიო Scorpio ჟან ლაურიე
1973 დამწვარი საკუჭნაოები Les Granges brûlées მოსამართლე ლარშერი
1973 ღმერთების რასა La Race des seigneurs ჟულიენ დანდიუ
1973 ორნი ქალაქში Deux hommes dans la ville ჯინო სტრაბილი
1974 ბორსალინო და კომპანია Borsalino & Co. როკო ზიფრედი
1975 ზორო Zorro ზორო
1975 ბოშა Le Gitan ჰუგო სენატი
1975 პოლიციელის ისტორია Flic Story როჯერ ბორნიშე
1976 ბუმერანგივით Comme un boomerang ჟაკ ბატკინი
1976 არმაგედონი Armaguedon მაიკლ ამბროიზი
1976 ბატონი კლეინი Monsieur Klein რობერტ კლეინი
1977 აჩქარებული ადამიანი L'Homme pressé პიერ ნიო
1977 გაიძვერას სიკვდილი Mort d’un pourri ქსავიე მარეშალი
1977 განგი Le Gang რობერტი
1978 ფრთხილად, ბავშვები გვიყურებენ Attention, les enfants regardent კაცი
1979 აეროპორტი 79 კონკორდი The Concorde… Airport '79 პოლ მეტრანი
1979 სამხედრო ექიმი Le Toubib ჟან-მარი დესპრი
1980 თეირანი-43 Teheran 43. Nid d'espions ინსპექტორი ფოში
1980 სამი ზედმეტია Trois Hommes à abattre მიშელ ჟერფო
1981 პოლიციელის ტყავისთვის Pour la peau d'un flic ჩუკასი
1982 შოკი Le choc მარტინ ტერიე
1983 სვანის სიყვარული Un amour de Swann ბარონი დე შარლიუ
1984 ჩვენი ისტორია Notre histoire რობერტ ავრანში
1985 პოლიციელის სიტყვა Parole de flic დენიელ პრატი
1986 პასაჟი Le Passage ჟან დიაზი
1988 ნუ გააღვიძებ მძინარე პოლიციელს Ne réveillez pas un flic qui dort კომისარი ეჯენ გრინელი
1990 ახალი ტალღა Nouvelle Vague ლენოქსი
1992 კაზანოვას დაბრუნება Le Retour de Casanova კაზანოვა
1992 კრიმინალი Un Crime ჩარლ დურანი
1995 სიმონ სინემას ას ერთი ღამე Les cent et une nuits de Simon Cinéma კამეო
1996 დღე და ღამე Le Jour et la nuit ალექსანდრე
1997 ორიდან ერთი შანსი Une chance sur deux ჟულიენ ვინალი
1999 მსახიობები Les Acteurs კამეო
2008 ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე Astérix aux Jeux Olympiques იულიუს კეისარი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: