ლიმპ ბიზკიტი

(გადამისამართდა გვერდიდან Limp bizkit)

ლიმპ ბიზკიტი (ინგლ. Limp Bizkit) — ამერიკული ნიუ-მეტალ ჯგუფი ჯექსონვილიდან. ჯგუფის ამჟამინდელი წევრები არიან: ვოკალისტი ფრედ დერსტი, გიტარისტი უეს ბორლანდი, ბასისტი სემ რივერსი და დრამერი ჯონ ოტო. ჯგუფმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 1999 წლის ალბომით Significant Other. ლიმპ ბიზკიტი სამჯერაა ნომინირებული გრემის ჯილდოზე და მიღებული აქვს რამდენიმე სხვა ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია ჯგუფის 40 მილიონი ალბომი.[1]

ლიმპ ბიზკიტი

Limp Bizkit-ის კონცერტი „Rams Head Live!“-ზე ბალტიმორში, მერილენდში 2013 წლის 3 მაისს
ბიოგრაფია
წარმოშობა ჯექსონვილი, ფლორიდა აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1994–2006
  • 2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი limpbizkit.com
ლიმპ ბიზკიტი ვიკისაწყობში

ჯგუფი ჩამოყალიბდა 1994 წელს.[2] მისმა მესამე სტუდიურმა ალბომმა Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, ჯგუფის ჩარტში წარმატებას შეუწყო ხელი. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა 1.05 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვად როკ-ალბომად, რითაც მოხსნა Pearl Jam-ის ალბომის Vs.-ს რეკორდი. 2001 წელს ბორლანდმა ჯგუფი დატოვა, ხოლო მეოთხე ალბომის Results May Vary (2003) ჩასაწერად ჯგუფს მაიკ სმითი შეუერთდა. 2005 წელს ბორლანდი ჯგუფში დაბრუნდა ალბომის The Unquestionable Truth (Part 1) ჩასაწერად, თუმცა შემდეგომში ხელმეორედ დატოვა იგი, მაგრამ 2009 წლის იანვარში კვლავ დაბრუნდა და მასთან ერთად ჩაწერა 2011 წლის ივნისში გამოცემული მეექვსე ალბომი Gold Cobra.

ადრეული წლები

რედაქტირება

1994 წელს ფრედ დერსტი სწრაფი კვების ობიექტში სემ რივერსს შეხვდა. ისინი დამეგობრდნენ და მუსიკალური ჯგუფი შექმნეს. რივერსმა ჯგუფში ბიძაშვილი, ჯონ ოტო მოიყვანა (რომელიც მანამდე უკრავდა დასარტყმელ საკრავებზე ჯაზ ბენდში). მალე მათ რობ უოტერსი შეუერთდათ (გიტარისტი), მაგრამ მას ჯგუფში დიდ ხანს არ დაუყოვნებია — მხოლოდ პირველი ოთხი დემო სიმღერის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

ლიმპ ბიზკიტის პირველი დემო ალბომი იყო Mental Aquaducts. ამ ალბომის ჩაწერისას ჯგუფს „Limp Biscut“ ერქვა. ჯგუფმა დემო Mental Aquaducts გასაცნობად გაუგზავნა Korn-ს. 1995 წელს ჯგუფი Korn-ი ჯექსონვილში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული. ფრედ დერსტი ამ დროს შეხვდა მის წევრებს და ბასისტ რეჯინალდ არვიზუს სვირინგი გაუკეთა. Mental Aquaducts-ს Korn-ზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. პირველმა დემომ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. 1995 წელს რობ უოტერსი უეს ბორლანდმა ჩაანაცვლა და ჯგუფმა ჩაწერა მეორე დემო — Three Dollar Bill, Yall$. ეს დემო ფრედმა კვლავ კორნს გაუგზავნა. ამჯერად კორნის წევრები აღაფრთოვანა მოსმენილმა. ახალმა დემომ კორნის პროდიუსერიც მოხიბლა. დერსტი „Garbage“-ის კონცერტზე შეხვდა ჯორდან შურს და მანქანაში მისი ჯგუფის სიმღერები მოასმენინა. Flip Records იყო ჯორდან შურის ლეიბლი და მან შესთავაზა ჯგუფს Flip Records-ში გაწევრიანება, რადგან დემო მასაც მოეწონა. ამ დროის განმავლობაში ლიმპ ბიზკიტი ჯგუფებთან Deftones და House of Pain ერთად ტურნეს მართავდა. 1996 წელს საბოლოოდ დაიშალა House of Pain და მისი წევრი DJ Lethal ლიმპ ბიზკიტს შეუერთდა.

