აბდურ რაჰმან ბისვასი
აბდურ რაჰმან ბისვასი (დ. 1 სექტემბერი, 1926 — გ. 3 ნოემბერი, 2017) — ბანგლადეშელი პოლიტიკოსი. ბანგლადეშის პრეზიდენტი 1991 წლიდან 1996 წლამდე. ბანგლადეშის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე აბდურ რაჰმან ბისვასი იყო პაკისტანის წარმომადგენელი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.[4]
აბდურ რაჰმან ბისვასი | |
---|---|
ბენგ. আবদুর রহমান বিশ্বাস | |
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1926[1] |
დაბადების ადგილი | Shaistabad, Bakerganj District, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი | 3 ნოემბერი, 2017[2] [1] [3] (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დაკა |
მოქალაქეობა |
ბრიტანეთის ინდოეთი პაკისტანი ბანგლადეში |
განათლება | დაკის უნივერსიტეტი და Barisal Zilla School |
მეუღლე/ები | Hosne Ara Rahman |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაბისვასი დაიბადა ბარისალის რაიონის სოფელ შაისტაბადში.[5]მან განათლება მიიღო დაკას უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით და მაგისტრის ხარისხი ისტორიასა და სამართალში.[6] მისი შემდგომი საჯარო სამსახური იყო ადგილობრივი კოოპერატიული ბანკის თავმჯდომარეობას და საგანმანათლებლო ინიციატივების დაფინანსება.[4] იგი იურიდიულ პროფესიას 1950-იან წლებში შეუერთდა. 1970-იან წლებში ორჯერ აირჩიეს ბარისალის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად და მუშაობდა უზენაესი სასამართლოს ადვოკატად.[7]
კარიერა
რედაქტირებაბისვასმა თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო, მას შემდეგ, რაც მუჰამედ აიუბ-ხანის რეჟიმის დროს მუსლიმთა ლიგას შეუერთდა. იგი 1962 და 1965 წლებში აირჩიეს აღმოსავლეთ პაკისტანის წარმომადგენლად საკანონმდებლო ასამბლეაში.[7] 1967 წელს იგი წარმოადგენდა პაკისტანს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.[4] იგი გახდა ბარისალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე 1977 წელს. 1979 წლის ბანგლადეშის საყოველთაო არჩევნებზე კი გახდა პარლამენტის წევრი.[4] იგი მსახურობდა საფეიქრო მრეწველობის მინისტრად პრეზიდენტ ზიაურ რაჰმანის კაბინეტში, შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრად პრეზიდენტ აბდუს სატარის დროს. იყო ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტიის ვიცე-თავმჯდომარედ.[7] 1991 წლის არჩევნებში აირჩიეს პარლამენტის წევრად და მალევე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ.[8] იმავე წლის 10 სექტემბერს კი გახდა ბანგლადეშის მე-16 პრეზიდენტი.[7]
პრეზიდენტის თანამდებობის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ბისვასმა დრო გაატარა კითხვასა და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებში. იგი შეხვდა ნობელის პრემიის ლაურეატ ფიზიკოსს აბდუს სალამს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს, ნეპალის პრემიერ-მინისტრს ჯიგმე სინგიე ვანგჩუკს, ბუტანის მეფესა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრს მაჰათირ მოჰამადს.[6] თუმცა, როგორც ბანგლადეშის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, მას შეექმნა გამოწვევები ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.[4][9] 1992 წელს, ბისვასმა არ დანიშნა აბდულ ჰასიბი უმაღლესი სასამართლოს სამმართველოს მუდმივ მოსამართლედ მას შემდეგ, რაც იგი ორი წლის განმავლობაში მსახურობდა დამატებით მოსამართლედ.[10][11]
