აბელის პრემია (ინგლ. Abel Prize) — ნორვეგიელი მათემატიკოსის ნილს ჰენრიკ აბელის სახელობის პრემია მათემატიკაში. დააარსა ნორვეგიის მთავრობამ 2002 წელს და გაიცემა 2003 წლიდან. პრემია გაიცემა ყოველწლიურად ჩვენი დროის გამოჩენილ მათემატიკოსებზე. პრემიამ დაარსებისთანავე მიიღო სახელწოდება „ნობელის პრემია მათემატიკაში“[1][2][3] და გახდა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მათემატიკის სფეროში.

პრემიის ფულადი ჯილდოა 6 მლნ ნორვეგიული კრონი ( 750 ათ. ან $1,06 მლნ).[4].

პრემიის ლაურეატს ყოველწლიურად ირჩევს საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც შედგება ხუთი მათემატიკოსისაგან, რომელსაც ნიშნავენ საერთაშორისო მათემატიკური კავშირი და ევროპის მათემატიკოსთა გაერთიანება. კომიტეტს ხელმძღვანელობს ნორვეგიელი მათემატიკოსი რაგნი პიენე.

ლაურეატები

რედაქტირება

აბელის პრემიის ლაურეატების ცხრილი[5]:


წელი ლაურეატ(ებ)ი მოქალაქეობა ინსტიტუტი ციტატა სქოლიო
2003 ჟან პიერ სერი   ფრანგი კოლეჟ-დე-ფრანსი „მნიშვნელოვანი როლის შესრულებისათვის მათემატიკის რამდენიმე დარგის, ტოპოლოგიის, ალგებრული გეომეტრიისა და რიცხვთა თეორიის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში“. [6]
2004 მაიკლ ფრენსის ატია;
იზადორ ზინგერი
  ბრიტანელი;
  ამერიკელი
ედინბურგის უნივერსიტეტი;
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
„მათი წვლილისათვის ინდექსის თეორიაში, რომელთანაც დაკავშირებულია ტოპოლოგია, გეომეტრია და მათემატიკური ანალიზი, ასევე ახალი დამაკავშირებელი ხიდებისათვის მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკას შორის“. [7]
2005 პიტერ ლაქსი   უნგრელი[8]
  ამერიკელი
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი „მისი ინოვაციური წვლილისთვის ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლების თეორიასა და მის გამოყენებაში, მათი ამოხსნის გამოანგარიშებაში.“ [9]
2006 ლენარტ კარლესონი   შვედი[10] ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი „მისი სიღრმისეული და გარდამტეხი წვლილისთვის გლუვი დინამიური სისტემების ჰარმონიულ ანალიზსა და თეორიაში.“ [11]
2007 სრინივასა ვარადჰანი   ინდოეთი
  ამერიკელი [12]
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი „მისი ძირითადი წვლილისთვის ალბათობის თეორიაში, კერძოდ, დიდი გადახრის ერთიან თეორიაში.“ [13]
2008 ჯონ ტომპსონი;
ჟაკ ტიტსი
  ამერიკელი;
  ბელგიელი
  ფრანგი[14]
ფლორიდის უნივერსიტეტი;
კოლეჟ-დე-ფრანსი
„მათი მიღწევისათვის ალგებრასა და ჯგუფთა თეორიის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში“. [15]
2009 მიხეილ გრომოვი   რუსი
  ფრანგი[16]
უმაღლესი სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტი
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
„მისი რევოლუციური წვლილისათვის გეომეტრიაში“ [17]
2010 ჯონ ტეიტი   ამერიკელი ტეხასის უნივერსიტეტი „მისი ვრცელი და ხანგრძლივი გავლენისთვის რიცხვთა თეორიაზე.“ [18]
2011 ჯონ მილნორი   ამერიკელი[19] სტონი ბრუკის უნივერსიტეტი „ინოვაციური აღმოჩენებისთვის ტოპოლოგიაში, გეომეტრიასა და ალგებრაში.“ [20]
2012 ენდრე სემერედი   უნგრელი
  ამერიკელი[21]
რატგერსის უნივერსიტეტი „მისი ძირითადი წვლილისთვის დისკრეტულ მათემატიკასა და თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებაში; ამ წვლილის და მასთან დამატებით, რიცხვთა თეორიისა და ერგოდულობის თეორიის სიღრმისეული და ხანგრძლივი გავლენის აღიარებაში.“ [22]
2013 პიერ დელინი   ბელგიელი პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი „მისი გარდამტეხი წვლილისთვის ალგებრულ გეომეტრიაში და მისი ტრანსფორმაციული გავლენისთვის რიცხვთა თეორიაზე, წარმომადგენლობის თეორიასა და მათ მონათესავე სფეროებზე.“ [23]
2014 იაკობ სინაი   რუსი
  ამერიკელი
ლანდაუს თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი
და პრინსტონის უნივერსიტეტი
„მისი ძირითადი წვლილისთვის დინამიურ სისტემებში, ერგოდულობის თეორიასა და მათემატიკურ ფიზიკაში.“ [24]
2015 ჯონ ფორბს ნეში;
ლუის ნირენბერგი
  ამერიკელი;
    კანადელი/ამერიკელი
პრინსტონის უნივერსიტეტი
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
„განსაცვიფრებელი და გარდამტეხი წვლილისთვის არაწრფივ ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებათა თეორიასა და გეომეტრიულ ანალიზში მისი გამოყენებისთვის.“ [25]
2016 ენდრიუ უაილზი   ბრიტანელი ოქსფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
და პრინსტონის უნივერსიტეტი
„მისი განმაცვიფრებელი მტკიცებულებისთვის ფერმას ბოლო თეორემაში მოდულარობის ვარაუდით ნახევრად სტაბილურ ელიფსურ მრუდებში, რიცხვთა თეორიაში ახალი ეპოქის დაწყებისთვის.“ [26][27]
2017 ივ მეიერი   ფრანგი პარიზ-დოფინის უნივერსიტეტი „ტალღების მათემატიკური თეორიის შემუშავებაში მისი გადამწყვეტი როლისთვის.“ [28]
2018 რობერტ ლენგლენდსი   კანადელი პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი „მისი ვიზუალური პროგრამისთვის, რომელიც აკავშირებს წარმოდგენის თეორიას რიცხვების თეორიასთან.“ [29]
2019 კარენ ულენბეკი   ამერიკელი ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტი „მისი პიონერული მიღწევებისთვის გეომეტრიულ ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებებში, ინტეგრირებად სისტემებში და მისი მუშაობის ფუნდამენტური ზემოქმედებისთვის ანალიზზე, გეომეტრიასა და მათემატიკურ ფიზიკაზე“ [30]
