არმაგედონი (ებრ. „harm giddon“) — სახელწოდება მომდინარეობს დამახინჯებული ებრაული ფრაზიდან, რაც ნიშნავს — „ქალაქი მეგიდას მთასთან“. ადგილი ჩრდილოეთ პალესტინაში, სადაც იოანეს გამოცხადების მიხედვით უნდა მოხდეს უკანასკნელი დიდი შეტაკება იაჰვესა და სატანის ძალებს შორის.

დღეისათვის ის ფართოდ გავრცელებული ტერმინია და მრავალი მნიშვნელობით იხმარება. მაგალითად, შევხვდებით სხვადასხვა ორგანიზაციების დასახელებაში. მრავალი ფილმია გადაღებული მოვლენაზე, რომელშიც იგულისხმება ღვთის უკანასკნელი ომი ბნელ (ჯოჯოხეთის) ძალებთან ან ამ სახელწოდების ქვეშ იგულისხმება სხვა შინაარსის ფილმი, რომლის სიუჟეტი უბრალოდ, ნგრევასა და მსხვერპლთან ასოცირდება და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

გამოცხადება იოანესი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება