ჯგუფთა თეორია

მათემატიკის დარგი რომელიც შეისწავლის ჯგუფების ალგებრულ თვისებებს
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯგუფთა თეორია არის მათემატიკის, კერძოდ აბსტრაქტული ალგებრის დარგი რომელიც სწავლობს ჯგუფებს. აქ ჯგუფი არის ალგებრული სტრუქტურა.

ისტორიულად ჯგუფთა თეორია წარმოიშვა ალგებრული განტოლებების, რიცხვთა თეორიისა და გეომეტრიის შესწავლიდან. ჯგუფთა თეორიის საწყისებთან დგანან მათემატიკოსები: ლ. ეილერი, ჟ. ლაგრანჟი, ნილს აბელი, ე. გალუა. ევარისტ გალუა იყო პირველი მათემატიკოსი რომელმაც ჯგუფთა თეორია აბსტრაქტული ალგებრის სხვა ნაწილს ველთა თეორიას დაუკავშირა (იხ. გალუას თეორია).

მათემატიკოსმა და მათემატიკის ისტორიკოსმა ჯეიმზ ნიუმანმა ჯგუფთა თეორია შემდეგნაირად აღწერა:

ჯგუფთა თეორია ეს არის მათემატიკის დარგი, რომელშიც ვიღაც რაღაცას რაღაცას უკეთებს, შემდეგ, შედეგს ადარებს იმავე რაღაცის სხვა რაღაცისადმი გაკეთების შედეგთან, ან იგივე რაღაცისადმი სხვა რაღაცის გაკეთების შედეგთან.

იხილეთ ესევე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯგუფთა_თეორია“-დან