ღორისებრნი
ღორისებრნი (ლათ. Suidae) — არამცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 1 (ადრე 2 — პეკარებსაც) ქვეოჯახს: საკუთრივ ღორებს (5 თანამედროვე გვარი). საშუალო ტანის ცხოველები არიან. მათი გრძელი დინგი ბოლოვდება ხრტილოვანი რგოლით, რომელზედაც იხსნება ნესტოები. აქვთ არახშირი ბალნით, უმეტესად ჯაგრით დაფარული სხეული, ბლაგვბორცვიანი ძირითადი კბილები, ბასრი და მოხრილი ეშვები, ოთხთითიანი კიდურები (არა აქვთ 1 თითი); გვერდითი (II და V) თითები ოდნავ ეხება მიწას. პოლიგამიური და ყოვლისმჭამელი ცხოველები არიან. ქმნიან კოლტებს. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ბინადრობენ ტყეებსა და სანაპირო ბარდებში.
ღორისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გარეული ღორი (Sus scrofa) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Suidae (J. E. Gray, 1821) | ||||||||||||
|
გვარები
რედაქტირებაცნობილია შემდეგი თანამედროვე გვარები და სახეობები:[1]
სურათი | გვარი | თანამედროვე სახეობები |
---|---|---|
Sus — ღორი |
| |
Porcula | ||
Hylochoerus |
| |
Potamochoerus |
| |
Phacochoerus |
| |
Babyrousa |
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2011) Handbook of the Mammal Species of the World, vol. 2. Barcelona: Lynx Edicions, გვ. 274–291. ISBN 978-8496553774.