აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახური
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური (აზერ. Azərbaycan Respublikası Dövlət Sərhəd Xidməti) — სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაცია, რომლის მთავარი
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური Azərbaycan Respublikası Dövlət Sərhəd Xidməti | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2002, 31 ივლისი |
უწყების ხელმძღვანელი | ელჩინ გულიევი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი |
მთავარი დოკუმენტი | (და ა. შ.) |
საიტი | |
ოფიციალური ვებ-გვერდი |
ამოცანაა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექს- პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 2002 წლის 31 ივლისის ბრძანებით საფუძველი ჩაეყარა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს[1]. სასაზღვრო სამსახურის ფუნდამენტი იყო სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტი — სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც გამოეყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამინისტროს.
2012 წლის აპრილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი შეიქმნა[2]. სტრუქტურის ხელმძღვანელი ელჩინ გულიევია[3].
ყოველწლიურად, 2000 წლიდან, 18 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესაზღვრეების დღე აღინიშნება[1].
სტრუქტურის ისტორია
რედაქტირება2002 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ ხელმოწერილი # 823 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის წესდება. მოგვიანებით, ამ ბრძანების არსი შეიცვალა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ცვლილებებმა გავლენა მოახდინა პოსტების დანიშვნის უფლებაზე. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილისა და სხვა თანამდებობებზე ინიშნებიან ან თავისუფლდებიან პრეზიდენტის მიერ სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელის წინადადებით. სასაზღვრო ჯარების მეთაურის პოსტი გაუქმდა, მისი ფუნქციები აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსს გადაეცა. სამსახურის უფროსი ინიშნება და თავისუფლდება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ.
2005 წლის 18 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალი სტრუქტურის - სანაპირო დაცვის შექმნაზე. შემუშავდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო ტექნიკური პროგრამა 2006-2010 წწ.“. 2007 წლის პროგრამის ფარგლებში, 29 ივნისს, სანაპირო დაცვის ახალი ბაზის მშენებლობა დაიწყო. 2008 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა ამ ბაზის გახსნა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი „სასაზღვრო ჯარების შესახებ“ მიღებულია 1994 წლის 6 იანვარს[4]. სასაზღვრო ჯარების სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ჩარჩო მოიცავს კონსტიტუციას, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
სტრუქტურის ამოცანები
რედაქტირებააზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
- რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვა
- საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა
- ადამიანთა უკანონო მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
- კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა
- ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლა
- მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა
- ნავთობისა და გაზის პლატფორმების და მილსადენების დაცვა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში.
სტრუქტურის საქმიანობა
რედაქტირება2009 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა საოპერაციო-ტაქტიკური წვრთნები. სანაპირო დაცვის გარდა, სწავლებაში მონაწილეობდნენ საავიაციო, მობილური ძალები, ლენქორანის, ხუდატის, შამქირის სასაზღვრო რაზმი და სასაზღვრო სამსახურის სხვა ნაწილები. ასევე მონაწილეობდნენ ვერტმფრენები, საპატრულო ხომალდები, კატარღები, წყალქვეშა საშუალებები, საარტილერიო დანადგარები და სხვა, დაახლოებით ორი ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით[5].
საერთო ჯამში, სახელმწიფო საზღვარზე 589 შენობა აშენდა. ყოველწლიურად ტარდება საოპერაციო და ტაქტიკური წვრთნები.
2010 წლის 10 აგვისტოს, ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის აკადემიის გახსნის ცერემონია შედგა. აკადემიის შექმნის შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტმა 2007 წლის 12 ივნისს მოაწერა ხელი[6].
2015-2017 წლებში აშენდა 10 საპატრულო ხომალდი. ამ დროისთვის გემთმშენებლობის ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრების დაცვის უზრუნველსაყოფად გრძელდება საპატრულო გემების ფუნდამენტის ჩაყრა[7].
2017 წელს, საქართველოში, ბორჯომ- ხარაგაულის ნაკრძალში გაჩაღებული ხანძრის დროს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ხანძრის ჩაქრობის პროცესში. აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გაგზავნა მეზობელ ქვეყანაში[8].
საზღვრის დაცვის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ცეცხლის ჩაქრობაში. მან დასახმარებლად ორი თვითმფრინავი გაგზავნა.
სასაზღვრო სამსახურის სპეციალური სკოლა მდებარეობს ბაქოში. 2011 წელს ჰეიდარ ალიევის ფონდის წინადადებით მოხდა შენობის რეკონსტრუქცია. იმავე წლის 18 ოქტომბერს შედგა სასაზღვრო სამსახურის სპეციალური სკოლის გახსნა.ახალი სკოლის შენობის საერთო ფართი 11,000 კვადრატული მეტრია[9].
თანამშრომლობა
რედაქტირებააზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მეზობელი სახელმწიფოების სასაზღვრო უწყებებთან - რუსეთთან, საქართველოსთან, თურქეთთან, ირანთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები და კონფერენციები ტარდება. ერთობლივი წვრთნები ტარდება რუსეთისა და ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურებთან[10].
აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და კასპიის ზღვის საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მუშაობის ფარგლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახური თანამშრომლობს ნატოსთან. აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები ემორჩილებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტს და არა თავდაცვის მინისტრს[11].
2017 წელს ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი ლაპომ და აზერბაიჯანის საზღვის დაცვის სამსახურის უფროსმა ელჩინ
გულიევმა გააფორმეს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმა. 2017 წლის 8-11 აგვისტო, ანატოლი ლაპო სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა[12].
2017 წლის თებერვალში გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო კომისიების სპეციალური დაწესებულების შექმნის შესახებ. ამაზე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს დედაქალაქ თბილისში შედგა შეხვედრა ელჩინ გულიევსა და გიორგი მღებრიშვილს შორის. ინსტიტუტის შექმნის მიზანი იყო სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის განმტკიცება და მომავლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის უზრუნველყოფა. განხილულ იქნა აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების რეაბილიტაციის პროექტები, სამხედრო ტექნიკის გაუმჯობესება, ასევე კადრებისა და მომსახურების სპეციალისტების მომზადება[13].
2017 წლის დეკემბერში, ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში, ირანისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სასაზღვრო შეხვედრის სამიტი გაიმართა. ირანის პოლიციის გენერალურმა მდივანმა ჰასემ რეზაიმ აღნიშნა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა[14].
2018 წლის 22 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე პირველი სასაზღვრო ნიშნის შექმნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. დელეგაციას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაციები და რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახური, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების წევრები[15].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 АЗЕРБАЙДЖАНСКИЕ ПОГРАНИЧНИКИ ОТМЕЧАЮТ ПРОФЕССИОНАЛЬНЫЙ ПРАЗДНИК[მკვდარი ბმული] - cbc.az
- ↑ Запущен сайт Государственной пограничной службы Азербайджана - news.day.az
- ↑ Эльчину Гулиеву присвоено звание генерал-полковник - vesti.az
- ↑ Закон Азербайджанской Республики О пограничных войсках დაარქივებული 2019-02-14 საიტზე Wayback Machine. - PDF
- ↑ ГОСУДАРСТВЕННАЯ ПОГРАНИЧНАЯ СЛУЖБА АЗЕРБАЙДЖАНА ПРОВОДИТ ШИРОКОМАСШТАБНЫЕ УЧЕНИЯ - azertag.az
- ↑ В Баку открылась Академия Государственной пограничной службы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-05. ციტირების თარიღი: 2018-07-21.
- ↑ Этапы развития Береговой охраны Государственной пограничной службы Азербайджана დაარქივებული 2018-07-27 საიტზე Wayback Machine. - armiya.az
- ↑ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება[მკვდარი ბმული] - mfa.gov.ge
- ↑ Специальная школа Государственной пограничной службы - heydar-aliyev-foundation.org
- ↑ Учения на Каспии: страны региона учатся взаимодействовать при ЧП - სპუტნიკ აზერბაიჯანი
- ↑ Отношения НАТО и Азербайджана
- ↑ ПОГРАНИЧНЫЕ СЛУЖБЫ БЕЛАРУСИ И АЗЕРБАЙДЖАНА ПОДПИСАЛИ ПЛАН СОТРУДНИЧЕСТВА[მკვდარი ბმული]
- ↑ Грузия и Азербайджан подпишут соглашение о пограничных комиссарах - სპუტნიკ საქართველო
- ↑ Глава пограничной службы сил правопорядка ИРИ: на границах Ирана и Азербайджанской Республики нет проблем
- ↑ Состоялась торжественная церемония по случаю установления первого пограничного знака на азербайджано-российской государственной границе[მკვდარი ბმული]