ავღანეთის ეკონომიკა

ავღანეთის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით) 103-ე ადგილზეა მსოფლიოში. ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებს და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ) 70 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 2 000 აშშ $-ს უდრის.[1][2] 2022 წლისთვის ქვეყნის საგარეო ვალი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.[3][4] ავღანეთის ეკონომიკა ბოლო 2 ათწლეულში სტაბილურად იზრდებოდა, რაც მეტწილად მილიონობით ექსპატრიატის შემოდინებით, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებით, მეზობელ და რეგიონულ სახელმწიფოებთან სავაჭრო მარშრუტების გაუმჯობესებითა და ქვეყნის სოფლის-მეურნეობისა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობების გაფართოებით იყო გამოწვეული.[5]

ქაბულიავღანეთის ეკონომიკური ცენტრი

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ავღანეთში შესვლის შემდეგ პოლიტიკური სანდოობის გაზრდამ ავღანური დიასპორისგან და საერთაშორისო საზოგადოებიდან ქვეყანაში მილიარდობით დოლარის შემოდინებას შეუწყო ხელი.[6] ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულის საქონლის იმპორტი ხდება, ხოლო ექსპორტი 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება,[7][8][9] ძირითადად ხილისა და კაკლის წყალობით.[10]

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთი ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აუთვისებელ მინერალურ დეპოზიტებს ფობს, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა. უმუშევრობის დონე 23%-ს აღემატება,[1] ხოლო მოსახეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.[1][11] ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი ავღანეთში მიმდინარე ომებია, რაც არა მხოლოდ აფერხებს უცხოურ ინვესტიციებს, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.[12] ავღანეთი დიდი ხანია ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოძიებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.[13] ავღანეთის ეკონომიკის გაუარესებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში ავღანეთის 9.5 მილიარდი აშშ$-ის ღირებულების აქტივები გაყინა.[14][15][16]

ქვეყნის ეროვნული ვალუტა ავღანური ავღანია. ცენტრალური ბანკი და ავღანეთის ბანკია. ქვეყანაში რამდენიმე ადგილობრივი ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის: ავღანეთის საერთაშორისო ბანკი, Azizi Bank, ახალი ქაბულის ბანკი და პაშტანის ბანკი. უცხოური ვალუტის გამოყენება ოფიციალურადაა აკრძალული..[17][18][19] მთავრობის მიერ აკრძალულია კრიპტოვალუტის გამოყენებაც.[20]

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

 
სასოფლო-სამეურნეო ბაზარი ქაბულში, 2009

ავღანეთში დასაქმების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო სოფლის მეურნეობაა. ავღანეთის მოსახლეობის 60-80% ამ სექტორშია დასაქმებული, თუმცა ამ დარგიდან მიღებული შემოსავალი მშპ-ის მესამედზე ნაკლებს შეადგენს, რაც ძირითადად არასაკმარისი ირიგაციის, გვალვების, ბაზარზე წვრომის სირთულისა და სხვა სტრუქტურული სირთულეებითაა გამოწვეული.[21]

2018 წელს ავღანეთმა აწარმოა: 3.6 მილიონი ტონა ხორბალი; 984 ათასი ტონა ყურძენი (მე-18 უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში), 615 ათასი ტონა კარტოფილი, 591 ათასი ტონა ბოსტნეული, 381 ათასი ტონა საზამთრო, 352 ათასი ტონა ბრინჯი, 329 ათასი ტონა ნესვი, 217 ათასი ტონა ვაშლი, 150 ათასი ტონა ხახვი, 106 ათასი ტონა სიმინდი, 56 ათასი ტონა სათესი ქერი, 47 ათასი ტონა ატამი. ავღანეთში სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებიც აწარმოებენ, თუმცა მცირე რაოდენობით.[22]

 
მუშები ბროწეულის მომზადების პროცესში

ავღანეთი ყოველწლიურად 1.5 მილიონ ტონა ხილს აწარმოებს, თუმცა ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდაა შესაძლებელი.[23] ავღანეთი ცნობილია ბროწეულისა და ყურძნის წარმოებით, ასევე ნესვისა და თუთის წარმოებით.[24][25] ხილის სხვა ჯიშებს შორის აღსანიშნავია: ვაშლი, ატამი, მარწყვი, ალუბალი, ლეღვი. ფერმების ნაწილი სტაბილურად ვითარდება.[26][27][28][29][30][31] ქვეყნის მასშტაბით იზრდება სათბურების გამოყენების რიცხვიც.[32][33]