1994 წლის შუა პერიოდიდან შეტაკებებმა ბანგლადეშის ეროვნულ პარტიისა და ავამი ლიგის მხარდამჭერებს შორის გამოიწვია ძალადობის გაძლიერება. თავს ესხმოდნენ პარტიულ ბიუროებს, გაზეთების ოფისებსა და სამთავრობო შენობებს სახით.[9] ძალადობის შუაგულში, ოპოზიციამ ავამი ლიგის წარმომადგენელმა შეიხ ჰასინამ პირობა დადო, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა 1996 წლის 15 თებერვალს დაგეგმილ ეროვნულ არჩევნებს. ამა რჩევნებში ხალედა ზია აირჩიეს მეორე ვადით, სამმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა.[9] 26 მარტს, მზარდი ოპოზიციის პირობებში, ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღო მეცამეტე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც გზას უხსნიდა დროებითი მთავრობის დანიშვნას.[9] 1996 წლის 28 მარტს აბდურ რაჰმან ბისვასი დაინიშნა მთავრობის მოვალეობის შემსრულებლად, რასაც მიესალმა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები.[9]
1996 წლის 9 ოქტომბერს იგი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და მისი ადგილი დაიკავა შაჰაბუდინ აჰმედმა.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბისვასი დაქორწინებული იყო ჰოსნე არა რაჰმანზე (1934 — 17 ივნისი, 2017)[12] პოლიტიკოს რაშედ ხან მენონის ბიძაშვილზე.[7] მათ ჰყავდათ ხუთი ვაჟი მონუ ბისვასი, ეჰტეშამულ ჰაკე ნასიმი (1960 წლის 12 ნოემბერი - 1998 წლის 12 მარტი), შამსუდოზა კამალ ბისვასი, ჯამილურ რაჰმან შიბლი ბისვასი და მუიდურ რაჰმან რომელ ბისვასი და ორი ქალიშვილი ახი ბისვასი და რახი ბისვასი.[7][13][14]
ბისვასი გარდაიცვალა 2017 წლის 3 ნოემბერს დაკას გაერთიანებულ ჰოსპიტალში რესპირატორული პრობლემების გამო, 91 წლის ასაკში.[15][16][17] 4 ნოემბერს დაკრძალეს ბანანის სასაფლაოზე.[18]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ Ex-president Abdur Rahman Biswas dies
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 title=Biswas,_Abdur_Rahman Biswas, Abdur Rahman
- ↑ 5.0 5.1 Former Presidents. Office of the President of Bangladesh. ციტირების თარიღი: 25 October 2016
- ↑ 6.0 6.1 Honourable President Abdur Rahman Biswas. Office of the President of Bangladesh. ციტირების თარიღი: 25 October 2016
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 „Former Bangladesh president Abdur Rahman Biswas dies at 91“. bdnews24.com. 2017-11-03. ციტირების თარიღი: 2017-11-04.
- ↑ Liton, Shakhawat. „Khaleda follows in BNP founder Ziaur Rahman's footsteps“. The Daily Star. ციტირების თარიღი: 27 June 2015.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 „Bangladesh Political Violence on All Sides“. Human Rights Watch. 8 (6). 1 June 1996. ციტირების თარიღი: 20 October 2016.
- ↑ (1992) Bangladesh, State of Human Rights, 1991: A Report (en). Coordinating Council for Human Rights in Bangladesh.
- ↑ Hāsānaujjāmāna (1992). An Uncertain Beginning: Perspectives on Parliamentary Democracy in Bangladesh (en). Naya Prokash, გვ. 86–87. ISBN 978-81-85421-11-7.
- ↑ Former president Abdur Rahman Biswas's wife passes away – Bangladesh News Gazette. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 November 2017
- ↑ „Ex-president Abdur Rahman Biswas dies“. Prothom Alo. 3 ნოემბერი 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი 2017.
- ↑ „Ex-president Biswas passes away“. The Daily Star (ინგლისური). 2017-11-04. ციტირების თარიღი: 2017-11-05.
- ↑ „President Abdur Rahman Biswas Dies at 91“. Dhaka Tribune. 3 November 2017. ციტირების თარიღი: 3 November 2017.
- ↑ „President Abdur Rahman Biswas Dies at 91“. bdnews24.com. 3 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2017. ციტირების თარიღი: 3 November 2017.
- ↑ „Former President Abdur Rahman Biswas passes away“. Bangladesh Sangbad Sangstha (ინგლისური). 2017-11-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2017. ციტირების თარიღი: 2017-11-04.
- ↑ „Abdur Rahman Biswas laid to rest“. Banglanews24.com. 2017-11-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-04. ციტირების თარიღი: 2017-12-17.