აზერბაიჯანული ჩაი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯანული ჩაი (აზერბ. Азәрбајҹан чајы, Azərbaycan çayı) — ჩაის სახეობა, რომელიც მოჰყავთ აზერბაიჯანში. ჩაის წარმოების განვითარება ძირითადად დაკავშირებულია ლენქორან-ასტარინის ეკონომიკურ რეგიონთან, სადაც ჩაის ქარხნები, ძირითადად შავი ბაიხის ჩაის ქარხნები მდებარეობს ქალაქებში: ლენქორანი, ასტარა, მასალი, სოფლებში პენსარი და მაშხანი.

ლენქორანი—"არმუდუ" — სამოვრის ძეგლი

აზერბაიჯანული ჩაის დაახლოებით 90% იწარმოება აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვარზე, ქალაქ ლენქორანში, ირანის მახლობლად. ჩაის მოყვანის იდეა  ქვეყნის კასპიის სექტორში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონებში 1880- 1890-იან წლებში წარმოიშვა. ამ ხნის განმავლობაში, ლენქორან-ასტარის რეგიონმა ყურადღება მიიპყრო ჩაის მოსაყვანად ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, სადაც ამჟამად აწარმოებენ აზერბაიჯანული ჩაის 99% -ს.[1][2]

 
1980-იანი წლები — აზერბაიჯანული ჩაის პაკეტების კოლოფი
 

მე -19 საუკუნის ბოლოს 1896 წელს  ენთუზიასტმა მ.ო. ნოვოსელოვმა. აზერბაიჯანში, ლენქორანის რეგიონში ჩაის ბუჩქი დარგო, სადაც 1900 წლისთვის უკვე გაკეთდა მცირე ზომის ექსპერიმენტული ნაკვეთები. თუმცა ამას არ ჰქონდა  სამრეწველო წარმოების ხასიათი, უფრო მეტიც,  1920 წელს ნარგავები  განადგურდა. საბჭოთა წლებში ჩაის ბიზნესის განვითარებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ 1928-1929 წწ. ლენქორანში, ისევე როგორც ზაქათალას ზონებში კვლავ დარგეს ჩაის ნერგები, ხოლო 1932-1934 წლებში დაიწყო პლანტაციების ინდუსტრიული დაარსება. აზერბაიჯანული ჩაის დაფასოებული პაკეტები პირველად 1937 წელს გამოვიდა.[3]

ითვლებოდა, რომ საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანულმა ჩაიმ მიიპყრო მომხმარებელთა მზარდი ყურადღება ლენინგრადში, მოსკოვში, ბალტიის რესპუბლიკებსა და საბჭოთა კავშირის  სხვა ქალაქებში.

1949 წლის 7 მაისს სსრკ მინისტრთა კაბინეტმა გამოაქვეყნა განცხადება აზერბაიჯანის სსრ–ში ჩაის ქარხნის აშენების შესახებ, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩაის წარმოების მეთოდები და გაზარდა ჩაის მოსავალი ისე, რომ 1988 წლისთვის აზერბაიჯანმა 38,5 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი გამოუშვა, რომელთა უმეტესობას შავი ჩაი შეადგენდა. გეგმა, რომელიც შემოთავაზებული იყო ჩაის პლანტაციების შემდგომი განვითარებისათვის, დამტკიცდა და განხორციელდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის ტექნიკური და ეკონომიკური ექსპერტების საბჭოს მიერ 1953 წელს. ამ პერიოდიდან გაიზარდა მშრალი ჩაის ფოთლების წარმოება.

1982 წლისთვის აზერბაიჯანმა აწარმოა 26 000 ტონა ჩაი. 1983 წელს აზერბაიჯანში ჩაის კულტურა 9,3 ათას ჰექტარს იკავებდა.

 
ჩაის სმა- ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო სუფრა

1987 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი განკარგულება ქვეყანაში ჩაის წარმოების შემდგომი გაფართოების შესახებ. თავდაპირველად, როგორც გეგმის პროექტში აღინიშნა, 2000 წლის დასაწყისისთვის ჩაის პლანტაციები გაფართოვდა და 21 ათას ჰექტარი დაიკავა. მწვანე ჩაის ფოთლების რაოდენობა 80-90 ათას ტონაზე გაზარდა, მშრალი ჩაის კი - 20-22 ათას ტონამდე.

