ხალედა ზია
ხალედა ზია (ბენგ. খালেদা জিয়া; დ. 15 აგვისტო, 1945) — ბანგლადეშის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1991-1996 და 2001-2006 წწ. ბანგლადეშის ნაციონალური პარტიის ლიდერი. ბანგლადეშის პრეზიდენტის ზიაურ რაჰმანის მეუღლე.
ხალედა ზია | |
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ოქტომბერი, 2001 – 26 ნოემბერი, 2006 | |
წინამორბედი | ლატიფურ რაჰმანი |
მემკვიდრე | იაჯუდინ აჰმედი |
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მარტი 1991 – 30 მარტი 1996 | |
წინამორბედი | კაზი აჰმედი |
მემკვიდრე | ჰაბიბურ რაჰმანი |
დაბადებული | 15 აგვისტო 1945 დინაჯპური, ბანგლადეში |
მეუღლე | ზიაურ რაჰმანი |
რელიგია | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებახალედა ზია დაიბადა 1945 წელს ბიზნესმენის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა სკოლა და ცოლად გაჰყვა პაკისტანის არმიის კაპიტანს ზიაურ რაჰმანს. 1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანმა სამოქალაქო ომის შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ეწოდა ბანგლადეში. რახმანი აღნიშნული მოვლენის ერთ-ერთი გმირი გახდა. 1975 წელს მოახდინა სამხედრო გადატრიალება და გახდა ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი. 1977 წელს კი პრეზიდენტადაც აირჩიეს. ხალედა ზია ქვეყნის პირველი ლედი გახდა, თუმცა პოლიტიკაში არ ერეოდა. ხელისუფლების განმტკიცების მიზნით რაჰმანმა დააარსა ნაციონალური პარტია. 1981 წელს იგი ოფიცერთა დაჯგუფებამ მოკლა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხალედა ზია პოლიტიკურად აქტიური გახდა. 1984 წელს სათავეში ჩაუდგა ნაციონალურ პარტიას. შეიხ ჰასინას პარტია ავამი ლიგასთან ერთად ჩადგა პრეზიდენტ ჰუსეინ მოჰამად ერშადის ხელისუფლების ოპოზიციაში, რომელსაც ბევრი მიიჩნევდა რაჰმანის მკვლელობის ორგანიზატორად. 1991 წელს ერშადის ხელისუფლებიდან წასვლისა და დემოკრატიული მმართველობის დამყარების შემდეგ გაიმარჯვა არჩევნებში და გახდა ბანგლადეშის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. ამავე წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შემდეგ ქვეყანა კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმას დაუბრუნდა.
მისი მმართველობის პერიოდში გაუმჯობესდა ურთიერთობა პაკისტანთან, ხოლო გაუარესდა ინდოეთთან განგის წყლის გაყოფასთან დაკავშირებით.
1994 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ხალედა ზიას პოპულარობა ძალზედ დაეცა. 1995 წელს ქვეყანაში უწესრიგობაა. 1996 წლის მარტში შეიხ ჰასინამ ბოიკოტი გამოუცხადა რიგით არჩევნებს, ხალედა ზია იძულებული იყო ჩამოეყალიბებინა გარდამავალი მთავრობა და დაენიშნა განმეორებითი არჩევნები, რომელშიც შეიხ ჰასინამ გამარჯვებას მიაღწია და პრემიერის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ხალედა ზია.
2001 წელს ზიას პარტიამ კოალიციასთან ერთად გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 2003 წელს მისი ინიციატივით მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც 330-ადგილიან პარლამენტში 30 ადგილი დაიჯავშნა ქალბატონებისათვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bangladesh Nationalist Party website
- Biography from Bangladesh Mission, United Nations დაარქივებული 2009-01-13 საიტზე Wayback Machine.
- CV of Khaleda Zia დაარქივებული 2012-04-28 საიტზე Wayback Machine.