Nintendo-ს ვიდეო თამაშების კონსოლები

ვიკიმედიის სტატია-სია

სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი მრავალეროვნული კომპანია Nintendo-ს მიერ შეიქმნა შვიდი ვიდეო თამაშების კონსოლი, რამდენიმე პორტატიული კონსოლი და სხვადასხვა სახის მოწყობილობა. 2015 წლის 30 სექტემბერს მონაცემით კომპანიამ გაყიდა 722.22 მილიონი აპარატურა.[1][2]

ძირითადი კონსოლები

მიუხედავად იმისა, რომ Nintendo-მ შეიმუშავა ერთ-ერთი პირველი სათამაშო სისტემა Color TV-Game, საყოველთაო აღიარება მოიპოვა Nintendo Entertainment System-ის (NES)-ის გამოშვების შემდეგ 1983 წელს. NES-მა მიაღწია დიდ პოპულარობას და მიაწერენ 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისის დაძლევას. 1989 წელს კომპანიამ გამოსცა პორტატიული კონსოლი Game Boy, რომლის გაყიდვები დღეის მონაცემით 118.69 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს.[3] 1990-იანების დასაწყისში, მიუხედავად Super Nintendo Entertainment System-ის (SNES) კარგი გაყიდვებისა, ნინტენდოს საბაზრო წილი შემცირდა, მიზეზი იყო Mega Drive/Genesis-ის გამოსვლა, რომელიც იქცა მის ღირსეულ მოწინააღმდეგედ. 1990-იანების შუა პერიოდში Sony Computer Entertainment-ის PlayStation-ის გამოსვლით Nintendom და Sega-მ დაკარგეს კონსოლების ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. PlayStation გახდა ყველაზე პოპულარული კონსოლი იმ დროში და გაყიდვებით ჩამოიტოვა Nintendo 64, თუმცა ნინტენდომ გადაუწსრო Sega Saturn-ს გაყიდვებით.

მეექვსე თაობის ეპოქაში GameCube-ის გამოსვლის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე, Sony PlayStation 2-ის და Microsoft Xbox-ის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ნინტენდო იკავებდა მესამე ადგილს, თუმცა მან შეინარჩუნა ლიდერობა პორტატიულ კონსოლების ბაზარზე Game Boy Color-სა და Game Boy Advance-ის წყალობით. 2000-იანი წლების შუა პერიოდში კომპანიამ წარადგინა პირველი წარმატებული სენსორული პორტატიული კონსოლი DS და პირველი წარმატებული სახლის კონსოლი Wii, მოძრაობის დეტექტორის მოწყობილობით, რომლებიც იქცნენ ყველაზე გაყიდვად კონსოლებად. 2010 წელს ნინტენდო გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გამოსცა პორტატიული კონსოლი (3DS) 3D სტერეოგამოსახულებით, რომელიც გაიყიდა 67.08 მილიონი ასლის რაოდენობით.[4] 2012 წელს გამოვიდა Wii U, რომელიც გაყიდვების კუთხით წარუმატებელი აღმოჩნდა, შედეგად ნინტენდომ სერიოზული ფინანსური დანაკარგები განიცადა. კომპანიის მიმდინარე პროდუქტია Nintendo Switch, რომელსაც დეველოპერები თვლიან ჰიბრიდულ კონსოლად, გამოცემული 2017 წლის მარტში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერენტეში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2014-01-28). ციტირების თარიღი: 2014-01-29.
  2. 2.0 2.1 Iwata Asks: Game & Watch. Nintendo of America. ციტირების თარიღი: 2013-06-23.
  3. 3.0 3.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2016-04-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 2016-10-23.
  4. 4.0 4.1 Hardware da Software Sales Units, Nintendo, 30 მაისი, 2017
  5. Sheff, David; Eddy, Andy (1999). Game Over: How Nintendo Zapped an American Industry, Captured Your Dollars, and Enslaved Your Children. GamePress, გვ. 27. 
  6. „retrodiary: 1 April – 28 April“. Retro Gamer. Bournemouth: Imagine Publishing (88): 17. April 2011. ISSN 1742-3155. OCLC 489477015.
  7. 'Pokémon Mini'. NinDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-19. ციტირების თარიღი: 2009-02-25.
  8. Game Boy Advance: It's Finally Unveiled. IGN (August 23, 2000). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2014.
  9. Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (3 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2016.