თავგადასავლების მაძიებლები
თავგადასავლების მაძიებლები (ფრ. Les Aventuriers) — ჟოზე ჯოვანის რომანის მიხედვით 1967 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. რეჟისორი რობერ ენრიკო.
„თავგადასავლების მაძიებლები“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | რობერ ენრიკო |
სცენარის ავტორი | ჟოზე ჯოვანი |
როლებში |
ალენ დელონი, ლინო ვენტურა, ჯოანა შიმკუსი |
კომპოზიტორი | ფრანსუა დე რუბე |
გამოსვლის თარიღი | 1967 |
ხანგრძლივობა | 112 წუთი |
ქვეყანა |
საფრანგეთი იტალია |
სიუჟეტი
რედაქტირებაახალგაზრდა ხელოვანი-აბსტრაქციონისტი ლეტიცია გაიცნობს ავტომექანიკოს როლანს და მის მეგობარს, პილოტ-ინსტრუქტორს მანიუს. მათი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზრდება. სამივე განძის საძიებლად გაემგზავრება, რომელიც ბელგიელ ბიზნესმენს კონგოდან მიჰქონდა და ავიაკატასტროფის დროს კონგოს სანაპიროსთან ზღვაში ჩაიძირა. განძის ძიებისას ისინი ჩაძირული ვერტმფრენის პილოტს ხვდებიან, რომელიც ზუსტად უთითებს ავიაკატასტროფის ადგილს. მანიუ და როლანი განძს იახტაზე ამოიტანენ. მაგრამ მალე განძის სხვა მაძიებელთა თავდასხმისას იღუპება ლეტიცია.
როლანი და მანიუ ლეტიციას წილ განძს მის 11 წლის დეიდაშვილს უფორმებენ, რომელიც თავის მხრივ ეუბნება, რომ მანაც აღმოაჩინა განძი და აჩვენებს სანაპიროდან ახლოს მდებარე მიტოვებულ საზღვაო ფორტში გერმანელების მიერ ომის წლებში შენახული იარაღის საწყობს. როლანი შეიძენს მიტოვებულ ფორტს ლეტეციას ხსოვნის პატივსაცემად.
პარიზში დაბრუნებულ მანიუს განძის მაძიებლები უთვალთვალებენ, რომლებმაც ჩაძირული ვერტმფრენის პილოტი დაიჭირეს და მოკლეს. მანიუ როლანს ეძებს გასაფრთხილებლად და მას ფორტზე პოულობს, სადაც მკვლელთა ბანდა დაესხმება მათ თავს. შეტაკებისას მანიუ იღუპება.
როლებში
რედაქტირება- ალენ დელონი — მანიუ ბორელი
- ლინო ვენტურა — როლან დარბანი
- ჯოანა შიმკუსი — ლეტიცია ვაისი
- სერჟ რეჯანი — ვერტმფრენის პილოტი
- ჰანს მაიერი — დაქირავებული მკვლელი
- გი დელორმი — დაქირავებული მკვლელი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: თავგადასავლების მაძიებლები
- „თავგადასავლების მაძიებლები“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)