2020 ჰილელ ფიურსტენბერგი   ებრაელი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი „ალბათობისა და დინამიკის მეთოდების გამოყენების ნოვატორად ჯგუფის თეორიაში, რიცხვთა თეორიასა და კომბინატორიკაში.“ [31]
გრიგორი მანგულისი   რუსი
  ამერიკელი
იელის უნივერსიტეტი
2021 ლასლო ლოვასი   უნგრელი ბუდაპეშტის უნივერსიტეტი „თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებაში და დისკრეტულ მათემატიკაში მათი ფუნდამენტური წვლილისთვის და წამყვანი როლისთვის მათ მიერ თანამედროვე მათემატიკის ცენტრალური სფეროების ჩამოყალიბებაში.“ [32]
ავი ვიგდერზონი   ებრაელი პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი
2022 დენის სალივანი   ამერიკელი სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტი
Graduate Center, CUNY
„ტოპოლოგიაში მისი ფართო და განსაკუთრებით ალგებრული, გეომეტრიული და დინამიკური ასპექტებისთვის მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.“ [33]
  1. Cipra, Barry (26 March 2009). «Russian Mathematician Wins Abel Prize» დაარქივებული 2009-03-29 საიტზე Wayback Machine. . ScienceNOW.
  2. «Geometer wins maths 'Nobel'». Nature Publishing Group. 26 March 2009
  3. Lisa W. Foderaro. «In N.Y.U.'s Tally of Abel Prizes for Mathematics, Gromov Makes Three». The New York Times, 31.05.2009
  4. About the Abel Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 2016-03-18.
  5. Abel Prize Laureate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-20. ციტირების თარიღი: 2016-03-18.
  6. The Abel Prize Laureate 2003. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  7. The Abel Prize Laureate 2004. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  8. Peter Lax | Simons Foundation. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  9. The Abel Prize Laureate 2005. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  10. Swedish mathematician receives the Abel Prize. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  11. The Abel Prize Laureate 2006. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  12. Fields Institute – Thematic Program on Dynamic and Transport in Disordered Systems. Fields Institute for Research in Mathematical Sciences. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  13. The Abel Prize Laureate 2007. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  14. Abel Prize Ceremony 2008. The Royal Norwegian Embassy in Seoul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  15. The Abel Prize Laureate 2008. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  16. Russian-French mathematician receives the Abel Prize. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  17. The Abel Prize Laureate 2009. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  18. The Abel Prize Laureate 2010. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  19. Dimension-Cruncher: Exotic Spheres Earn Mathematician John Milnor an Abel Prize. Scientific American. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  20. The Abel Prize Laureate 2011. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  21. Hungarian-American Endre Szemerédi named Abel Prize winner. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  22. The Abel Prize Laureate 2012. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 December 2012.
  23. The Abel Prize Laureate 2013. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 20 June 2013.
  24. The Abel Prize Laureate 2014. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 26 March 2014.
  25. The Abel Prize Laureate 2015. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
  26. The Abel Prize Laureate 2016. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 March 2016.
  27. Princeton University. Princeton University. ციტირების თარიღი: 16 March 2016.
  28. The Abel Prize Laureate 2017. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 21 March 2017
  29. The Abel Prize Laureate 2018. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 20 March 2018
  30. Karen Uhlenbeck first woman to win the Abel Prize. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 19 March 2019
  31. The Abel Prize Laureates 2020. The Norwegian Academy of Science and Letters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 18 March 2020
  32. Castelvecchi, Davide (2021). „Abel Prize celebrates union of mathematics and computer science“. Nature. doi:10.1038/d41586-021-00694-9. PMID 33731906. S2CID 232302960. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 May 2021. ციტირების თარიღი: 12 October 2021.
  33. Prize winner 2022. The Norwegian Academy of Science and Letters. ციტირების თარიღი: 25 March 2022

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება