კარენ ულენბეკი
კარენ კესკულა ულენბეკი (დ. 24 აგვისტო, 1942) ― ამერიკელი მათემატიკოსი და თანამედროვე გეომეტრიული ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. არის ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტის მათემატიკის ემერიტუსი პროფესორი, სადაც სიდ ვ. რიჩარდსონის ფონდის რეგენტის თანამდებობა უკავია. ამჟამად არის მოწინავე სწავლების ინსტიტუტის დამსახურებული მოწვეული პროფესორი და პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვეული უფროსი მკვლევარი.
2007 წელს ულენბეკი ამირკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად აირჩიეს. 2019 წელს „ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებათა, საზომი თეორიისა და ინტეგრირებადი სისტემების დარგში პიონერული მიღწევებისა და მისი ნაშრომების ფუნდამენტური გავლენისთვის ანალიზზე, გეომეტრიასა და მათემატიკურ ფიზიკაზე“ აბელის პრემიით დაჯილდოვდა. იგი პირველი ქალი იყო და დღემდე (2021 წლისთვის) ერთადერთი ქალია, რომელსაც ეს პრემია გადაეცა. პრემიის ნახევარი ულენბეკმა იმ ორგანიზაციებს გადასცა, რომლებიც მათემატიკურ კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას უწყობს ხელს.
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაულენბეკი კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, ინჟინერ არნოლდ კესკულასა და სკოლის მასწავლებლისა და ხელოვანის, კაროლინ უინდელერ კესკულას ოჯახში დაიბადა. ადრეულ ასაკშივე ოჯახი ნიუ-ჯერსის შტატში გადასახლდა.[18] ულენბეკის ქალიშვილობის გვარი, კესკულა, მომდინარეობს სიტყვიდან Keskküla, ესტონელი ბაბუის გვარიდან.[19] ულენბეკმა 1964 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[20][21] შემდეგ კვლევები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა კურანტს ინსტიტუში დაიწყო და 1965 წელს ბიოფიზიკოსსა და ბიოქიმიკოს ოლკე ს. ულენბეკზე (ფიზიკოს ჯორჯ ულენბეკის შვილი) დაქორწინდა. ჰარვარდში გადასვლის შემდეგ ქმართან ერთად წავიდა და სწავლა ბრანდეისის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1966 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1968 წელს ― დოქტორის ხარისხი რიჩარდ პალაისის ხელმძღვანელობით.[20][21] სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ვარიაციებისა და გლობალური ანალიზის კალკულუსი“.[22]
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში დროებითი სამუშაოებისა და მის ქმართან ერთად მუდმივი სამუშაოს შოვნასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, რადგანაც „ანტინეპოტისტური“ წესების თანახმად, მეუღლეებს უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობის უფლებაც არ ჰქონდათ, ულენბეკმა 1971 წელს ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.[23] ულენბეკს უნივერსიტეტი არ მოეწონა და ჩიკაგოს ილიონისის მუზეუმში გადავიდა 1976 წელს. იმავე წელს პირველი ქმრისგან, ოლკე ულენბეკისგან განქორწინდა..[19] 1983 წელს კვლავ ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაბრუნდა.[19] მეორედ მათემატიკოს რობერტ ფ. უილიამსზე იქორწინა[19] და ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც სიდ. ვ. რიჩარდსონის ფონდის რეგენტის თანამდებობა ეკავა.[20][24][21] ულენბეკი ამჟამად (2021 წლისთვის) ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი,[25] მოწინავე სწავლების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი და პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვეული უფროსი მკვლევარია.[26]
