ავსტრია-საქართველოს ურთიერთობები
ავსტრია-საქართველოს ურთიერთობები — ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის.
ავსტრია |
საქართველო |
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
რედაქტირებადიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 25 მარტს. 1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში.[1]
- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიის რესპუბლიკაში
- ქეთევან ციხელაშვილი (2020–დღემდე)
- დავით დონდუა (2018–2020)
- კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (2013–2017)
- პაატა გაფრინდაშვილი (2009–2013)
- ვიქტორ დოლიძე (2005–2009)
- კონსტანტინე ჟღენტი (2004–2005)
- გიორგი არსენიშვილი (2001–2004)
- ლევან მიქელაძე (1996–2001)
- ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში
- არად ბენკო 2016–2020 (პირველი ელჩი რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში)
2013–2016 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა აზერბაიჯანში ავსტრიის საელჩოდან:
- აქსელ ვეხი (2015–2016)
- სილვია მაიერ-კაჟბიჩი (2013–2014)
- 1998–2012 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ავსტრიიდან
- მიხაელ პოსტლი (2010–2012)
- მარიუს კალიგარისი (2006–2010)
- ჰაიდემარია გიურერი (1998–2006)
თანამშრომლობის სფეროები
რედაქტირებასაქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, პოლიციის, კულტურისა და განათლების სფეროებში. აღსანიშნავია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობა საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სატყეო მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია 11 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.[2]
საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები
რედაქტირებასაქართველოსა და ავსტრიას შორის რეგულარულად ხორციელდება უმაღლესი/მაღალი დონის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები. ბოლო წლებში საქართველოს სტუმრობდნენ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მაღალი რანგის წარმომადგენლები და სხვა.[3][4]
ინტენსიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფი,[5] ხოლო ავსტრიის პარლამენტში მოქმედებს ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი.[6][7]
ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ავსტრიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის სექტემბერში თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა.
ეკონომიკური თანამშრომლობა
რედაქტირებადინამიკურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა. იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. ავსტრიული კაპიტალით და კომპანიების მონაწილეობით განხორციელდა და გრძელდება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში („გებრიუდერ ვაისი“, „არაგვიჰესი“, „მესტიაჭალა“, „დოპელმაიერი“ და სხვა). ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით რეგულარულად იმართება ერთობლივი ბიზნესფორუმები, ხოლო ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება საქართველო-ავსტრიის შერეული ეკონომიკური კომისია, რომელიც ერთობლივად განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში
რედაქტირებააქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, ასევე იდგმება ნაბიჯები ავსტრიაში საქართველოსა და ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდის მიზნით, რასაც ხელს უწყობს მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (გამოფენები, მუსიკალურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, ქართული ენის სწავლება, ქართველი ავტორების ნაწარმოებების საჯარო კითხვა და სხვა). ამის გარდა, ვენის დიპლომატიური აკადემია ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს, როგორც წარჩინებული უცხოელი სტუდენტებისათვის, ასევე ქართველი სახელმწიფო მოხელეებისათვის.[8][9][10][11]
ბოლო ოთხწლიან პერიოდში (2016–2020) საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს იმ ავსტრიული კომპანიების რიცხვის ზრდა, რომლებიც თავის საქმიანობას საქართველოში წარმართავენ.[12]
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობა
რედაქტირებასაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერმა მოაწერეს ხელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უწყებები ორმხრივი თანამშრომლობისა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს. დაგეგმილია თანამშრომლობა პენიტენციური სისტემების მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციური ჯანდაცვის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით, ასევე, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ექსპერტებისა და შესაბამისი სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება.[13]
გალერეა
რედაქტირება-
სალომე ზურაბიშვილისა და ალექსანდერ ვან დერ ბელენის შეხვედრა
-
სებასტიან კურცისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა
-
დავით ზალკალიანი და რეინჰოლდ ლოპატკა[16]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Agstner, Rudolf. Österreich im Kaukasus 1849-1918. — Diplomatische Akademie, 1999. — ISBN 978-3-902021-12-0.
