ბაბირუსა
ბაბირუსა (ლათ. Babyrousa babyrussa) — ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 100 სმ-მდე აღწევს, სიმაღლე — 80 სმ-მდე. იწონის 60–100 კგ-ს.[1] ტახს გრძელი და უკან გადაგრეხილი ეშვები აქვს, ნეზვს — მოკლე. გვხვდება სულავესისა (ინდონეზია) და ზოგიერთ მიმდებარე კუნძულზე. ბაბირუსები კოლტებად ცხოვრობენ ჭაობიან ტყეებსა და სანაპირო ჯაგნარში. მეღამური ცხოველია. იკვებება სხვადასხვაგვარი მცენარეებითა და ცხოველებით. სქესობრივ სიმწიფეს 5–10 თვეში აღწევს.[1] მაკეობა 4 თვე გრძელდება. ყრის 1–3 გოჭს. ისინი რძით იკვებებიან 6,5–8 თვის განმავლობაში.[1] ბაბირუსაზე ნადირობს ადგილობრივი მოსახლეობა. ხორცისა და ტყავის გარდა იყენებენ ეშვებსაც (სხვადასხვა ნაკეთობებისათვის). ცოცხლობენ 10–14 წელი.[1]
ბაბირუსა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Babyrousa babyrussa (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 2461 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 123.