ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იაჯუდინ აჰმედი (ბენგ. ইয়াজউদ্দিন আহম্মেদ; დ. 1 თებერვალი, 1931 — გ. 10 დეკემბერი, 2012) — ბანგლადეშის პრეზიდენტი, რომელმაც ამ თანამდებობაზე იყო 2002 წლის 6 სექტემბრიდან 2009 წლის 12 თებერვლამდე. 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე, იგი ასევე იყო გარდამავალი მთავრობის მთავარი მრჩეველი 2006 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის დასაწყისამდე, მისი პრეზიდენტის მოვალეობები მოიცავდა გარდამავალი მთავრობის თავდაცვის მინისტრის თანამდებობასაც.

იაჯუდინ აჰმედი
ბენგ. ইয়াজউদ্দিন আহম্মেদ
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1931(1931-02-01)[1] [2]
დაბადების ადგილი Munshiganj District
გარდაცვალების თარიღი 10 დეკემბერი, 2012(2012-12-10)[2] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბანგკოკი
მოქალაქეობა  ბანგლადეში
 ბრიტანეთის ინდოეთი
 პაკისტანი
განათლება დაკის უნივერსიტეტი და მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Anwara Begum
ჯილდოები Ekushey Padak

ნიადაგმცოდნეობაში დოქტორის ხარისხით, აჰმედი გახდა დაკას უნივერსიტეტის სრული პროფესორი და დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1991 წლიდან მან დაიწყო საჯარო თანამდებობების მიღება, ჯერ საჯარო სამსახურის კომისიის თავმჯდომარე (1991-1993 წწ.) და უნივერსიტეტების გრანტების კომისიის თავმჯდომარე (1995-1999 წწ.). 2002 წელს მან გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2004 წელს მისი ძალისხმევით ატიშ-დიპანკარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კერძო უნივერსიტეტი (ADUST) დააარსდა.

ადრეულ ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

აჰმედმა მიიღო თავისი ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები დაკას უნივერსიტეტში შესაბამისად 1952 და 1954 წლებში. შემდეგ მან მიიღო მაგისტრის და დოქტორის ხარისხები 1958 და 1962 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატების ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში.[3]

სამეცნიერო კარიერა

რედაქტირება

დაკას უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ, აჰმედი შეუერთდა ფაკულტეტს როგორც ასისტენტ-პროფესორი ნიადაგმცოდნეობის დეპარტამენტში. იგი თანდათანობით დაწინაურდა, სანამ არ გახდა სრული პროფესორი დეპარტამენტში. უნივერსიტეტში მას ეკავა დაკას უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დაკას უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობები. იგი ასევე იყო სალიმულაჰ მუსლიმ ჰოლის აკადემიური ადმინისტრატორი.

აჰმედს მიეწერება ისეთი პროცესის შემუშავება, რომელიც ინახავდა საკვებ ნივთიერებებს ნიადაგში და შემდგომში გამოათავისუფლებდა მათ მცენარეების საჭიროებების შესაბამისად. 1984 წელს, პროფესორი აჰმედი იყო მიწვეული პროფესორი ამერიკის შეერთებული შტატების კორნელის უნივერსიტეტში და გერმანიის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გეტინგენის უნივერსიტეტში.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

აჰმედი იყო გარდამავალი მთავრობის მრჩეველი 1991 წელს. იგი ასევე იყო საჯარო სამსახურის კომისიის თავმჯდომარე 1991 წლიდან 1993 წლამდე. ის მსახურობდა უნივერსიტეტების გრანტების კომისიის თავმჯდომარედ 1995 წლიდან 1999 წლამდე. აჰმედი გახდა ბანგლადეშის პრეზიდენტი 2002 წელს მას შემდეგ, რაც იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმ დროისთვის, პრემიერ-მინისტრის პოზიცია ითვლებოდა მთავარ პოლიტიკურ როლად ბანგლადეშის მთავრობაში.[3]