ავღანეთის ჩრდილოეთი და დასავლეთი პროვინციები ცნობილია ფისტაშკის მოყვანით.[34][35][36][37][38] ბოლო წლებში ფერმერებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყეს ამ ხილის მოყვანა.[39] ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციები ცნობილი ფიჭვის კაკლებით. ჩრდილოეთი და ცენტრალური პროვინციები ცნობილია კაკლითა და ნუშით. ბამიანის პროვინცია მაღალი ხარისხის კარტოფილის მოყვანითაა განთქმული. 2020 წელს პროვინციაში 370 ათასი ტონა კარტოფილი მოიყვანეს. ნანგარჰარის პროვინცია და ქუნარის პროვინცია ლიმნის, ფორთოხლის, ზეთისხილის, არაქისისა და ფინიკის კულტივაციითაა ცნობილი. ბოლო პერიოდში ადგილობრივთა ნაწილმა ჰელმანდისა და ბალხის პროვინციებში დასატესტად ბანანის ხეები დარგო.[40]

ხორბალი და მარცვლეული კულტურები ავღანეთის სოფლის მეურნეობის ტრადიციული კულტურებია.[41] 2015 წელს ავღანეთში 5 მილიონი ტონა ხორბალი აწარმოეს. მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანა მოსახლეობის მოთხოვნილებებს თითქმის ბოლომდე აკმაყოფილებს. სრულიად დასაკმაყოფილებლად დამატებით დაახლოებით 1 მილიონი ტონა ხორბალი სჭირდება, რისი მიღწევაც შესაძლებელია. გვალვების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა იკლებს.

 
ავღანური ყურძენი

ავღანეთში შინაური ცხოველებიდან მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრებისა და თხების მოშენებაა გავრცელებული. მეფრინველეობა ქვყენის თბილ ნაწილებშია გავრცელებული.[42][43]