- Bihl, Wolfdieter. Die Kaukasus-Politik der Mittelmächte. — Böhlau, 1992. — ISBN 978-3-205-05517-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დაარქივებული 2020-11-16 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები — საქართველოს პარლამენტი
- ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო
- ორმხრივი ურთიერთობები დაარქივებული 2020-11-01 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს მიერ გაფორმებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებები — საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
- შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო ეკონომიკური კავშირების შესახებ
„ინტერპრესნიუსი“ · „ჯი-ეიჩ-ენი“ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დაარქივებული 2020-11-16 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
- ↑ შეთანხმება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ / საქართველოს მხრიდან რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის № 1917 — IIს დადგენილებით.
- ↑ საერთაშორისო კონფერენცია ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში / საქართველოს პარლამენტი. 17 ივლისი, 2018.
- ↑ ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ / ბათუმი, საქართველო. 14-15 ივლისი, 2016.
- ↑ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ საპარლამენტო დელეგაცია ავსტრიის ეროვნული საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეი“. 18 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ დავით დონდუა ავსტრიის ეროვნულ საბჭოში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 16.05.2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15.08.2022. ციტატა: „შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ ვენის დიპლომატიური აკადემიის სტიპენდიები. Aris.ge. ციტატა: „2014–2015 სასწავლო წლისათვის ვენის დიპლომატიური აკადემია წარჩინებული უცხოელი სტუდენტებისათვის სტიპენდიებს გასცემს. პრიორიტეტულ ქვეყანათა რიცხვში საქართველოც არის. სტიპენდიები გაიცემა ერთწლიანი წინასადიპლომო და ორწლიანი სამაგისტრო კურსებისათვის, ასევე, ერთთვიანი საზაფხულო კურსისათვის გერმანულ ენაში.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ ვენის დიპლომატიური აკადემია გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამებსა და სასწავლო კურსებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-09. ციტატა: „The Vienna School of International Studies is a training institution offering postgraduate courses for university and college graduates of all disciplines as well as Executive Programmes including special courses, summer schools and seminars centering, above all, on EU specific topics.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ Programmes. Diplomatische Akademie Wien. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ ვენის დიპლომატიური აკადემიის სასწავლო პროგრამები. „თავისუფალი ასოციაცია“. ციტატა: „ვენის დიპლომატიური აკადემია სთავაზობს სხვადასხვა კურსს უნივერსიტეტისა და კოლეჯის კურსდამთავრებულ სტუდენტებს. კურსები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა; კოოპერატიული ხარისხის პროგრამები; გაცვლითი პროგრამები; ფულბრაითის სტუდენტური გრანტი; სამაგისტრო პროგრამა გარემოს დაცვის ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში; სადიპლომო პროგრამა; აღმასრულებელი სატრენინგო პროგრამები; საზაფხულო კურსები — გერმანულ ენასა და ავსტრიოლოგიაში.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ ნათია თურნავა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ციტატა: „როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ავსტრიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი მიმზიდველობა როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესპოტენციალის თვალსაზრისით.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ავსტრიის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-18. ციტატა: „კახა კახიშვილის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი იქნება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში დიდ წვლილს შეიტანს. „მემორანდუმის ხელმოწერა ჩვენს სტრუქტურებს შორის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აქტიურ დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და წარმატებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის განვითარებას“, — განაცხადა კახა კახიშვილმა.“ ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.
- ↑ მიხაელ შპინდელეგერი (გერმ. Michael Spindelegger) — მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი.
- ↑ ვიცე-პრემიერი მიხაელ შპინდელეგერი ვენაში გამართულ გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის გლობალურ ფორუმზე პატივს მიაგებს საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ფანჯიკიძეს. ვენა, 28.02.2013.
- ↑ რეინჰოლდ ლოპატკა (გერმ. Reinhold Lopatka) — ევროკავშირთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო.