შაჰაბუდინ აჰმედი
შაჰაბუდინ აჰმედი (ბენგ. শাহাবুদ্দিন আহমেদ; დ. 1 თებერვალი, 1930 – გ. 19 მარტი, 2022) — ბანგლადეშელი პოლიტიკოსი, რომელსაც 1996 წლიდან 2001 წლამდე ეკავა ბანგლადეშის პრეზიდენტის თანამდებობა და 1990-1995 წლებში იყო ბანგლადეშის უზენაესი მოსამართლე.[2] როცა ჰუსეინ მოჰამად ერშადმა თანამდებობა დატოვა 1990-1991 წლებში იგი დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. 1991 წელს ხელმძღვანელობდადროებით მთავრობას და 1991 წლის თებერვალში ჩაატარა საყოველთაო არჩევნები.[2]
შაჰაბუდინ აჰმედი | |
---|---|
ბენგ. শাহাবুদ্দিন আহমেদ | |
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1930 |
დაბადების ადგილი | Kendua Upazila |
გარდაცვალების თარიღი | 19 მარტი, 2022[1] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Combined Military Hospital |
მოქალაქეობა |
ბრიტანეთის ინდოეთი პაკისტანი ბანგლადეში |
განათლება | დაკის უნივერსიტეტი |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებააჰმედი დაიბადა 1930 წლის 1 თებერვალს, პამალის სოფელ კენდუაში, ნეტროკონაი. მისი მამა, ტალუქდარ რესატ აჰმედ ბუიანი, იყო ფილანთროპი. ატესტატის და შუალედური გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მან 1948 წელს ჩააბარა დაკას უნივერსიტეტში, სადაც 1951 წელს მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი და 1952 წელს საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრის ხარისხი. მან ასევე გაიარა საჯარო ადმინისტრირების სპეციალური კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში.[3][2]
კარიერა
რედაქტირება1954 წელს აჰმედი შეუერთდა პაკისტანის საჯარო სამსახურს, მან გაიარა ტრენინგი ლაჰორის სამოქალაქო სამსახურის აკადემიასა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. იგი მსახურობდა გოპალგანჯისა და ნატორის სუბდივიზიის ოფიცრად, ასევე იყო ფარიდპურის კომისრის მოადგილე. 1960 წელს იგი გადაიყვანეს ხელისუფლების სასამართლო შტოში. შაჰაბუდინი მუშაობდა დაკასა და ბარისალში დამატებითი საოლქო და სესიის მოსამართლედ, ასევე კომილასა და ჩიტაგონგის საოლქო და სესიის მოსამართლედ. 1967 წელს იგი მუშაობდა მაშინდელი აღმოსავლეთ პაკისტანის უზენაესი სასამართლოს რეგისტრატორად დაკაში. 1972 წლის 20 იანვარს იგი დანიშნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და 1973-1974 წლებში მივლინებით მსახურობდა შრომის სააპელაციო ტრიბუნალში.[2]
1980 წლის 7 თებერვალს აჰმედი დაინიშნა ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლედ და ამ თანამდებობაზე დაამტკიცეს 1981 წლის 15 აპრილს. 1983 წლის თებერვლის შუა რიცხვებში აჰმედი იყო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც შეიქმნა საგამოძიებო კომისიის კანონით თებერვლის შუა რიცხვებში პოლიციელების მიერ სტუდენტებზე თავდასხმის შემდეგ. 1984 წელს იგი დაინიშნა ეროვნული სახელფასო კომისიის თავმჯდომარედ და წარადგინა ანგარიში, რომლის საფუძველზეც მოხდა ხელფასების მასშტაბური გაზრდა.
დროებითი მთავრობა (1990-1991 წწ.)
რედაქტირება1990 წლის 14 იანვარს აჰმედი ბანგლადეშის უზენაეს მოსამართლედ დაინიშნა. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, რომელიც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ავტოკრატიული მმართველობის შესაცვლელად დაიწყეს, 1990 წლის 6 დეკემბერს პრეზიდენტ ჰუსეინ მოჰამად ერშადის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა გადადგა. იმავე დღეს ვიცე-პრეზიდენტმა მაუდუდ აჰმედმაც დატოვა თანამდებობა, რის შემდეგაც აჰმედი ახალ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. მოგვიანებით, ერშადის გადადგომის შემდეგ, აჰმედმა დროებითი პრეზიდენტის მოვალეობა იკისრა.
