ძეხვეული
ძეხვეული — მექანიკურად და ფიზიკურ ქიმიურად დამუშავებული ხორცის პროდუქტები, რომლებსაც დამატებული აქვს ზოგიერთი სხვა პროდუქტი.
მექანიკური დამუშავებისას ხორცს აცლიან საჭმლად უვარგის, ნაკლებყუათიან ნაწილებს და აქუცმაცებენ. ფიზიკურ-ქიმიური დამუშავებისას ამარილებენ, ამწიფებენ, მოწვავენ, ხარშავენ, შებოლავენ. ძეხვეული არის მოხარშული, ნახევრად შებოლილი, შებოლილ-მოხარშული, შებოლილი ან სუბპროდუქტებისაგან დამზადებული. ძეხვეულობას მიაკუთვნებენ აგრეთვე სხვა შებოლილ პროდუქტებს. ძეხვეულის ნედლეულად იყენებენ უცხიმო ძროხის ხორცს, ღორის ხორცს, იშვიათად ცხვრისა და ფრინველის ხორცს. ამზადებენ აგრეთვე ცხენის ხორცის ძეხვეულს. ფარშს სრულფასოვანი ცილებით ამდიდრებენ საკვები სისხლის პლაზმის, რძის, ცილის, კვერცხის დამატებით. ძეხვეულის გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ შაქარს, საკაზმ-სანელებელს, სუნელ-სანელებელს.
ძეხვეულის დასამზადებლად ძროხის ხორცს აცლიან ძვლებს, მყესებს, ხრტილს, ცხიმს, ჭრიან და ამარილებენ. დამარილებულ ხორცისაგან აკეთებენ ფარშს, უმატებენ ღორის ცმელსა და სხვა კომპონენტებს, ფარშით შევსებულ გარსს ხეს შემოაკრავენ და ფარშის დასაწევად რამდენიმე ხნით ჩამოჰკიდებენ. მოხარშულსა და ნახევრად შებოლილ ძეხვეულს ფარშის დაწევის შემდეგ მოწვავენ, ხარშავენ და აცივებენ. ნახევრად შებოლილ ძეხვეულს არ ხარშავენ, დაწევის შემდეგ მხოლოდ შებოლავენ და გააშრობენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 269.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ძეხვეული“ ვიკისაწყობში.