The Truth„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 22 აპრილს გავიდა.

The Truth
სეზონი 1, ეპიზოდი 6
ეთერში გას. თარიღი 22 აპრილი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი კარლტონ კუზი და კერი ერინი
რეჟისორი ტაკერ გეიტსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Ocean View“
შემდეგი →
„The Man in Number 9“

მოკლე შინაარსი რედაქტირება

ნორმა ემას აფრთხილებს, რომ ზოგიერთი საიდუმლო აჯობებს, რომ მათ შორის დარჩეს, ამასობაში კი დილანი ნორმანს სთხოვს, რომ საცხოვრებლად მასთან ერთად გადავიდეს.

სიუჟეტი რედაქტირება

 

იმის გაგების შემდეგ, რომ გოგონა შელბის ჰყავდა, აღშფოთებული ნორმა მასთან წასვლას შეეცდება, თუმცა ნორმანი შეაჩერებს. გოგონას მოტელში დარჩენის საშუალებას აძლევენ და გადაწყვეტენ, რომ შელბის შესახებ პოლიციას მომდევნო დღეს აცნობონ. ნორმას მისი დასმენა კით სამერსის ქამრის პოვნამდე არ შეუძლია. დილანი და ნორმანი კითის ნავზე ქამარს იპოვნიან და ყურეში აგდებენ.

 

ნორმანი და დილანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, რა დროსაც სახლში შელბი მოდის და ამბობს, რომ ნორმასთან ერთად ყოფნა უნდა. ისინი მოტელში მიდიან და სექსი აქვთ. სწორედ ამ დროს ის გაიგონებს მილებში წყლის მოძრაობის ხმას. შელბი ამის მიზეზის გაგებას შეეცდებაა და ჯიაოს იპოვის. შეძრწუნებული გოგონა ტყეში გაიქცევა, შელბი მას ესვრის, თუმცა ნორმა ხელს შეუშლის. შელბი ჯიაოს ტყეში აედევნება. ნორმანი და დილანი სახლში ბრუნდებიან და ნორმას ქამრის შესახებ ეტყვიან.

 

შელბი ბრუნდება და იარაღის მუქარით დილანს მის იარაღს გამოართმევს, შემდეგ კი ამბობს, რომ მათთან გასაუბრება უნდა. სახლში ის ნორმას სცემს, რის გამოც ნორმანი მწყობრიდან გამოდის და მას თავს ესხმის. შელბი ნორმანს ბუფეტს შეაჯახებს, რის შედეგადაც შუშები იმსხვრევა და ნორმანი იატაკზე უგონოდ ეცემა, ამ მომენტით დილანი ისარგებლებს, იარაღს აიღებს და შელბის სროლას დაუწყებს. ამასობაში, ნორმა ნორმანის მანქანამდე მიყვანას ცდილობს. შელბი და დილანი ერთმანეთს ესვრიან, ხოლო ნორმა აღმოაჩენს, რომ მანქანის გასაღები სახლში დარჩა. ამ დროს სახლიდან შელბი გამოდის, რომელიც სახეში ერთხელ და მუცლის არეში მრავალჯერ არის დაჭრილი. ის ნორმას და ნორმანს იარაღს დაუმიზნებს, თუმცა მიწაზე ენარცხება და კვდება.

 

დილანი სახლიდან გამოიქცევა და ის და ნორმა ერთმანეთს გადაეხვევიან. დილანი ამბობს, რომ აპირებს, პოლიციას ყველაფერი მოუყვეს, რა დროსაც ნორმა ნორმანის მამის სიკვდილის შესახებ სიმართლეს უმხელს: ნორმას ცემისას ნორმანი მწყობრიდან გამოვიდა და მამამისი მოკლა, თუმცა ამის შესახებ მას არაფერი ახსოვს. ბოლოს, ნორმა დილანს უცხადებს, რომ ან ნორმანის დაცვაში დაეხმაროს, ან გზიდან ჩამოეცალოს, სწორედ ამ დროს კი პოლიცია მოდის.

მსახიობები რედაქტირება

მთავარი რედაქტირება

მოწვევით რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  • ამ ეპიზოდს 2.93 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
  • ემა ნორმანს ეუბნება: „ნამდვილად შოკისმომგვრელი უნდა იყოს, როცა იგებ კაცი, რომელიც მოგწონს, ნამდვილი ურჩხულია“. ეს მოასწავებს ნორმანის სერიული მკვლელის ბედს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ამანდა კონდოლოი. (23 აპრილი, 2013 წ.) Monday Cable Ratings: 'Love and Hip Hop: Atlanta' Wins Night + WWE Raw, 'Teen Mom II', NBA Playoffs & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2013 წ..
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Truth&oldid=4080310“-დან