Three Dollar Bill Y'All$ (1997 - 1999)

რედაქტირება

Three Dollar Bill Y'All$ ლიმპ ბიზკიტის პირველი სრული ჩანაწერია. ალბომი 1997 წელს იქნა გამოშვებული. თავდაპირველად მას ჯგუფისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია, მაგრამ ჯგუფმა Korn-ის დახმარებით მიიღო მონაწილეობა ფესტივალებსა და ტურებში, ესენია: Family Values Tour, MTV, Warped Tour და Trail of Tears. ფესტივალ Ozzfest-ის მსვლელობისას ფრედ დერსტმა თქვა:

 
„We're coming straight to you from the sewer" და "I am a piece of shit, and my band is a piece of shit“

MTV Driven ის დროს სემ რივერსმა თქვა:

 
„Our music is fueled by negativity, so by saying these things you're only fueling the fire“

უეს ბორლანდსაც ჰქონდა ამდაგვარი ფრაზები. მიუხედავად ასეთი თვითკრიტიკულობისა ტურების შემდეგ ალბომმა 28 ადგილზე გადაინაცვლა. ალბომში შედის სინგლებია: „Counterfeit“, „Sour“, „Faith“. „Faith“ არის ჯორჯ მაიკლის ის ქავერ-ვერსია. ეს სინგლი გახდა პიტერ ბერგის 1998 წლის ფილმის „გადარეული გოგონების“ საუნდტრეკი. მოგვიანებით იმავე წელს ფრედმა დუეტი ჩაწერა კორნთან.

ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული ტურია „Ladies Night in Cambodia“. ფრედმა შენიშნა რომ ლიმპ ბიზკიტის კონცერტზე ჭარბობდნენ ახალგაზრდა ბიჭი და რომ მათი შოუები გოგოების ნაკლებობას განიცდიდა. ფრედს უნდოდა, რომ უფრო მეტი გოგო მისულიყო მათ სანახავად. ამიტომ ჯგუფმა მოაწყო ტური სახელად: „Ladies Night in Cambodia“. ამ ტურის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს შეეძლო კონცერტზე უფასოდ დასწრება. ამმ დიდი შედეგი გამოიღო. „Ladies Night in Cambodia“-მ ანშლანგით ჩაიარა. გარდა ამისა ლიმპ ბიზკიტის კონცერტებზე ტურის შემდეგაც არ იყო სუსტი სქესის ნაკლებობა.

Significant Other (1999 - 2000)

რედაქტირება

ნამდვილ წარმატებას ლიმპ ბიზკიტმა 1999 წელს მიაღწია მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ. ალბომს დაერქვა Significant Other და მან Billboard 200 ში პირველი ადგილის დაკავებით დაიწყო. გამოშვების პირველ კვირას ლიმპ ბიზკიტის მეორე ალბომის 834 ათასი ეგზემპლარი გასაღდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი 16 მილიონი გაყიდვა დაფიქსირდა. ალბომის სინგლებია: Nookie, Re-Arranged, N 2 Gether Now, Break Stuff. პირველი სინგლი ფრედ დერსტმა მის ყოფილ შეყვარებულს დაუწერა. ზემოთ ხსენებულს ფრედი არ უყვარდა და მასთან მხოლოდ ფულისთვის იყო ზურგს უკან (მეგობრებში) კი დასცინოდა. მიუხედავად ამისა ფრედი კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას. სიმღერის მისამღერში ნათქვამია "I did it all for the nookie" (ქართულად: მე ამ ყველაფერს სექსისთვის ვაკეთებდი) მეორე სინგლიმა Re-Arranged პირველი ადგილი დაიკავა Modern Rock-ის ჩარტში და გამოირჩევა იმით რომ ყველაზე გრძელია ლიმპების სიმღერებს შორის ესაა უეს ბორლანდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა (ასეთები ბევრი არ არის) . N 2 Gether Now ს ჯგუფი Method Man თან ერთად მღერის. ბოლო სინგლი არის Break Stuff. Break Stuff-ზე თამამად შეიძლება ითქვას რომ არის დეპრესიული თინეიჯერების სიმღერა. ამონარიდები: Its just one of those days When you don't wanna wake up Everything is fucked Everybody sux და Its all about the he says she says bullshit. ადასტურებს ამას. სიმღერა გამოირჩევა უეს ბორლანდის ოსტატური შესრულებით.

