ჯიჯღი

(გადამისამართდა გვერდიდან Turdus philomelos)

ჯიჯღი, წრიპა ან ქვიშის შაშვი (ლათ. Turdus philomelos) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად — ციმბირში, მცირე აზიაში, ირანში. ჯიჯღი ბინადრობს საქართველოშიც. ცხოვრობს ტყეში, ბუდობს ხეზე. აპრილში დებს 4–8 მუქ დაწინწკლულ კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 12 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, მცენარეთა კენკრით და მათი თესლებით. ფრინველების უმეტესი ნაწილი სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში იზამთრებს. ამის გარდა, ჯიჯღი შემჩნეულია ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.

ჯიჯღი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  შაშვისებრნი
გვარი:  შაშვები
სახეობა:  ჯიჯღი
ლათინური სახელი
Turdus philomelos
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22708822
გავრცელება

  გვხვდება ყოველთვის
  გვხვდება ზაფხულში
  გვხვდება ზამთარში

სხეულის პარამეტრები

რედაქტირება

ქვესახეობები

რედაქტირება

როგორც ცნობილია არსებობს ჯიჯღის სამი ქვესახეობა, მათგან ერთი ირლანდიაში ბუდობს, მეორე — დიდ ბრიტანეთში, მესამე კი დანარჩენ არეალში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება