ავღანეთის რესპუბლიკა (1973–1978)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ავღანეთის რესპუბლიკა (პუშტუ: د افغانستان جمهوریت, Dǝ Afġānistān Jumhūriyat; დარი: جمهوری افغانستان, Jǝmhūri Afġānistān) — პირველი რესპუბლიკა ავღანეთში. რესპუბლიკას ხშირად უწოდებენ დაოუდის რესპუბლიკას, რადგან ბარაქზაის დინასტიის წარმომადგენელმა გენერალმა სარდარ მოჰამად დაუდ ხანმა შექმნა 1973 წლის ივლისში. რესპუბლიკის დაარსება მოხდა მას შემდეგ, რაც ბარაქზაის პრინცებმა სამხედრო გადატრიალების გზით მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰის დაამხეს. გატარიალება მიზეზი გახდა ავღანეთის 1964 წლის კონსტიტუცია, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებს დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა, კერძოდ, ზაჰირ შაჰის ცენტრალიზებული მმართველობისა და მისი შთამომავლობის სასარგებლოდ. ისინი დემოკრატიას იყვნენ ამოფარებულები.[1] დაოუდ ხანი ცნობილი იყო ავტორიტარული მისწრაფებებით და ქვეყნის მოდერნიზებას სსრკ-სა და აშშ-ის დახმარებით ცდილობდა.[2]

ავღანეთის რესპუბლიკა
د افغانستان جمهوریت (პუშტუ)

Dǝ Afġānistān Jumhūriyat جمهوری افغانستان (დარი)

Jumhūrī-yi Afğānistān
{{ქვეყნის მონაცემები {{{საერთო_სახელი}}}
ჰიმნი: څو چې دا ځمكه اّسمان وي
Tso če dā źməka asmān wī
"National anthem of the Republic of Afghanistan|So long as there is Earth and Heaven"
ქვეყანა ნათ. ბრუნვაში}} მდებარეობა
დედაქალაქიქაბული
ოფიციალური ენა პუშტუ, დანი
ეთნოქორონიმი ავღანები
რელიგია სუნიზმი ისლამი
მთავრობა უნიტარული ერთპარტიული საპრეზიდენტო რესპუბლიკა ავტორიტარული დიქტატურის პირობებში
დაარსება 1973–1978 წწ.
ვალუტა ავღანი (+93)
ქვეყნის კოდი AF

1978 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც ცნობილია, როგორც საურის რევოლუცია. გადატრიალება წაქეზებული იყო ავღანეთის კომუნისტური სახალხო დემოკრატიული პარტიის მიერ. გადატრიალების დროს დაუდი და მისი ოჯახის წევრები დახოცეს. მოგვიანებით, „დაუდის რესპუბლიკა“ შეიქმნა, რომელსაც სსრკ-ის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება მოჰყვა.[3]

ფორმირება

რედაქტირება

1973 წლის ივლისში, როდესაც იმდროინდელი ავღანეთის მონარქი, მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰი თვალსა და წელკავზე ოპერაციის გაკეთების მიზნით იმყოფებოდა იტალიაში, მისმა ბიძაშვილმა და სიძემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გენერალმა სარდარ მოჰამად დაუდ ხანმა სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს ავღანეთში. გადატრიალების შედეგად ავღანეთის სამეფო დაემხო და მის ადგილას, ავღანეთის რესპუბლიკა დაარსდა. რესპუბლიკა გამოირჩეოდა ერთპარტიული მმართველობით. გენერალი დაუდი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრობიდან გადამდგარიყო.[4] მომდევნო თვეში, მეფე გადადგა სრულმაშტაბიანი სამოქალაქო ომის რისკის თავიდან აცილების მიზნით.[4]

გადატრიალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზაჰირ შაჰის ავღანეთის ყოფილ სამეფო არმიას ამჯერად მოიხსენიებდნენ, როგორც „ავღანეთის რესპუბლიკურ არმიას“ დაუდ ხანის მეთაურობით გაზეთ „ქაბულ თაიმსში“.[5]

 
ავღანეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ემბლემა [6]
 
ავღანეთის პოლიციის ემბლემა ავღანეთის რესპუბლიკის ქვეშ 1974–1978 წლებში.

ერთპარტიული მმართველობა

რედაქტირება

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაუდი ხანი, რომელმაც თავი ავღანეთის პირველ პრეზიდენტად გამოაცხადა, შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია „ეროვნული რევოლუციური პარტია“. ეს პარტია გახდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობის ერთადერთი ფოკუსი. 1974 წელს ავღანეთის ახალი დროშა შეიკერა, ისევე, როგორც ემბლემა. საპრეზიდენტო სასახლეში დროშა საზეიმოდ აღიმართა.[7] 1977 წლის იანვარში, ლოია ჯირგამ საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნების შემდეგ, დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია ერთპარტიული მმართველობით. გარდა ამისა, ძალისმიერი მეთოდებით შეზღუდა პოლიტიკური ოპოზიცია.[3]

1973 წელს, პრემიერ-მინისტრი მოჰამად ჰაშიმ მაივანდვალი, ასევე დაადანაშაულეს გადატრიალების დაგეგმვაში, თუმცა, უცნობია, თუკი გეგმა რეალურად მიზნად ისახავდა ახალი რესპუბლიკური მთავრობის ან გაუქმებული მონარქიის აღდგენას. მაივანდვალმა დაპატიმრების შემდეგ, სასამართლოს გამართვამდე თვითმკვლელობა სცადა ციხეში, მაგრამ ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ იგი წამებით მოკლეს.[3]

კომუნიზმის აღზევება

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც 1973 წელს გენერალმა დაუდმა დააარსა ავღანეთის რესპუბლიკა, სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრებმა მიიღეს ადგილები პარლამენტში.[8] 1976 წელს პრეზიდენტმა დაუდმა დაწერა 7 წლიანი ეკონომიკური გეგმა ქვეყნის საკეთილდღეოდ და წამოიწყო სამხედრო წვრთნის პროგრამები ინდოეთსა და ეგვიპტესთან.[9] დაუდმა ეკონომიკური განვითარების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოა ირანთან. დაუდმა, თავისი ყურადღება, ასევე მიაპყრო ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთ ერებს, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ერაყი და ქუვეითი და მათგან ფინანსური მხარდაჭერა მოითხოვა.[3]

დაუდის პრეზიდენტობის დროს, სსრკ-სთან ურთიერთობების გაუარესდა. სსრკ-ის ხელმძღვანელობამ დაუდისგან იგრძნო დასავლური ყაიდის ლიდერობის საფრთხე, რაშიც მოაზრებოდა მიუმხრომლობის მოძრაობაში კუბას გაწევრიანების შესახებ დაუდის კრიტიკული დამოკიდებულება და დაუდის მხრიდან საბჭოთა სამხედრო და ეკონომიკური მრჩევლების ქვეყნიდან გაძევება. პოლიტიკური ოპოზიციის განგრძობითი დევნის გამო, სსრკ-ის მიერ მხარდაჭერილი სახალხო დემოკრატიული პარტია მის წინააღმდეგ განაწყო.[3]

1978 წელს დაუდიმ მხოლოდ მცირედით მიაწღია იმას, რაც ჰქონდა განზრახული. ავღანური ეკონომიკა რეალურად ვეღარ პროგრესირდა და ცხოვრების ავღანური სტანდარტი არ გაიზარდა. ასევე, დაუდის აკრიტიკებდნენ 1977 წლის ერთპარტიული კონსტიტუციის გამო, რამაც მას პოლიტიკური მხარდამჭერები დააკარგვინა. 1978 წლის მარტში, დაუდი ისლამაბადს ეწვია და პაკისტანელი ამბოხებულების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, ისევე როგორც პირობა დადო პაკისტანელი სამხედროების სამომავლოდ ქვეყნიდან გაძევებაზე. დამატებით, დაუდმადასახა გეგმა, რომ პაკისტანის შეიარაღებული ძალები გაწვრთნიდნენ ავღანეთის სამხედრო პერსონალს.[9]

როდესაც 1978 წლისთვის ავღანებს იმედი გაუცრუვდათ დაუდის „არაფრის მაკეთებელი“ მთავრობის გამო, ზოგიერთმა თანამდებობის პირმა დამოუკიდებლად წამოიწყო ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გატარება.[8] ამ დროისთვის, პარტიის ორი მთავარი ფრაქცია, რომელიც წინათ ძალაუფლებისთვის იბრძოდა, მიაღწია მყიფე შეთანხმებას და შერიგდა. კომუნისტების მეხოტბე ჯარის მაღალჩინოსნები უკვე გეგმავდნენ მთავრობის წინააღმდეგ წასვლას. ჰაფიზულა ამინის თანახმად, რომელიც გახდა სახელმწიფოს მეთაური 1979 წელს, პარტიამ დაიწყო გადატრიალების დაგეგმვა 1976 წელს, სანამ ის განხორციელდებოდა ორი წლის შემდეგ.[3]

საურის რევოლუცია

რედაქტირება
 
საურის რევოლუციის მეორე დღე ქაბულში.