აჰმედი ყველა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ერშადის, შეთანხმებით შეირჩა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად, რომლის მიზანი იყო პარლამენტის ნეიტრალური არჩევნების გამართვა.[2] 1990 წლის 9 დეკემბერს ბანგაბაბანში ფიცი დაადებინა მრჩეველთა საბჭოს და პირველი შეხვედრა 15 დეკემბერს გამართა. მეხუთე ეროვნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 1991 წლის 27 თებერვალს ჩატარდა, აჰმედმა ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ ხალედა ზიას გადასცა საპარლამენტო მმართველობა. 1991 წლის 9 ოქტომბერს იგი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და მეორე დღეს დაბრუნდა თავის წინა პოზიციაზე, როგორც უზენაესი მოსამართლე, საიდანაც საბოლოოდ 1995 წლის 1 თებერვალს გადადგა.[2]
ბანგლადეშის პრეზიდენტი (1996-2001 წწ.)
რედაქტირება1996 წლის 23 ივლისს აჰმედი არჩევნების გარეშე აირჩიეს პრეზიდენტად, მას შემდეგ რაც იგი ავამი ლიგის მთავრობამ დაასახელა და ამავე წლის 9 ოქტომბერს დაამტკიცეს თანამდებობაზე.[2] იგი თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის 14 ნოემბერს,[2] როცა 2001 წელს ავამი ლიგამ საპარლამენტო არჩევნებში წააგო, შეიხ ჰასინამ მას „მოღალატე“ უწოდა. აჰმედმა აღნიშნა:
„თუ მათი სურვილის მიხედვით ვიმოქმედებ, ანგელოზი ვარ, თუ არადა — ეშმაკი.[4]“
|
ფილანტროპია
რედაქტირება1978 წლის აგვისტოდან 1982 წლის აპრილამდე აჰმედი ბანგლადეშის წითელი ჯვრის საზოგადოების თავმჯდომარე იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მოვალეობების პარალელურად. მან დააარსა რამდენიმე სოფლის საავადმყოფო და სამშობიარო ცენტრი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტელიგატის წითელი ჯვრის საავადმყოფო (ნეტროკონა), რომელიც შვეიცარიის წითელი ჯვრის დაფინანსებით აშენდა. იგი ბანგლადეშის მთავრობის დელეგაციის წევრი იყო 1979 წელს მაროკოში, ფესში გამართულ ისლამური ქვეყნების (OIC) საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 კონფერენციაზე, სადაც განიხილეს საერთაშორისო ისლამური წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების შექმნის საკითხი. მისი ინიციატივით, ბანგლადეშის წითელი ჯვრის ძირითად საქმიანობაში დაემატა ოჯახური დაგეგმვა და მოსახლეობის კონტროლი.
პირადი ცხოვრება და მემკვიდრეობა
რედაქტირება1937 წლიდან 2018 წლამდე აჰმედი ანოვარა ბეგუმზე იყო დაქორწინებული. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი.[5][6] 2008 წელს, დაკას გულშანში მდებარე ტბას მისი პატივსაცემად დაარქვეს „რასტრაპატი ბიჩარპატი შაჰაბუდინ აჰმედის პარკი“.
2022 წლის თებერვალში აჰმედი გადაიყვანეს კომბინირებული სამხედრო ჰოსპიტალის (CMH) ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იგი გარდაიცვალა 2022 წლის 19 მარტს, 92 წლის ასაკში, იმავე ჰოსპიტალში.[7][8][9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Former president Shahabuddin passes away
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Islam, Sirajul (2012). „Ahmed, Justice Shahabuddin“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh.
- ↑ „Special Remembrance: Justice Shahabuddin Ahmed“. The Daily Star. 5 February 2016. ციტირების თარიღი: 5 February 2016.
- ↑ Ahmed, Salahuddin (2004) Bangladesh: Past and Present. APH Publishing, გვ. 273. ISBN 8176484695. ციტირების თარიღი: 3 November 2016.
- ↑ Justice Shahabuddin Ahmed. BangaBhaban. ციტირების თარიღი: 21 March 2013.
- ↑ „Shahabuddin Ahmed“. The Daily Star (ინგლისური). 25 February 2009. ციტირების თარიღი: 23 November 2017.
- ↑ „Former president Shahabuddin passes away“. The Business Standard (ინგლისური). 19 March 2022. ციტირების თარიღი: 19 March 2022.
- ↑ „Former president Justice Shahabuddin Ahmed no more“. The Daily Star. 19 March 2022.
- ↑ „Justice Shahabuddin Ahmed Park: An example of an ideal city park“. The Business Standard (ინგლისური). 2021-11-01. ციტირების თარიღი: 2023-11-13.