ტურიზმი რედაქტირება

ავღანეთის ტურიზმმა პიკს 1977 წელს მიაღწია. ავღანეთის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, მათ შორის, შორეული ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ავღანეთში ტურიზმის განვითარებას საურის რევოლუციამ შეუშალა ხელი, რომელიც 1978 წლის აპრილში დაიწყო. ყოველწლიურად ავღანეთს დაახლოებით 20 000 უცხოელი ტურისტი სტუმრობს.[44] ტურისტებს აფრთხილებენ, რომ იმ ტერიტორიებს მოერიდონ, სადაც შეიარაღებული კრიმინალები მოქმედებენ.[45]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Afghanistan. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 2020-10-11
  2. Afghanistan. The World Bank. ციტირების თარიღი: 2022-08-09
  3. „Afghanistan $1.4B in Debt to Foreign Countries, Organizations“. TOLOnews. August 30, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  4. „Afghanistan Faces $1.4 Billion in Foreign Debt amid Economic Downturn“. Khaama Press. August 31, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-31.
  5. „Economic Impact of 20-Year Intl Presence in Afghanistan“. TOLOnews. September 1, 2021. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  6. „Afghanistan receives $3.3b remittances from expats“. Pajhwok Afghan News. October 19, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 3, 2020. ციტირების თარიღი: 2012-11-23.
  7. „Afghanistan-Iran Trade Has Dropped: ACCI“. TOLOnews. August 25, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  8. „Afghan Exports Increased This Year: Islamic Emirate“. TOLOnews. December 27, 2021. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  9. „Afghanistan's exports up, imports down this year“. Pajhwok Afghan News. December 27, 2021. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
  10. Afghanistan. The Observatory of Economic Complexity (2019). ციტირების თარიღი: 2021-03-18
  11. Afghanistan Unemployment rate - data, chart en. ციტირების თარიღი: 2019-09-21
  12. „200,000 Afghans Face Moderate to Severe Malnutrition in Past Month“. TOLOnews. August 26, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  13. „Ministry Puts Up 8 Mines for Tender, Says '200' Investors Interested“. TOLOnews. August 25, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  14. „The US and Taliban are negotiating the release of part of the $9.5 billion in frozen Afghan government assets, report says“. Business Insider. July 26, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  15. „US freezes Afghan central bank’s assets of $9.5bn“. Al Jazeera. August 18, 2021. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  16. „U.S. Freezes Nearly $9.5 Billion Afghanistan Central Bank Assets“. Bloomberg News. August 17, 2021. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  17. Taliban bans the use of foreign currency across Afghanistan. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 3 November 2021
  18. Taliban forbid use of US dollar, other foreign currency. The Hill (2 November 2021). ციტირების თარიღი: 3 November 2021
  19. „Taliban bar Afghans from using foreign currency as economy spirals“. Washington Post. ციტირების თარიღი: 3 November 2021.
  20. „Over a dozen cryptocurrency dealers detained“. Pajhwok Afghan News. August 27, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-30.
  21. 2019 Investment Climate Statements: Afghanistan. U.S. State Department (2022-08-09).
  22. Afghanistan production in 2018, by FAO.
  23. „Afghanistan Produces 1.5 Million Tons Of Fresh Fruit A Year“. TOLOnews. 12 February 2018. ციტირების თარიღი: 2019-03-31.
  24. Gov.af.
  25. Gov.af.
  26. „Afghan Exports Attract Investors At Dubai Exhibition“. TOLOnews. 26 February 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2019. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
  27. Making the India Connection. USAID. March 11, 2018. https://www.youtube.com/watch?v=SU6Gyg4u8Vs.
  28. „BAZAR: Efforts To Boost Cherry Farming Discussed“. TOLOnews. May 23, 2018. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
  29. „Significant Increase in Nangarhar's Strawberry Yield“. TOLOnews. April 27, 2018. ციტირების თარიღი: 2021-04-27.
  30. (prs) USAID help farmers to increase the quality and value of grape crops. USAID. February 3, 2016. https://www.youtube.com/watch?v=faBHwRPSkEQ.
  31. Afghanistan: Peaches and nectarines, production quantity (tons). www.factfish.com (2017). ციტირების თარიღი: 2019-03-30
  32. (ps) Kandahar Green House VOA Ashna. Voice of America. June 24, 2017. https://www.youtube.com/watch?v=RTxLvilvsGY.
  33. (ps) Green house in Khost VOA Ashna. Voice of America. January 15, 2017. https://www.youtube.com/watch?v=yc5V76tNdIE.
  34. Gov.af.
  35. Pistachio Groves Change Lives of Farmers in Afghanistan. World Bank. February 20, 2019. https://www.youtube.com/watch?v=rGsPbp6b3a4.
  36. (prs) Herat Pistachios products grown. Voice of America. April 25, 2017. https://www.youtube.com/watch?v=bcRBViVQRus.
  37. (prs) Taliban makes millions of dollars from pistachio gardens in Badghis. Salaam Times. September 6, 2018. https://www.youtube.com/watch?v=j4NKIflQx_0.
  38. Gov.af.
  39. (ps) Pistachio orchards in Kandahar. Voice of America. July 3, 2018. https://www.youtube.com/watch?v=7prNiFGjMmU.
  40. Afghan Province Grows Bananas To Replace Opium Poppies.
  41. AFGHANISTAN: 2015/2016 Wheat Production above Average but Down from Last Year. U.S. Department of Agriculture (July 17, 2015). ციტირების თარიღი: 2019-04-16.
  42. „Afghanistan nears chicken meat self-sufficiency: MAIL“. Pajhwok Afghan News. April 12, 2021. ციტირების თარიღი: 2021-04-23.
  43. Poultry Value Chain in Afghanistan. Comprehensive Agriculture and Rural Development-Facility (CARD-F). November 11, 2018. https://www.youtube.com/watch?v=QuyB7bODAmg.
  44. Navid Ahmad Barakzai, ed. (September 27, 2016). „20,000 foreign tourists visit Afghanistan annually“. Pajhwok Afghan News. ციტირების თარიღი: 2017-05-15.
  45. Afghanistan Travel Advisory. U.S. Dept. of State. ციტატა: „Do not travel to Afghanistan due to COVID-19, crime, terrorism, civil unrest, kidnapping, and armed conflict.“ ციტირების თარიღი: 2020-10-09