პარტიამ ძალაუფლება მოიპოვა სასტიკ სამხედრო გადატრიალებაში 1978 წელს, რომელიც, ცნობილია, როგორც საურის რევოლუცია.[10] 27 აპრილს, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის სამხედრო ბაზიდან დაიძრნენ ჯარისკაცები დედაქალაქის ცენტრის მიმართულებით. ძალაუფლების კონსოლიდაციას მხოლოდ 24 საათი დასჭირდა, მეამბოხე არმიის ნაწილებმა საჰაერო იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და სწრაფად დაიკავეს კრიტიკული ინსტიტუტები და საკომუნიკაციო ხაზები. მეორე დღეს, დამხობილი დაუდი და მისი ოჯახის წევრები სიკვდილით დასაჯეს.[11]

ნურ მუჰამედ ტარაკი, პარტიის გენერალური მდივანი, რევოლუციური საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ გამოცხადდა და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მუჰამედ დაუდ ხანი ჩაანაცვლა. ამავდროულად, იგი გახდა ახლადშექმნილი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური.[11]

პოლიტიკა

რედაქტირება

დაუდ ხანი აწარმოებდა ბი-ტარაფის პოლიტიკას, რაც „მიუმხრომლობას“ ნიშნავდა ცივი ომის დროს.[12] იგი ცდილობდა სსრკ-დან და აშშ-დან მიეღო ინვესტიციები. სეკულარისტებმა მხარი დაუჭირეს დაუდს, რადგან დაუდი თანხმა იყო ისლამური ჰიჯაბის (და უფრო კონკრეტულად, ფარდა) ტარება ქალებისთვის ყოფილიყო ნებაყოფლობითი, თუმცა, ექსტრემისტები ძალადობდნენ ქალებზე, რომლებიც არ ატარებდნენ ჰიჯაბს და ქალებს ფეხებზე მჟავასაც კი ასხამდნენ.[9] დამატებით, 1973 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებდა, რომ არსებობდა ავღანური რესპუბლიკური არმიის მხრიდან ერთგულების პრობლემა: „ზოგადად, მოსახლეობა ჯარს მიიჩნევს მთავრობის ინსტრუმენტად, ვიდრე ერის სამსახურში მყოფი მოქალაქეების ორგანიზაციას. ინდივიდები პატივისცემით არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს პატივისცემა გამოიხატება საკუთარი ტომის ბელადის ან ოჯახის უფროსის მიმართ.“

განათლება

რედაქტირება

დაუდ ხანი დიდ აქცენტს აკეთებდა განათლებასა და ქალთა უფლებებზე მეფობის დროს. მისმა მთავრობამ გახსნა მრავალი სკოლა და საურის რევოლუციის დროს, 1 მილიონი ავღანი სტუდენტი შევიდა სკოლაში, რომელთაგან უმრავლესობა იყო გოგო.[12]

  1. Richard S. Newell (1997). "The Constitutional Period, 1964-73". In Peter R. Blood (ed.). Afghanistan: A Country study.
  2. Rubin, Barnett. „DĀWŪD KHAN“. In Ehsan Yarshater (ed.). Encyclopædia Iranica (Online ed.). United States: Columbia University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 December 2018. ციტირების თარიღი: 1 January 2008.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Daoud's Republic, July 1973 – April 1978. Country Studies. ციტირების თარიღი: 2009-03-15
  4. 4.0 4.1 Barry Bearak (23 July 2007). „Former King of Afghanistan Dies at 92“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-03-19.
  5. India, Czechoslovakia, FRG, Mongolia and GDR recognise Republic of Afghanistan. Kabul Times. (Kabul, Afghanistan), Volume 12; Number 97 (1973-07-21).
  6. (1977) Dā Urdu Mojellā, 56th, Urdoo Mojella, Military Press Kabul: Ministry of Defense (Afghanistan), გვ. 118. 
  7. Image 7 of Numbers 8-9, Saturday, May 18, 1974. ციტირების თარიღი: 2024-03-05
  8. 8.0 8.1 Amstutz, J Bruce (5 March 2002), Afghanistan: The First Five Years of Soviet Occupation, University Press of the Pacific, pp. 35–36, ISBN 978-0898755282, https://books.google.com/books?id=RUSNyMH1aFQC&pg=PA35. წაკითხვის თარიღი: 29 March 2018
  9. 9.0 9.1 9.2 Wahab, Shaista; Youngerman, Barry (2007) A Brief History of Afghanistan (en). Infobase Publishing. ISBN 978-1-4381-0819-3. 
  10. „World: Analysis Afghanistan: 20 years of bloodshed“. BBC News. 1998-04-26. ციტირების თარიღი: 2009-03-15.
  11. 11.0 11.1 Garthoff, Raymond L. Détente and Confrontation. Washington D.C.: The Brookings Institution, 1994. p. 986.
  12. 12.0 12.1 THE AFGHAN COMMUNISTS.

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება