აზერბაიჯანი-ეუთოს ურთიერთობები
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია — პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც აზერბაიჯანი შეუერთდა. 1992 წლის 30 იანვარს აზერბაიჯანი ეუთოს წევრი გახდა. სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი გახდა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყურადღების ობიექტი.
დიპლომატიური ურთიერთობები
რედაქტირება1992 წლის 8-10 ივნისს, ჰელსინკიში, აზერბაიჯანი პირველად ეუთო-ს სამიტზე მონაწილეობდა[1].
აზერბაიჯანი 1993 წლის 20 დეკემბერს ეუთო-ს პარიზის ქარტიას შეუერთდა[2].
1994 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართა ბუდაპეშტის სამიტი. ბუდაპეშტის სამიტის შედეგების საფუძველზე 1995 წლის 20 იანვარს ვენაში შეიქმნა მაღალი დონის დაგეგმვის ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში წევრი სახელმწიფოების მიერ დანიშნული სამხედრო წარმომადგენლები[3].
1999 წლის 18-19 ნოემბერს სტამბოლში გამართული ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების სახელმწიფოთა და მთავრობის ხელმძღვანელების სამიტზე აზერბაიჯანი შეუერთდა სტამბოლის დეკლარაციასა და ევროპის უსაფრთხოების ქარტიას[3].
1999 წლის ნოემბერში, ეუთო-ს მუდმივმა საბჭომ გადაწყვიტა ეუთო-ს ოფისის შექმნა ბაქოში[3].
2000 წლის 18 ივლისს ეუთო-ს ოფისის ოფიციალური გახსნა შედგა ბაქოში[3].
2001 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით და ბაქოში გაიმართა სემინარი “პრესის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის განვითარება აზერბაიჯანში”[3].
2002 წლის 7 დეკემბერს პორტუში ჩატარდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს მე -10 სხდომა, სადაც აზერბაიჯანიც მონაწილეობდა. სამიტზე ხაზი გაესვა მშვიდობიანი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე[4].
2014 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე ბაქოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. სამიტის დროს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა შეხვედრები გამართეს და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ[5].
2015 წლის ივნისში, აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვიტა, გააუქმოს ეუთოსთან ხელმოწერილ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ ბაქოში ორგანიზაციის ოფისის ფუნქციონირების შესახებ და ეუთო-ს ერთი თვე მისცა ოფისის დასახურად[6].
2016 წლის 11 ივლისს ვენაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით გაიმართა დისკუსია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.
2016 წლის 7 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხების ხაზზე, გოიგოლის რაიონის ომარის უღელტეხილზე , მომდევნო მონიტორინგი გაიმართა.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მანდატის შესაბამისად, 21 დეკემბერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ყაზახის რაიონის მიმართულებით რეგულარული მონიტორინგი ჩატარდა.
2017 წლის ივლისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესია გაიმართა. მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე რეზოლუციის „მულტიკულტურალიზმი - კულტურული ფასეულობების როლი დემოკრატიის განვითარებაში გლობალიზაციის პირობებში“ პროექტი განიხილეს. პროექტის ავტორი იყო იყო აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი თაჰირ მირქიშლი. რეზოლუციის პროექტი მიღებულ იქნა. რეზოლუციის პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურული ფასეულობების შემუშავებასა და შენარჩუნებას, ეუთოს რეგიონში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო არენაზე მულტიკულტურალიზმის აზერბაიჯანული ტრადიციების გავრცელებას.
2017 წლის 8 ნოემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების შეხების ხაზზე თერ-თერის რაინში განხორციელდა მონიტორინგი[7].
ეუთოს მინსკის ჯგუფი
რედაქტირებამინსკის ჯგუფის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: ძალის გამოუყენებლობა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.
მინსკის ჯგუფის პირველი შეხვედრა 1992 წლის 1 ივნისს რომში ჩატარდა[3].
1994 წლის 4-5 მაისს ბიშკეკში, დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა აზერბაიჯან, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის.
1997 წლის 1 იანვრიდან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ეუთოს მინსკის პროცესს ხელმძღვანელობენ. ეუთო-ს პირადი წარმომადგენლის თანამდებობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად იკავებს ელჩი ანჯეი კასპრჩიკი.
2016 წლის აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარეს მრავალი მსხვერპლი მოჰყვა.
2017 წლის 28 აპრილს მოსკოვში გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც მოლაპარაკებებს შეუერთდნენ.
2017 წლის 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის შეხვედრა გაიმართა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პრობლემა და დღის წესრიგის საკითხები[8].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Conference for Security and Co-operation in Europe - 1992 SUMMIT - HELSINKI
- ↑ Парижская Хартия для Новой Европы
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 АЗЕРБАЙДЖАН-ОБСЕ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2018-09-09.
- ↑ 10-я встреча Совета Министров Организации по Безопасности и Сотрудничеству в Европе, 2002 год.
- ↑ Делегации РФ и Украины провели встречу в ходе сессии ПА ОБСЕ в Баку
- ↑ ОБСЕ подтвердила решение Азербайджана закрыть офис организации в Баку
- ↑ На линии соприкосновения войск Азербайджана и Армении будет проведен очередной мониторинг
- ↑ Завершилась встреча Эльмара Мамедъярова с сопредседателями МГ ОБСЕ - 1news.az