კუმჟა

(გადამისამართდა გვერდიდან Salmo trutta)

კუმჟა[1] (ლათ. Salmo trutta) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. ჩრდილოეთის ორაგულის უახლოესი ნათესავი. ქმნის გამსვლელ და მტკნარწყლიან ცოცხალ (კალმახი) ფორმას; უკანასკნელი ცხოვრობს მდინარეებსა და ტბებში. გამსვლელი კუმჟას სხეულის სიგრძე 1 მ-მდე აღწევს, წონა 51 კგ-ს, ცოცხალი ფორმისა 25–30 სმ, ხოლო წონა დაახლოებით 500 გრ. სხეული დაფარულია მრავალრიცხოვანი მუქი ლაქებით;[2] მდინარეებში ზურგი მოყავისფროა, ხოლო გვერდები ვერცხლისფერი, დიდ ტბებსა და მდინარეთა შესართავებში ვერცხლისფერია. კუმჟა გავრცელებულია ევროპის სანაპიროების ზღვების აუზებში, გვხვდება შავი და კასპიის ზღვების აუზშიც. ბალტიის ზღვაზე ეწოდება ორაგული-ტაიმენი. მისი ბუნებრივი გავრცელების უკიდურესი დასავლეთი პუნქტია ისლანდია. იკვებება თევზითა და კიბოსნაირებით; ტიპური კუმჟა — გამსვლელი ფორმა ზღვაში 4 წელიწადს ცხოვრობს. ქვირითის დასაყრელად მდინარეთა ზემო და შუა დინებაში შედის; ტოფობს ოქტომბერ-ნოემბერში, ახალგაზრდა თევზი მდინარეებში 2-იდან 7 წლამდე ცხოვრობს, რის შემდეგაც ზღვაში მიგრირებს.[3] ქმნის რამდენიმე ქვესახეობას, რომელთაგან მნიშვნელოვანია მდინარის კალმახი (ლათ. Salmo trutta fario), არალის კუმჟა (ლათ. Salmo trutta aralensis) და კეზენოიამის ტბაში მობინადრე ეიზენამის კალმახი (ლათ. Salmo trutta ezenami), რომელიც ზოგჯერ დამოუკიდებელ სახეობად გამოიყოფა. კუმჟას ქვესახეობად ზოგჯერ განიხილავენ შავი ზღვის ორაგულს. სიცოცხლის განმავლობაში ტოფობს 4-11-ჯერ. ნაყოფიერება 3–30 ათ. ქვირითი.[4] ქვირითს ყრის კენჭნარ გრუტზე ბუდეებში. სპორტული თევზჭერისა და მეთევზეობას ძვირფასი ობიექტია. ადამიანის მიერ ფართოდაა გავრცელებული. აკლიმატიზებულია მათ შორის ამერიკაშიც. სახელწოდება „კუმჟა“ (ან კემჟა) მომდინარეობს საამური „kuu︢dz︣a“-დან, ფინური „kumsi“-ის მეშვეობით.[5]

კუმჟა

Salmo trutta fario
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვეოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
სახეობა:  კუმჟა
ლათინური სახელი
Salmo trutta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19861
  1. სტატიიდან ორაგული, დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 551.
  2. Расс Т.С. Жизнь животных. Том 4, часть 1. Рыбы. Под ред. проф. Т. С. Расса. - М.: Просвещение, 1971
  3. Кумжа // Большая советская энциклопедия (რუსული)
  4. Кумжа // Большая российская энциклопедия დაარქივებული 2021-05-06 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  5. Словарь иностранных слов. Под ред. академика АН УРСР А. С. Мельничука, Второе издание, Главная редакция УРЭ, Киев, 1985