1999 წლის ზაფხულზე ლიმპ ბიზკიტმა მიიღო მონაწილეობა: Woodstock '99 ში აქ ფრედ დერსტს უსიამოვნება მოუვიდა Break Stuff ის შესრულების დროს. ეს ვიდეო ხელმისაწვდომია იუტუბში (ბმული)

Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water (2000 - 2001)

რედაქტირება

Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water გამოშვებულ იქნა 2000 წლის 17 ოქტომბერს.

მსოფლიო მასშტაბით ალბომის 25 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს არის ლიმპ ბიზკიტის ყველაზე წარმატებული ალბომი. ალბომის სინგლებმა: My Generation, Rollin' (Air Raid Vehicle), Take a Look Around, Boiler, My Way დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამ სინგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა Rollin. ის VH1's -მა 50 საუკეთესო ცუდ სიმღერაში შეიყვანა და ჟურნალ Blenderის 50 ყველაზე ცუდი სიმღერის რაც ოდესმე ვინმეს შეუქმნია ჩამონათვალში მეოთხე ადგილი მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი როლინს ხელს არ უშლიდა კვირების განმავლობაში პირველი ადგილი შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში.

ეს იყო ლიმპების ყველაზე წარმატებული სიმღერა. ალბომში აგრეთვე გამოირჩევა სიმღერა Hot dog. მიუხედავად იმისა რომ ის სინგლად არ გამოშვებულა მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიმღერის თავისებურება არის უცნაური ტექსტი. მასში ზუსტად 45 ჯერ არის ნახსენები სიტყვა " fuck".

უეს ბორლანდის პირველი წასვლა

რედაქტირება

2001 წელს ფრედ დერსტს უთანხმოება მოუვიდა უეს ბორლანდთან და უესმა დატოვა ლიმპ ბიზკიტი. ამას ნეგატიურად შეხვდა ხალხი. უეს ბორლანდი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით და შემოქმედებითაბით. აღსანიშნია ისიც რომ ვეს ბორლანდის ჯგუფში მოსვლამდე გამოშვებული ალბომი წარუმატებელი იყო ხოლო მისი მოსვლის შემდეგ "ელ ბი" პოპულარული გახდა. ვიზის წასვლის შემდეგ ჯგუფმა ისეთ წარმატებას ვეღარ მიაღწია როგორიც 2001 წელს ჰქონდა და მისმა რეიტინგმა ნელ-ნელა დაცემა იწყო.

Results May Vary (2002 - 2004)

რედაქტირება

2002 წელს ლიმპ ბიზკიტი გიტარისტის გარეშე დარჩა. დაიწყო კამპანია ახალი წევრის მოსაძებნად სახელად "Put Your Guitar Where Your Mouth Is" ფრედმა თქვა რომ ჯგუფს შეიძლება ქალი ან რამდენიმე წევრი შემატებოდა. სანამ ჯგუფი ახალი წევრების ძიებაში იყო სიმღერების წერა არ შეუწყვეტია. მათ დაწერეს და შემდგომ WrestleMania XIX ში ცოცხლად შეასრულეს სიმღერა "Crack Addict". ამ დროისთვის ბიზკიტებს გიტარისტი არ ჰყავდათ ამიტომ ბრიან უელჩმა (koRn იდან) და ფრედ დერსტმა დაწერეს გიტარა სიმღერისთვის. სიმღერა არასდროს არ გამოსულა გასაყიდად, მაგრამ მისი გადმოწერა შესაძლებელია myspace-ზე. სხვადასხვა მიზეზების გამო "lb" ს "Put Your Guitar Where Your Mouth Is" რომელიც ახალი წევრების დასამატებლად იყო განკუთვნილი ჩაიშალა. ამის მიუხედავად ჯგუფი Snot ის გიტარისტი, მაიკ სმითი, რომელიც WrestleMania XIX ზე გამოდიოდა ბიზკიტებთან ერთად შეუერთდა ლიმპ ბიზკიტს. ამის შემდეგ ჯგუფმა სტილი შეიცვალა. ამის აღსანიშნავად ჯგუფმა სახელიც შეიცვალა. limp bizkit-ის ნაცვლად limpbizkit-ი დაირქვეს.ახალი ალბომი ლიმპ ბიზკიტმა 2003 წლის 23 სექტემბერს გამოუშვა. Results May Vary, გახდა ელბის ბოლო ალბომი რომელიც ტოპ 10 ში მოხვდა. ამ ალბომის ნახევარში გიტარა სემ რივერსმა ჩაწერა ნახევარი მაიკ სმითმა ხოლო სიმღერა "Build a Bridge" ველშმა. ეს ალბომი არ გამოდგა ისე წარმატებული როგორც Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water. Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water პირველ კვირას მილიონჯერ გაიყიდა მართალია ასეთი წარმატება Results May Vary-ს არ ჰქონია , მაგრამ The Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. ალბომის სინგლებია:Eat You Alive და Behind Blue Eyes. გარდა ამისა სინგლებად შეიძლება ჩაითვალოს Build a Bridge და Almost Over. ზემოთ ხსენებულები უნდა გამოსულიყვნენ სინგლებად Behind Blue Eyes ის შემდეგ მაგრამ მაიკ სმითის წასვლის შემდეგ აღარ გამოუშვიათ. 2003 წელს ლიმპ ბიზკიტი წავიდა Summer Sanitarium Tour 2003 ში სადაც აგრეთვე მეტალიკა, ლინკინ პარკი, Deftones და Mudvayne მონაწილეობდნენ. (ჩიკაგო-ში კონცერტის დროს შეშლილი მსმენელი ავარდა სცენაზე და ფრედ დერსტს შეაგინა. 6 სიმღერის შემდეგ ფრედმა დატოვა სცენა)

