ტყის დიდი ღორი
ტყის დიდი ღორი (ლათ. Hylochoerus meinertzhageni) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 155–255 სმ (კუდის ჩათვლით), სიმაღლე — 110 სმ-მდე. მასა 100–275 კგ-ია. ბეწვი შავია. თავის ქალაზე, ყურებს შორის დიდი ჩაღრმავება აქვს. ქვედა ყბაზე მოკლე, ხოლო ზედაზე გრძელი ეშვები (თითო-თითო წყვილი) აქვს. ზედა ეშვები, რომლებიც 35 სმ სიგრძისაა, უკან არის მიმართული. ტახებს უზარმაზარი მეჭეჭები აქვთ თვალებს ქვემოთ. სხვადასხვა ქვეახეობის სახით გავრცელებული აფრიკაში: გვინეიდან განამდე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ სუდანსა და უგანდამდე, კონგოდან ეთიოპიასა და ტანზანიამდე. სქესობრივ სიმწიფეს ქუბი 1 წელში აღწევს, ტახი — 3–4 წელში. ნაშიერები წვიმის სეზონის წინ იბადებიან. მაკე ღორი თავშესაფარს იწყობს, სადაც გოჭებს ყრის. მაკეობა 155–175 დღე გრძელდება. ყრის 2–6 (მაქსიმუმ 11) გოჭს. მშობელი მათ 6,5–8 თვის განმავლობაში რძით კვებავს. ტყის დიდი ღორი ყოვლისმჭამელია, იკვებება მცენარეებით, ნაყოფებით, ფესვებითა და ლეშით.
ტყის დიდი ღორი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hylochoerus meinertzhageni (Thomas, 1904) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41769 | |||||||||||||||
|
ეს ღორები მკაცრად განსაზღვრულ ტერიტორიებზე ბინადრობენ — ყოველდღე ერთი და იმავე გზით გადაადგილდებიან. ტალახში წოლით კანის სინოტივეს ინარჩუნებენ. ურთიერთობენ ღრუტუნითა და სხვა ბგერების საშუალებით.
ლიტერატურა
რედაქტირება
- ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 88, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.