ულენბეკი გეომეტრიული ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელია, დისციპლინის, რომელიცს დიფერენციალურ გეომეტრიას დიფერენციალურ განტოლებათა პრობლემების გადასაწყვეტად იყენებს და პირიქით.[27]
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება2019 წლის მარტში ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელსაც აბელის პრემია გადაეცა. ჯილდოს მინიჭებისას კომისიის გადაწყვეტილებით, ულენბეკს პრემია გადაეცა „ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებათა, საზომი თეორიისა და ინტეგრირებადი სისტემების დარგში პიონერული მიღწევებისა და მისი ნაშრომების ფუნდამენტური გავლენისთვის ანალიზზე, გეომეტრიასა და მათემატიკურ ფიზიკაზე“. ჰანს მუნთ-კაასმა, რომელიც კომიტეტს თავმჯდომარეობდა, აღნიშნა, რომ „მისმა თეორიებმა მინიმალური ზედაპირების, განსაკუთრებით, ფართო განზომილებების ზოგადი მინიმალიზაციის პრობლემების გაგებაში რევოლუცია მოახდინა“. პრემიის ნახევარი ულენბეკმა ორ ორგანიზაციას შესწირა: EDGE Foundation-ს და ქალთა და მათემატიკის მოწინავე სწავლების ინსტიტუტის პროგრამას.[28]
2000 წელს ულენბეკს მეცნიერების ეროვნული მედალი მიენიჭა.[20][24][29][30] 2007 წელს, 1982 წელს გამოქვეყნებულ სტატიებზე „იანგ-მილზის სფეროში მოძრავი სინგულარობები“ და „Connections with bounds on curvature“, „მათემატიკის საზომი თეორიის ანალიტიკურ ასპექტებში შეტანილი ფუნდამენტური წვლილისთვის“ ამერიკის მათემატიკური საზოგადოებისგან ლეროი პ. სტილის პრემიით დაჯილდოვდა. 1983 წელს მაკ-ართურის წევრი გახდა,[20][24] ხოლო 1985 წელს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.[20][24] 1986 წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს.[20][24][21] 2001 წელს გუგენჰეიმის წევრი გახდა,[31] 2008 წელს ― ლონდონის მათემატიკური საზოგადოების,[20] ხოლო 2012 წელს ― ამერიკის მათემატიკური საზოგადოების წევრი.[32]
1988 წელს მათემატიკაში ქალთა ასოციაციაში ნეთერის ლექცია წაიკითხა.[33] 1990 წელს მათემატიკის საერთაშორისო კონგრესის პლენარული სპიკერი იყო, ემი ნეთერის შემდეგ მეორე ქალი, რომელმაც ლექცია წაიკითხა.[20][24]
ულენბეკის სხვა ჯილდოებს შორის აღსანიშნავია მიჩიგანის უნივერსიტეტის წლის კურსდამთავრებულის წოდება (1984),[21] Sigma Xi-ის თანამეგობრობის ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში (1995)[21] და ილიონისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტის (2000),[20] ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (2001),[20][34] მიჩიგანის უნივერსიტეტის (2004),[20] ჰარვარდის უნივერსიტეტის (2007)[20] და პრინსტონის უნივერსიტეტის (2012)[35] საპატიო დოქტორის წოდებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Complete Bibliography. Celebratio Mathematica.
- Clifford Henry Taubes. (2018)Karen Uhlenbeck's contributions to gauge theoretic analysis. Celebratio Mathematica.
- Allyn Jackson. (2018)Interview with Karen Uhlenbeck. Celebratio Mathematica.
- Karen Uhlenbeck. (1996)Coming to grips with success: a profile of Karen Uhlenbeck. Celebratio Mathematica.
- Lee Katterman. (1999)Michigan Great Karen K. Uhlenbeck: Pioneer in mathematical analysis — and for women mathematicians. Celebratio Mathematica.
- Claudia Henrion. (1997)A profile of Karen Uhlenbeck. Celebratio Mathematica.
