აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი

აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი, ასევე აბუ მუჰამედ ალ-გოლანი; ნამდვილი სახელი — აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაა ( არაბ. أبو محمد الجولاني დ. 1981, გოლანის მაღლობები ან 1982, რიადი, საუდის არაბეთი ) — სირიელი ისლამისტი, სირიაში ჯიჰადისტური მოძრაობის მოღვაწე. 2017 წლიდან მსახურობდა სუნიტური ისლამისტური პროთურქული ტერორისტული ორგანიზაცია თაჰრირ აშ-შამის ემირად. [1] 2024 წლის 8 დეკემბრიდან სირიის დე ფაქტო ლიდერი. [2] 2016 წელს ალ-ქაიდასთან კავშირის გაწყვეტამდე, [3] ჯულანი იყო ამჟამად უკვე დაშლილი ან-ნუსრას ფრონტის ალ-კაიდას ყოფილი სირიული ფილიალის ემირი. [4]

აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი
აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი
არაბ. أبو محمد الجولاني
ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის მე-2 ემირი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2017 1 ოქტომბერი
წინამორბედიაბუ ჯაბერ აშ-შეიხი

ჯაბჰათ ფათახ აშ-შამის ემირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი 2016 – 28 იანვარი 2017

ჯაბჰათ ან-ნუსრას მირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი 2012 – 28 ივლისი 2016

დაბადებული1982 (41 ან 42 წლის)
ერ-რიადი, საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი

მონაწილეობდა ერაყის ომში ერაყის ისლამური სახელმწიფოს მხარეზე, მოგვიანებით გახდა სირიაში ორგანიზაცია ჯაბჰათ ან-ნუსრას (რომელსაც შემდგომში ეწოდა ჯაბჰათ ფათახ აშ-შამი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ — ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი).

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ-ჯულანი 2013 წლის მაისში შეიყვანა „განსაკუთრებულად საშიში ტერორისტების“ სიაში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დააწესა ჯილდო 10 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერას შუწყობდა ხელს, თუმცა შეთავაზება გაუქმდა 2024 წლის დეკემბერში მას შემდეგ, რაც ჯულანი შეხვდა ამერიკულ დელეგაციას. [5] [6] [7]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალ-ჯულანის მამა, ჰუსეინ ალ-შარა, იყო არაბი ნაციონალისტი სტუდენტი აქტივისტი, რომელიც გამოდიოდა ნასერისტების მხარეს. ის დააპატიმრეს სირიელმა ნეო-ბაასისტებმა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 1961-1963 წლებში დაწყებული ანტი-ნასერისტული წმენდის დროს, რის შედეგადაც დაიშალა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა და ხელისუფლებაში მოვიდა არაბული სოციალისტური ბაასის პარტია.

მოგვიანებით ჰუსეინ ალ-შარა ციხიდან გაიქცა ერაყში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დასრულების მიზნით. ამ პერიოდში ის იორდანიაში გაემგზავრა, რათა ეთანამშრომლა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პალესტინელ ფედაინებთან.1970-იან წლებში სირიაში დაბრუნების შემდეგ, ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის დროს, ის კვლავ დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ თავშესაფარი მოითხოვა საუდის არაბეთში. ჰუსეინი წარმოშობით გლეხის ოჯახიდან იყო. მან დაამთავრა ბაღდადის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საუდის არაბეთის ნავთობის ინდუსტრიაში. არაბულ ენაზე გამოსცა არაერთი წიგნი რეგიონული ეკონომიკური განვითარების შესახებ, განსაკუთრებით ყურადღებას უთმობდა ბუნებრივ რესურსებს და მათ პოტენციურ წვლილს განათლებაში, სოფლის მეურნეობასა და სამხედრო განვითარებაში. მუჰამედის დედა ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.

ადრეული წლები

რედაქტირება

მუჰამედ ალ-ჯულანი დაიბადა 1981 წელს სოფელ არ-რაფიდში, სირიის სამხრეთით კუნეიტრას რეგიონში, გოლანის მაღლობებზე (სხვა ვერსიით, დაიბადა 1982 წელს, როდესაც მისი ოჯახი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გადავიდა [8] ). 1989 წელს ოჯახი დამასკოში გაემგზავრა და იქ დასახლდა. შარაა დაკავებული იყო მედიის შესწავლით დამასკოს უნივერსიტეტში, როდესაც ერაყის ომის დაწყებამ აიძულა სწავლა მიეტოვებინა და წასულიყო ერაყში ჯიჰადისტების დასახმარებლად. ის ამერიკელებმა დააკავეს და მოათავსეს ბანაკ კემპ-ბუკაში. იქიდან 2008 წელს გამოვიდა. გახდა ერაყის ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი.

