მაჰათჰირ მოჰამადი
მაჰათჰირ მოჰამადი (მალ. Mahathir Mohamad; დ. 10 ივლისი 1925, ალორ-სეტარი, მალაიზია) — მალაიზიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი 1981 წლის 16 ივლისიდან 2003 წლის 31 ოქტომბრამდე და 2018 წლის 10 მაისიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე. პოლიტიკურად ხანგრძლივად აქტიური. მისი კარიერა უკვე 50 წელზე მეტია გრძელდება. მალაიზიის მიწის შვილების გაერთიანებული პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი 2016 წლის 7 სექტემბრიდან. 2018 წელს კვლავ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის „იმედის“ რიგებიდან, რომელმაც დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია 2018 წლის მაისში.
მაჰათჰირ მოჰამადი | |
მალაიზიის მე-7 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 2018 – 29 თებერვალი, 2020 | |
წინამორბედი | ნაჯიბ ტუნ რაზაკი |
მალაიზიის მე-4 პრემიერ-მინისტრი | |
წინამორბედი | ჰუსეინ ონი |
მემკვიდრე | აბდულა აჰმად ბადავი |
დაბადებული | 10 ივლისი, 1925 ალორ-სეტარი |
პოლიტიკური პარტია | მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია, მალაიზიის მიწის შვილების გაერთიანებული პარტია |
მამა | მოჰამად ისკანდარი |
მეუღლე | სიტი ჰასმა მოჰამედ ალი |
შვილები | 3 |
განათლება | მალაიის უნივერსიტეტი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი |
პროფესია | ექიმი |
რელიგია | ისლამი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სკოლის მასწავლებლის ოჯახში ქალაქ ალორ-სეტარში, კედაჰის შტატი. განათლებით ექიმი. 1953 წელს დაასრულა მალაიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 1957 წლამდე მუშაობდა სამოქალაქო ადმინისტრაციაში, მოგვიანებით კერძო სამედიცინო პრაქტიკა დაიწყო.
1946 წელს შევიდა ახლად დაარსებული პარტიის, მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის რიგებში. სწორედ ამ პარტიის რიგებიდან გახდა პარლამენტის წევრი 1964 წელს. 1969 წელს პრემიერ-მინისტრ აბდულ რაჰმანის პოლიტიკის კრიტიკის გამო გააძევეს პარტიიდან და დეპუტატის მანდატიც ჩამოართვეს. მალევე დაწერა წიგნი „მალაიის დილემა“, რომელიც ქვეყანაში ეგრევე აკრძალეს.
1972 წელს ახალმა პრემიერ-მინისტრმა აბდულ რაზაკმა აღუდგინა პარტიის წევრობა და ერთი წლის შემდეგ დანიშნეს სენატორად. 1974 წლიდან განათლების მინისტრი და პარლამენტის დეპუტატია. მინისტრობის დროს გაამკაცრა სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტებზე, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია უნივერისტეტებში. 1975 წლიდან პარტიის სამიდან ერთ-ერთი პრეზიდენტია. 1976 წლიდან 1981 წლამდე პრემიერ-მინისტრის მოადგილეა, ამავდროულად 1978-1981 წლებში ვაჭრობისა და მრეწვწლობის მინისტრია.
1981 წლის 16 ივლისიდან 2003 წლის 31 ოქტომბრამდე მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის პრეზიდენტი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრია (პირველი ადამიანი ამ თანამდებობაზე, რომელიც არ სწავლობდა დიდ ბრიტანეთსი და არ ჰქონდა მალაიის სამეფო დინასტიის ფესვები). მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო 21 პოლიტპატიმრის ამნისტია და თავისი მოკავშირის მუსა ჰითამის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშვნა. 1982 წლის არჩევნების შემდეგ გაამაგრა ცენტრალური ხელისუფლება ქვეყანაში, რამაც გამოიწვია მისი კონფლიქტი ზოგიერთი შტატის სულთანთან. მოახდინა ავიაკომპანიის, ტელეკომუნიკაციებისა და კომუნალურების პრივატიზება.
მისი პარტია წარმატებას აღწევს 1986 წლის არჩევნებში (მიიღო ხმების 57,3 % და 148 ადგილი 177 ადგილიან პარლამენტში). მისთვის ასევე წარმატებულია 1990 წლის არჩევნები (მიიღო ხმების 53,4 % და 127 ადგილი 180 ადგილიან პარლამენტში). 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მისი პარტიის ტრიუმფით დასრულდა, პარტიამ მიიღო ხმების 65,2 % და 162 ადგილი 192 კაციან პარლამენტში. 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისის დროს უარი თქვა მკაცრ ფინანსურ-საკრედიტო და ფისკალურ პოლიტიკაზე მსოფლიო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. ამის შედეგად მალაიზია ყველაზე სწრაფად გამოვიდა პოლიტიკური კრიზისიდან ვიდრე აზიის სხვა ქვეყნები. ეს იყო მაჰათჰირ მოჰამადის პოლიტიკური ტრიუმფი. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა და აშშ-მ მხარი დაუჭირა ოპოზიციას, მაგრამ მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების 56,5 % და 147 ადგილი 192-დან.
2003 წლის 31 ოქტომბერს გადადგა. 2007 წელს მონაწილეობდა ბოსნია და ჰერცეგოვინის კონფლიქტის დარეგულირებაში, რის გამოც წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე[1]. 2018 წლის 10 მაისს აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. 2014 წელს გამოთქვა ვარაუდი, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი მოაწყო არა მუსულმანმა ტერორისტებმა, არამედ აშშ-ის მტავრობამ და სპეცსამსახურებმა[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Dhillon, Karminder Singh (2009) Malaysian Foreign Policy in the Mahathir Era 1981–2003: Dilemmas of Development. NUS Press. ISBN 9971-69-399-2.
- Milne, R. S.; Mauzy, Diane K. (1999) Malaysian Politics under Mahathir. Routledge. ISBN 0-415-17143-1.
- Morais, J. Victor (1982) Mahathir: A Profile in Courage. Eastern Universities Press. OCLC 8687329.
- Rashid, Faridah Abdul (2012) Research on the Early Malay Doctors 1900–1957 Malaya and Singapore. Xlibris Corporation. ISBN 1-469-17245-3.
- Sankaran, Ramanathan; Mohd Hamdan Adnan (1988) Malaysia's 1986 General Election: the Urban-Rural Dichotomy. Institute of Southeast Asian Studies. ISBN 981-3035-12-9.
- Stewart, Ian (2003) The Mahathir Legacy: a Nation Divided, a Region at Risk. Allen & Unwin. ISBN 1-86508-977-X.
- Wain, Barry (2010) Malaysian Maverick. Palgrave Macmillan. ISBN 0-230-23873-4.
- James Chin & Joern Dosch. Malaysia Post Mahathir: a decade of change?. Marshall Cavendish. 2016. ISBN 9814677558
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Dr M nominated for Nobel Prize» დაარქივებული 2007-04-03 საიტზე Wayback Machine. , [[The Star (Malaysia)|]], 4 February 2007.
- ↑ Malaysia’s Mahathir: 9/11 not work of Muslims