The Unquestionable Truth (Part 1) და Greatest Hitz (2004-2006)

რედაქტირება

2004 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ უეს ბორლანდი (ბიზკიტის ყოფილი წევრი 2001 წლამდე ) ჯგუფში დაბრუნდა. ლიმპ ბიზკიტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სურათები სადაც უესი ჯგუფთან ერთად იყო. მათ საიტზე აგრეთვე გამოქვეყნდა ვიდეო ცოცხალი შესრულებით. სადაც ბიზკიტი ახალი შემადგენლობით(ბორლანდთან ერთად) ასრულებდა სიმღერას The Truth. დერსტმა ბორლანდის დაბრუნების შესახებ თქვა:"We are very content with Mike being gone. We are the type of people that stay true to our family and our instincts and at any moment will act on intuition as a whole. Mike wasn't the guy. We had fun playing with him, but always knew, in the back of our minds, that he wasn't where we needed him to be mentally." უეს ბორლანდის დაბრუნების შემდეგ ჯგუფი თავდაპირველ Fairuseს დაუბრუნდა. გარდა ამისა ლმპებმა დააბრუნეს Ross Robinson, რომელიც ბიზკიტის პროდიუსერი იყო პირველი ალბომის Three Dollar Bill Y'All$ ის დროს.და ფრედი ხალხს შეპირდა რომ ახალი ალბომი იქნებოდა Three Dollar Bill Y'All$-ს სტილში.

The Unquestionable Truth (Part 1)

რედაქტირება

The Unquestionable Truth (Part 1) გამოშვებულ იქნა,2005 წლის 3 მაისს, როგორც მინი ალბომი და Billboard 200-ში 24 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გაყიდვებს პირველ კვირას ალბომის 37 000 ასლი

გაიყიდა. სულ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი მილიონზე მეტი. კრიტიკოსები ამბობენ რომ ფრედ დერსტი ამ ალბომში ცდილობდა Rage Against the Machine-ის ვოკალისტის ზაკ დე ლა როჩას მიბაძვას.

Greatest Hitz არის ლიმპ ბიზკიტის პირველი ალბომი რომელიც მის საუკეთესო ჰიტებს შეიცავს. ის 2005 წლის 8 ნოემბერს გამოუშვეს.

უეს ბორლანდის მეორედ წასვლა და ახალი გიტარისტი

რედაქტირება

2006 წელს უეს ბორლანდმა შექმნა თავისი პროექტი Black Light Burn და დატოვა ჯგუფი. მის მაგივრად ჯგუფში ევანესენსის გიტარისტი ტერი ბალზამო მოვიდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. McGregor, Nick. (17 აპრილი, 2013) Unabashed Aggressors. Folio Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი, 2013. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2013.
  2. Limp Bizkit Bio. AllMusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2018.