 
ალ-ჯულანის ფოტო 2006 წელს ერაყში აშშ-ს ძალების მიერ მისი დატყვევების შემდეგ

ჯაბჰათ ან-ნუსრას დაარსება

რედაქტირება

2011 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად, ერაყის ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ სირიაში ექსპანსიის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და ალ-ჯულანი სირიაში დამხმარე სტრუქტურის ორგანიზებისთვის გაგზავნა. ახალი ჯგუფი შეიქმნა 2012 წლის 23 იანვარს და სირიაში ისლამისტებს შორის მაშინვე გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჯგუფი წარმატებით მოახერხა სირიის არაბული არმიის ნაწილების უკანდახევა.

ამირ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი

რედაქტირება

2017 წლის 28 იანვარს ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამის (ყოფილი ჯაბჰათ ალ-ნუსრა ), ჯაბჰათ ანსარ ად-დინის, ჯაიშ ას-სუნას, ლივა ალ-ჰაკისა და ნურ ად-დინ აზ-ზენკის შრწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი. [9] მალე შეუერთდნენ დამატებითი ჯგუფები და პიროვნებები.

2017 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-ჯულანი მძიმედ დაიჭრა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების დარტყმის შედეგად, კერძოდ, მან დაკარგა ხელი. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალ-ჯულანმა გაავრცელა ვიდეო მესიჯი, რომელშიც უარყო ინფორმაცია ტრავმის მიღბის შესახებ. [10]

2024 წლის 27 ნოემბერს სირიაში დაიწყო ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი. [11]

2024 წლის 1 დეკემბერს გავრცელდა ცნობები სირიაში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ალ-ჯულანის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ. თუმცა, იმავე წლის 4 დეკემბერს, ალ-ჯულანი ეწვია მისი ჯარების მიერ თვის დასაწყისში დაპყრობილ ალეპოს ციტადელს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯულანი მუშაობს იმ დაჯგუფების იმიჯზე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს იძლევა რა ზომიერი პოლიტიკის გატარების პირობას სოციალურ და რელიგიურ სფეროებში. [12] [13]

ნაწერები

რედაქტირება

ჯიჰადისტების ონლაინ ფორუმებზე იძებნება ესეები და სტატიები, რომლებიც მიეწერება ალ-ჯულანის "აბდულა ბინ მუჰამედის"სახელით, მათ შორის რეგიონული ომის სტრატეგია. [14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Julani is a temporary leader of the "Liberation of the Sham" .. This is the fate of its former leader. HuffPost (2 October 2017). ციტირების თარიღი: 2 October 2017
  2. Abu Mohammad al-Julani: Who is Syria's de facto ruler?. Jewish News Syndacate (8 December 2024).
  3. „Al-Nusra leader Jolani announces split from al-Qaeda“. Al Jazeera. 29 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2022.
  4. „Syrian Nusra Front announces split from al-Qaeda“. BBC News. 29 July 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 July 2016. ციტირების თარიღი: 30 July 2016.
  5. U.S. offers $10M reward for information on al-Nusra leader. UPI.com. ციტირების თარიღი: 2021-12-21
  6. Muhammad al-Jawlani. Rewards for Justice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-20. ციტირების თარიღი: 2021-08-02
  7. US DOS Rewards for Justice Program. https://twitter.com/Rewards4Justice/status/1356731228762890240 დაარქივებული 2023-05-19 საიტზე Wayback Machine. . Date 5:28 PM · Feb 2, 2021. Twitter.
  8. الجولاني يكشف أسراراً تتعلق بـ "النصرة والبغدادي" وجيفري يعلق: ربما من الحكمة العمل معه.
  9. Al Qaeda and allies announce 'new entity' in Syria | FDD's Long War Journal (2017-01-28). ციტირების თარიღი: 2021-03-24
  10. Главарь «Джабхат ан-Нусры» показал целые руки и дал наставление боевикам. ციტირების თარიღი: 2019-11-07
  11. Кто захватывает Алеппо. Что известно о группировке «Хайят Тахрир аш-Шам», возглавившей поход на сирийский город (2024-11-30). ციტირების თარიღი: 2024-12-06
  12. Наступлением повстанцев в Сирии руководит Абу Мохаммед аль-Джулани. Кто он такой и почему его считают прогрессивным джихадистом? ru. Русская служба BBC (2024-12-06). ციტირების თარიღი: 2024-12-09.
  13. Джереми Боуэн: наступление мятежников в Сирии впечатляет, но списывать Башара Асада со счетов не стоит ru. Русская служба BBC (2024-12-02). ციტირების თარიღი: 2024-12-09.
  14. al-Mustapha, Hamza (2014). The Al-Nusra Front: From Formation to Dissension. Doha: Arab Center for Research and Policy Studies, გვ. 7. „the Jihadist online forums treat the writings of Abdullah Bin Muhammad as the writings of Abu Muhammad al-Julani himself.“