პრეზიდენტობის პერიოდში, აჰმედმა უხელმძღვანელა ორი წიგნის დაწერასა და გამოცემას ქვეყნის შესახებ, „ბანგაბჰაბანის ასი წელი“და „ბანგაბჰაბანერ შატაბარშა“. ეს წიგნები გამოიცა 2006 წელს ბანგაბჰაბანის პრესის განყოფილების მიერ, მისი მრჩევლის, მუხლესურ რაჰმან ჩოუდჰურის ინიციატივით.[4]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

აჰმედმა და მისმა მეორე მეუღლემ, ანვარა ბეგუმმა, იშვილეს ვაჟი, იმტიაზ აჰმედ ბაბუ. აჰმედს ასევე ჰყავს შვილები პირველი ქორწინებიდან: სუზანი და ადამი. მას ჰყავს სულ ოთხი შვილიშვილი: აურორა, ბერილი, ადამი და არინი.[3]

იმტიაზ ბაბუ დააკავეს 2012 წლის 9 იანვარს თავდასხმის ბრალდებით, მას შემდეგ რაც იგი თავს დაესხა რეგისტრატორს ატიშ დიპანკარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იმ კერძო უნივერსიტეტში, რომელიც მისმა მამამ დააარსა. ბაბუ არის ADUST-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.[5]

ავადმყოფობა და გარდაცვალება

რედაქტირება

აჰმედმა გულის ოპერაცია გაიკეთა 2012 წლის 28 ოქტომბერს.[6] თირკმლებთან დაკავშირებული გართულებების განვითარების შემდეგ, იგი ერთ თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა აპარატზე,[6] სანამ არ გარდაიცვალა 2012 წლის 10 დეკემბერს ბანგკოკის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ტაილანდი[7][6]

სამძიმრის განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა ზილურ რაჰმანმა, პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ, ოპოზიციის ლიდერმა ხალედა ზიამ[8] და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა მუხლეს ჩოუდჰურიმ.[9][10] იაჯუდინ აჰმედის ცხედარი ბანგკოკიდან დაკაში გადაასვენეს 2012 წლის 12 დეკემბერს.

მისთვის ოთხი ნამაზ-ე-ჯანაზა (მუსლიმური დაკრძალვის ლოცვა) ჩატარდა. პირველი ჩატარდა ბანგკოკში 2012 წლის 11 დეკემბერს,[8] მეორე ნამაზ-ე-ჯანაზა მის მშობლიურ სახლში მუნშიგანჯში 13 დეკემბერს,[11] მესამე ჯანაზა დაკას უნივერსიტეტის ცენტრალურ მეჩეთში და მეოთხე და უკანასკნელი ბაიტულ მუკარამის ეროვნულ მეჩეთში. აჰმედი დაკრძალულია ბანანის სასაფლაოზე.[12]

  1. http://global.britannica.com/biography/Iajuddin-Ahmed
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 3.2 President's Life Sketch.
  4. 'Hundred Yrs of Bangabhaban' launched“. The Daily Star. 5 (610). 15 February 2006. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  5. "B'desh: Ex-President's son held on assault charges", ZeeNews (India), 9 January 2012, Accessed on 24 March 2013
  6. 6.0 6.1 6.2 „Bangladesh's controversial ex-President Dr. Iajuddin Ahmed passes away“. The Times of India. 10 December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  7. „Ex-President Dr. Iajuddin Ahmed dies“. bdnews24.com. 10 December 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  8. 8.0 8.1 „Iajuddin passes away“. The Daily Star. 11 December 2012. ციტირების თარიღი: 11 December 2012.
  9. დაარქივებული ასლი bn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  10. আহম্মেদের ইন্তেকালে গভীর শোক প্রকাশ করেছেন:বাংলাদেশের সাবেক রাস্ট্রপতির উপদেস্টা এম মোখলেসুর রহমান চৌধুরী bn. ციტირების თარიღი: 11 December 2012
  11. „Iajuddin's janaza held in Munshiganj“. Banglanews24.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 January 2013. ციტირების თარიღი: 13 December 2012.
  12. সাবেক রাষ্ট্রপতি ইয়াজউদ্দিন আহম্মেদকে বনানীতে দাফন [President Iajuddin Ahmed was buried at Banani]. Amar Desh (Bengali). 13 December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 February 2015.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაჯუდინ_აჰმედი“-დან