- UT News, The University of Texas, Austin. (2000)UT Austin mathematics professor wins National Medal of Science. Celebratio Mathematica.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Dundas, Bjørn Ian; Skau, Christian (March 2020). „Interview with Abel Laureate Karen Uhlenbeck“ (PDF). Notices of the American Mathematical Society. 67 (3): 393–403. doi:10.1090/noti2049.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Siegmund-Schultze R. Karen Uhlenbeck // Store norske leksikon — 2021. — ISSN 2464-1480
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #172428114 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Honoris Causa // Harv. Mag. — [Cambridge, Mass]: 2007. — ISSN 0095-2427
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 http://celebratio.org/Uhlenbeck_K/article/541/
- ↑ Karen K. Uhlenbeck — John D. and Catherine T. MacArthur Foundation.
- ↑ https://www.nationalmedals.org/laureates/karen-k-uhlenbeck#
- ↑ https://www.ams.org/profession/fellows-list#u
- ↑ http://www.ams.org/news?news_id=1680
- ↑ https://www.amacad.org/person/karen-keskulla-uhlenbeck
- ↑ Karen Uhlenbeck Is First Woman to Win Abel Prize for Mathematics // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2019. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://awm-math.org/awards/noether-lectures/
- ↑ https://www.ams.org/prizes-awards/pabrowse.cgi?parent_id=27
- ↑ https://awm-math.org/awards/awm-fellows/2020-awm-fellows/
- ↑ https://www.ams.org/prizes-awards/pabrowse.cgi?parent_id=25
- ↑ Al-Khalili, Jim. A biography of Karen Keskulla Uhlenbeck. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 15 July 2019
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 Allyn Jackson. (2018)Interview with Karen Uhlenbeck. Celebratio Mathematica.
- ↑ 20.00 20.01 20.02 20.03 20.04 20.05 20.06 20.07 20.08 20.09 20.10 20.11 20.12 ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. კარენ ულენბეკი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 Katterman, Lee (December 6, 1999). „Michigan Great Karen K. Uhlenbeck: Pioneer in mathematical analysis—and for women mathematicians“. The University Record. University of Michigan. ციტირების თარიღი: December 19, 2014.
- ↑ კარენ ულენბეკი — მათემატიკური გენეალოგია
- ↑ Cooke, Roger (2005) The History of Mathematics: A Brief Course, 2., Hoboken, NJ: Wiley-Interscience, გვ. 76. ISBN 978-0-471-44459-6.
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 24.5 „Karen Uhlenbeck“. Biographies of Women Mathematicians. Agnes Scott College.
- ↑ Mathematics Emeritus Faculty. University of Texas at Austin. ციტირების თარიღი: March 19, 2019[მკვდარი ბმული]
- ↑ Garrand, Danielle. (March 19, 2019) A woman just won the prize known as "math's Nobel" — for the first time ever. CBS News. ციტირების თარიღი: March 19, 2019
- ↑ Klarreich, Erica (March 19, 2019). „Karen Uhlenbeck, Uniter of Geometry and Analysis, Wins Abel Prize“. Quanta.
- ↑ Gift from Uhlenbeck Funds Karen EDGE Fellowship Notices of the AMS, Vol 67, No 2, pp 228-230
- ↑ „The President's National Medal of Science: Recipient Details“. National Science Foundation. ციტირების თარიღი: December 13, 2009. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ „UT Austin mathematics professor wins National Medal of Science“. Univ. of Texas. November 13, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 5, 2012. ციტირების თარიღი: December 19, 2014. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება). - ↑ „Three UT Austin professors win prestigious Guggenheim Fellowships“. Univ. of Texas. April 23, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2014. ციტირების თარიღი: December 19, 2014. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება). - ↑ „List of Fellows“. American Mathematical Society. ციტირების თარიღი: August 28, 2013. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება). - ↑ „Karen Uhlenbeck“. Profiles of Women in Mathematics: The Emmy Noether Lectures. Association for Women in Mathematics. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2015. ციტირების თარიღი: December 19, 2014..
- ↑ Honorary Degree – University Awards & Recognition – The Ohio State University. ციტირების თარიღი: March 19, 2019
- ↑ Princeton awards six honorary degrees en. ციტირების თარიღი: March 8, 2019