ნილს აბელი

(გადამისამართდა გვერდიდან აბელი, ნილს ჰენრიკ)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბელი.

ნილს ჰენრიკ აბელი (ნორვ. Niels Henrik Abel; დ. 5 აგვისტო, 1802, სტავანგერის მახლობლად — გ. 6 აპრილი, 1829, არენდალის მახლობლად) — ნორვეგიელი მათემატიკოსი.

ნილს აბელი
ნორვ. Niels Henrik Abel
Niels Henrik Abel.jpg
დაბ. თარიღი 5 აგვისტო 1802(1802-08-05)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Nedstrand[6] ან Finnøy[6]
გარდ. თარიღი 6 აპრილი 1829(1829-04-06)[1] [7] [3] [4] [8] [9] [5] [10] [11] (26 წლის)
გარდ. ადგილი Froland[12]
მოქალაქეობა ნორვეგია
სამეცნიერო სფერო ჯგუფთა თეორია და კალკულუსი
მუშაობის ადგილი ოსლოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ოსლოს უნივერსიტეტი
მამა Søren Georg Abel
ჯილდოები Grand prix des sciences mathématiques
ხელმოწერა Niels Henrik Abel signature.png

აბელის შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის საერთო განვითარებაზე. მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია და სხვ. აბელმა დაამტკიცა (1824) ოთხზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში. ინტეგრალურ აღრიცხვაში უჩვენა ისეთი ფუნქციების არსებობა, რომელთა ინტეგრირება ელემენტარულ ფუნქციებში არ ხერხდება, მათ ინტეგრირებას მივყავართ ახალ ტრანსცენდენტურ ფუნქციებამდე. ამ გამოკვლევებმა აბელი მიიყვანა ელიფსური ფუნქციების და ჰიპერელიფსური ფუნქციების აღმოჩენამდე. აბელმა გამოიკვლია ინტეგრალები, რომლებიც ამჟამად მის სახელს ატარებს. აქვს მნიშვნელოვანი შრომები მწკვრივთა თეორიაში. ცნობილია აბელის იგივეობა, აბელის უტოლობა, აბელის პრობლემა, აბელის განტოლება, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები, აბელური კატეგორია, აბელური მრავალსახეობა.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Абель, Нильс Генрих // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 25.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. 6.0 6.1 Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget.
  7. Ѳ. И. П. Абель // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 27–28.
  8. SNAC — 2010.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Store norske leksikon — 1978.
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  12. Froland sokneprestkontor, Ministerialbok 1827-1844 — გვ. 181.