აგვისტო 2005
2005 წლის მოვლენები:
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2005 |
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი
საქართველო
რედაქტირება- 31 აგვისტო - გამოქვეყნდა საქართველოში ჩატარებული პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები.
- 30 აგვისტო - დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები.
- 27 აგვისტო - შსს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელსაც პარლამენტის დეპუტატისათვის თანხის გამოძალვა ბრალდება.
- 25 აგვისტო - ქალაქ რუსთავის მერად გარდაბნის ყოფილი გამგებელი დავით ნადაშვილი დაინიშნა.
- 22 აგვისტო - საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობის ახალი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.
- 21 აგვისტო - საქართველოს პრეზიდენტი არაოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
- 12 აგვისტო - საქართველოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა უკრაინის პრეზიდენტი ვ.იუშჩენკო. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბორჯომის დეკლარაციას.
- 10 აგვისტო - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით კასპიის ზღვიდან ამოღებულმა ნავთობმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა.
- 9 აგვისტო - იმერეთის მხარის ახალ გუბერნატორად ხონის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე დაინიშნა.
- 4 აგვისტო - შხარას მწვერვალზე ჩამოწოლილმა ზვავმა ორი კანადელი სტუმარი ჩაითრია. ერთი მათგანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
უცხოეთი
რედაქტირება- 31 აგვისტო - გდანსკი, პოლონეთი. სოლიდარობის მოედანზე ევროპული სოლიდარობის ცენტრის დაარსების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფო მეთაური ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ღონისძიების ინიციატორი იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მოძრაობა "სოლიდარობის" დამფუძნებელი ლეხ ვალენსა.
- 29 აგვისტო - მინსკი, ბელარუსი. ახალგაზრდული ორგანიზაცია ”კმარას” ორ წევრს მინსკის სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- 26 აგვისტო - ყაზანი, რუსეთი. თათარსტანის დედაქალაქის 1000 წლისთავთან დაკავშირებით აქ ჩატარდა დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა მორიგი სამიტი. ამ შეხვედრაზე თურქმენეთის წარმოადგენელმა ოფიციალურად გამოაცხადა დსთ-დან ამ ქვეყნის გასვლის გამო.
- 26 აგვისტო - ფლორიდა, აშშ. ძლიერი სტიქია მძვინვარებს აშშ-ს სამხრეთ სანაპიროებთან. კარიბის ზღვიდან მას ქარიშხალმა ”კატერინამ” შეუტია.
- 24 აგვისტო - უკრაინა. საზეიმოდ აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.
- 22 აგვისტო - ისრაელი. იერუსალიმის ახალ მართლმადიდებელ პატრიარქად 57 წლის არქიეპისკოპოსი თეოფინე აირჩია.
- 20 აგვისტო - ისრაელი. დასრულდა ღაზას სექტორიდან ებრაული დასახლებების ევაკუაცია.
- 18 აგვისტო - ვატიკანი. რომის პაპი ბენედიქტე მე-16 თავისი პირველი პფიციალური ვიზიტით სამშობლოში, გერმანიაში ჩავიდა.
- 15 აგვისტო - ყირგიზეთი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ფელიქს კულოვი.
- 13 აგვისტო - შრი-ლანკა. ქვეყნის პრეზიდენტის ლაქშმან კადირგარამის მკვლელობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
- 12 აგვისტო - რუსეთი. შესრულდა 5 წელი ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსკის” ტრაგედიიდან.
- 9 აგვისტო - აშშ. კოსმოსური ხომალდი ”დისქავერი” დედამიწაზე წარმატებით დაეშვა.
- 6 აგვისტო - ყირიმი, უკრაინა. ”მშვიდობის ფარი 2005” - ამ სახელწოდებით სამხედრო დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ ამერიკელი, უკრაინელი, ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროები.
- 6 აგვისტო - ჰიროსიმა, იაპონია. აღინიშნა ხიროსიმის ტრაგიკული მოვლენების 60 წლისთავი.
- 3 აგვისტო - თეირანი, ირანი. მაჰმუდ აჰმადი-ნეჯადი ირანის პრეზიდენტად აკურთხეს.
- 1 აგვისტო - საუდის არაბეთი. პრინცი აბდულა საუდის არაბეთის მეფე გახდა. იგი ტახტზე ავიდა მამის ფაჰდი ბენ აბდელაზიზის გარდაცვალების შემდეგ.
ვიკიპედიის სიახლენი
რედაქტირება- 28 აგვისტო - შვედური ვიკიპედია 100 ათასიანთა ”კლუბის” წევრი გახდა.
- 25 აგვისტო - ინგლისურ ვიკიპედიაში სტატიების რიცხვმა 700 ათასს გადააჭარბა.