ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტერმინს „მემორანდუმი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მემორანდუმი (მრავალმნიშვნელოვანი).

მემორანდუმი (ლათ. memorandum — რაც უნდა გვახსოვდეს) — დიპლომატიური დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის ჩამოყალიბებული რაიმე საკითხის ფაქტობრივი ან იურიდიული ანალიზი, ან სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა განმარტებული. [1]

მემორანდუმი შეიძლება იყოს ორი სახის:

  • იგი წარმოადგენს დანართს პირადი ან ვერბალური ნოტისათვის;
  • იგი არის დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც გადაიცემა პირადად ან კურიერის მეშვეობით. პირველ შემთხვევაში მემორანდუმი იბეჭდება უგერბო ფურცელზე; არ აღინიშნება ნომერი, ბეჭედი, გაგზავნის ადგილი, თარიღი და მისამართი.

როდესაც მემორანდუმი დამოუკიდებელი დოკუმენტია, იგი იბეჭდება სანოტო ქაღალდზე, რომელზეც აღინიშნება გაგზავნის ადგილი და თარიღი, თუმცა ნომერი და ბეჭედი არ ისმება.

ხშირია ცალკეულ სახელწიფოთა მიერ მემორანდუმის გამოქვეყნება მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მემორანდუმი“-დან