ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დანიელ დარიე (დ. 1 მაისი, 191717 ოქტომბერი, 2017) — ფრანგი სასცენო, ტელე და კინომსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. მონაწილეობა აქვს მიღებული 110-ზე მეტ ფილმში. მისი კარიერა 8 ათწლეულს ითვლის და ფრანგული კინოს ერთ-ერთი გამორჩეულ ვარსკვლავად ითვლება.

დანიელ დარიე

დანიელ დარიე (1952)
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1917
ბორდო, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 2017
ბოის-ლე-როი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთი
მეუღლე(ები) ანრი დეკუენი (1935-1941)
პორფირიო რუბიროსა (1942-1947)
გეორგის მიციკიდისი (1948-1991)
შვილ(ებ)ი 1

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

დანიელ დარიე დაიბადა ბორდოში. მამამისი ჯარში ექიმი იყო. ის დაიღუპა როცა დანიელი შვიდი წლის იყო. ლიცეომის დამთავრების შემდეგ მიემგზავრება პარიზში და კონსერვატორიაში აბარებს. ბრწყინვალე მუსიკალური ნიჭის მიუხედავად მევიოლინობას კინომსახიობობა არჩია. თავდაპირველად კომედიურ ფილმებში მონაწილეობდა, მაგრამ უკვე 1935 წელს ფილმ "მწვანე დომინოში" მსახიობმა დრამატული როლი შეითვისა. ამავე წელს ის დაქორწინდა ანრი დეკუინზე რეჟისორზე და სცენარისტზე. მან ამერიკულ სტუდიასთან Universal Pictures-თან გააფორმა შვიდ წლიანი კონტრაქტი, მაგრამ დანიელს საფრანგეთის გარეთ კარიერა არ სურდა.

საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში ის გაშორდა ანრი დეკუინს. 1942 წელს დაქორწინდა პორფირიო რუბინოსაზე, დიმინიკელთა რესპუბლიკის დიპლომატზე. ომის დამთავრებამდე ისინი შვეიცარიაში ცხოვრობედნენ, 1947 წელს კი ერთმანეთს გაშორდნენ.ამის შემდეგ დანიელი გაქორწინდა ფრანგ სცენარისტზე ჟორჟ მიციკიდესზე. მათ ვაჟი შეეძინათ და ერთად ცხოვრობდნენ ჟორჟის გარდაცვალებამდე.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "მაერლინგში", "კატია", "გულისცემა", "პირველი პაემანი", "რუი ბლაზი", "წითელი და შავი", "8 ქალი". მისი ნიჭის წყალობით ის მონაწილეობდა როგორც კომედიებში ასევე დრამებში, მას ჰოლივუდშიც იღებდნენ. მუშაობას განაგრძობდა 99 წლამდე, ის 2007 წელს ანიმაცია "პერსეპილისში" ბებიას ახმოვანებდა.

დანიელ დარიეს გრძნობათა ნაზი იმპრეისა და მოულოდნელი აფეთქება ახსიათებს. მსახიობს კარგად შეუძლია უსაზღვროდ ბევრის გამოხატვა მსხვილი პლანით. კადრის სტატიკურობა შეუძლია სრულიად შეცვალოს, მისი თამაშის ხერხები გმირის შესაბამისად იცვლება.მისი პერსონაჟები დედოფალი მარია და ქალბატონი დე რენალი სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, მაგრამ დანიელი მათ ორივეს შესანიშნავად განასახიერებს თანდაყოლილი და დიდი შრომისმოყვარეობით დახვეწილი არტისტიზმით.

გარდაცვალება

რედაქტირება

დანიელ დარიე მსახიობი დაცემის შედეგად გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა 2017 წლის 17 ოქტომბერს, ასი წლის იუბილიდან ხუთი თვის შემდეგ.[1][2]

ჯილდოები

რედაქტირება
წელი ჯილდო კატეგორი ფილმი შედეგები
1987 სეზარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში დანაშაულის ადგილი კანდიდატი
2002 ბერლინალე ვერცხლის დათვი 8 ქალბატონი გაიმარჯვა
2002 სეზარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში 8 ქალბატონი კანდიდატი
2002 ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო საუკეთესო ქალი მსახიობი 8 ქალბატონი გაიმარჯვა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. L'actrice Danielle Darrieux est morte à l'âge de 100 ans (19 October 2017). ციტირების თარიღი: 19 October 2017
  2. Danielle Darrieux, French Film Star Over 8 Decades, Is Dead at 100. The New York Times (19 October 2017).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დანიელ_დარიე“-დან