1990-იან წლებში სუვერენულ აზერბაიჯანში შეიარაღებული ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო. ქვეყანაში დაძაბული ვითარება შეიქმნა, ჩაის ქარხნები დაიხურა. ჩაის წარმოების მოცულობა, მათ შორის ძირითადად შავი ჩაის, რომელიც 38,5 ათას ტონას შეადგენდა იყო 1988 წელს, 1995 წელს 1,2 ათას ტონამდე შემცირდა.

აზერბაიჯანში საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, ჩაის წარმოება კვლავ აღორძინდა, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთობლივი საწარმოს წყალობით. ქვეყანაში წარმოებულმა ჩაიმ, ძირითადად მწვანე ჩაიმ, მომხმარებელი ძირითადად ქვეყნის შიგნით ნახა.

ჩაის წარმოება დღეს

რედაქტირება

დღეისათვის ქვეყანაში   ჩაის  ძირითადი მზარდი ბაზებია ლენქორანის, ასტარის, ლერიკის, მასალის, ზაქათალის და ბელოკანის ადმინისტრაციული რეგიონები. ამ ადგილებში ჩაის პლანტაციები გადაეცა სასოფლო ფერმერულ მეურნეობებს. ამასთან, ადრეულ წლებში, ჩაის პლანტაციები მწყობრიდან გამოვიდა საჭირო მატერიალური და ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო, მათ ნაცვლად სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება დაიწყო. რესპუბლიკაში ჩაის წარმოება შესუსტდა.[4]

რესპუბლიკის პრეზიდენტის 2004 წლის 11 თებერვლის "აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის" მიხედვით (2004-2008) ჩაის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით დაიგეგმა 996 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების წარმოების მოცულობის გაზრდა და სხვა ღონისძიებები. ამას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ნავთობპროდუქტების სექტორის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში ჩაის წილის ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებისა და ცხოვრების დონის ამაღლებაში.[5]

2014 წელს 474,2 ტონა ჩაი დაიკრიფა.[6]

ჩაის წარმოებამ აზერბაიჯანში 2008-2012 წწ დაახლოებით 10,6-10,9 ათასი ტონა შეადგინა. 2013 წელს წარმოება შემცირდა წარმოება 7,5 ათასი ტონით, 2014 წელს წარმოება გაიზარდა 8 ათას ტონამდე. ადგილობრივი ბაზრით ადგილობრივი ჩაით მომარაგების დონემ 2012 წელს 65,6 % შეადგინა, 2013 წელს 54,7 %.

აზერბაიჯანული ჩაის ექსპორტი ძირითადად ხდება ერაყში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

აზერბაიჯანში წარმოებული ჩაის ბრენდები

რედაქტირება
  • Azerçay — აწარმოებს Azersun Holding.
  • Pasha çay — იწარმოება Azersun Holding-ის ლიცენზიით.
  • Final — აწარმოებს Azersun Holding.
  • Maryam — აწარმოებს Azersun Holding.
  • Pürrəngi — აწარმოებს Azersun Holding.
  • Berqa — აწარმოებს Azersun Holding.

იხილეთ აგრეთვე 

რედაქტირება
  1. Business Information Agency. ПИЩЕВАЯ ПРОМЫШЛЕННОСТЬ. Сахар. Кофе. Чай. Детское питание. Консервы (რუს.)
  2. Visions of Azerbaijan Magazine ::: Tea-growing in Azerbaijan: The Present and Prospects Visions of Azerbaijan Magazine. მიმართვის თარიღი 17 ივნისი 2019.
  3. Владимир Михайлович Семёнов.Азербайджанский чай // Чайные рецепты и чайные секреты / Под ред. Е. Н. Авадяева. — М.: Олма-Пресс, 2002. — С. 110. — 351 с. (რუს.) — ISBN 9785224038268.
  4. И. С. Капанадзе, И. Г. Керкадзе. Полиплоидный чай. — журнал «Природа»: Издательство «Наука», 1983. — С. 44.(რუს.)
  5. Заур Имрани. В Азербайджане растет потребность в чайной промышленности დაარქივებულია 23 аაგვისტო2014 წ. (რუს.)
  6. Производство чая в Азербайджане — TeaTerra|TeaTerra (რუს.)