Oh, By the Way — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიური ალბომების ბოქს-სეტი [3][4], რომელიც გამოიცა 2007 წლის 11 დეკემბერს, მთლიანი ყუთის სახით. მასში შეტანილია ჯგუფის ყველა სტუდიური ალბომი. აღსანიშნავია, რომ თითოეული ალბომი მოთავსებულია სპეციალურ კონვერტში, რომელიც ზუსტად იმეორებს ორიგინალური გრამფირფიტის სახეს [5]. გარდა ამისა, ყუთს თან ახლავს პლაკატი პინკ ფლოიდთან დაკავშირებული 40 ფოტოსურათით [6][7]. ბოქს-სეტის სახელწოდება აღებულია პინკ ფლოიდის სიმღერიდან „Have a Cigar“: „The band is just fantastic, that is really what I think/Oh by the way, which one's Pink?“.

Oh, By The Way
ბოქს-სეტი
გამოცემის თარიღი 10 დეკემბერი, 2007
ჩაიწერა 1967–1994
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 12:01:40
ლეიბლი EMI
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დეივიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი
პინკ ფლოიდი — ქრონოლოგია
Echoes: The Best of Pink Floyd
(2001)
Oh, By The Way
(2007)
Discovery
(2011)
ალტერნატიული გარეკანი

Oh, By The Way, ყუთის უკანა მხარე
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Pitchfork Media(4.0/10)[2]

საერთო ყუთზე გამოიყენება ორი სურათი. მათზე გამოიყენება ორი ოთახი, რომლის კედლებზე ჯგუფის წევრების ფოტოსურათებია ჩამოკიდებული. ოთახები სავსეა მინიშნებებით ჯგუფზე - საკრავებისა თუ ალბომების სხვადასხვა ელემენტის სახით. სურათი ორია - ვარდისფერი და ყვითელი კედლით. იგივე კომპოზიციის რეპროდუქციები მოთავსებულია თავად ყუთში. შეფუთვას ახლავს პოსტერი მოძველებული და წარწერით „Pink Floyd Still First In Space“.

The Final Cut-ის შემთხვევაში წარმოდგენილია 2004 წლის გამოცემა, დამატებითი სიმღერით „When The Tigers Broke Free“.

გამოცემისთანავე ყუთის შემადგენელ დისკებს ბევრი შეცდომა ჰქონდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია The Wall-ის ერთ-ერთ კონვერტზე შეცდომებით და განმეორებით გამოტანილი სიმღერების ტექსტები. მოგვიანებით EMI-მ გამოსცა შესწორებული ტირაჟი, ყველა მსურველს კი უფასოდ შეუცვალა კონვერტები.

ალბომები

რედაქტირება
  • The Piper at the Gates of Dawn (ერთგვერდიანი კონვერტი); აგვისტო 1967
  • A Saucerful of Secrets (ერთგვერდიანი კონვერტი); იანვარი 1968
  • More (ერთგვერდიანი კონვერტი); ივლისი 1969
  • Ummagumma (გასაშლელი კონვერტი, ორი დისკი); ოქტომბერი 1969
  • Atom Heart Mother (გასაშლელი კონვერტი); ოქტომბერი 1970
  • Meddle (გასაშლელი კონვერტი); ნოემბერი 1971
  • Obscured by Clouds (ერთგვერდიანი კონვერტი, მომრგვალებული გვერდებით); იანვარი 1972
  • The Dark Side of the Moon (გასაშლელი კონვერტი, ორი პოსტერი, ორი სტიკერი); მარტი 1973
  • Wish You Were Here (ერთგვერდიანი კონვერტი, საფოსტო ბარათი, შავი კონვერტი); სექტემბერი 1975
  • Animals (გასაშლელი კონვერტი); თებერვალი 1977
  • The Wall (გასაშლელი კონვერტი, ორი დისკი); დეკემბერი 1979
  • The Final Cut (გასაშლელი კონვერტი); აპრილი 1983 (ვერსია 2004 წლის გამოცემის სიმღერების სიით)
  • A Momentary Lapse of Reason (გასაშლელი კონვერტი); სექტემბერი 1987
  • The Division Bell (გასაშლელი კონვერტი); აპრილი 1994
  1. Allmusic review.
  2. Pitchfork review.[მკვდარი ბმული]
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-28. ციტირების თარიღი: 2007-11-09.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-30. ციტირების თარიღი: 2007-11-09.
  5. http://www.amazon.com/Way-Box-Set-Pink-Floyd/dp/B000X1LH6C
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2007-11-02.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-16. ციტირების თარიღი: 2007-11-09.