ეშმაკი და ათი მცნება

„ეშმაკი და ათი მცნება“ (ფრანგ. Le Diable et les Dix Commandements) — 1962 წლის ფრანგულ-იტალიური კომედიური ფილმი, რომელიც გადაიღო რეჟისორმა ჟიულიენ დუვივიემ.

„ეშმაკი და ათი მცნება“
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ჟიულიენ დუვივიე
სცენარის ავტორი ჟიულიენ დუვივიე,
მორის ბესი
როლებში შარლ აზნავური,
ალენ დელონი,
ლინო ვენტურა,
ლუი დე ფიუნესი
ფერნანდელი
კომპოზიტორი ჟორჟ გარვარენცი,
მიშელ მანი,
გი მაჟენტა
ოპერატორი როჟე ფერუ
გამოსვლის თარიღი 1962
ხანგრძლივობა 139/145 წთ.
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია,
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

ეს არის კომედიური, დრამატული, ტრაგიკომიკური, დეტექტიური ნოველების კრებული, რომელიც კინემატოგრაფიულ მოზაიკას ქმნის რელიგიურ თემაზე - ათ მცნებასა და ეშმაკის ცდუნებებზე. ნოველებს კომენტირებას უკეთებს გველის სახით განსახიერებული ეშმაკი (კლოდ რიშის ხმით).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება