ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი)
„ბეიტსის მოტელი“ (ინგლ. Bates Motel) — ამერიკული ფსიქოლოგიური დრამატული თრილერის ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ეთერში გადიოდა 2013 წლის 18 მარტიდან 2017 წლის 24 აპრილამდე.[1][2][3] სერიალი შექმნეს კარლტონ კუზმა, კერი ერინმა, ენტონი ციპრიანომ, ხოლო აწარმოეს Universal Television-მა და ტელეკომპანია A&E-მ.[4]
ბეიტსის მოტელი | |
---|---|
ჟანრი |
|
ეფუძნება |
პერსონაჟები „ფსიქოდან“ — რობერტ ბლოხი |
შეიმუშავა |
|
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორ(ებ)ი | კრის ბეიკონი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 5 |
ეპიზოდი | 50 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
ადგილ(ებ)ი | ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია |
ოპერატორი |
|
რედაქტორ(ებ)ი |
|
ხანგრძლივობა | 40–47 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი |
|
ეთერი | |
ორიგინალური არხი | A&E |
ჩვენების ფორმატი | 1080i (16:9 HDTV) |
აუდიო ფორმატი | 5.1 surround sound |
ეთერში | 18 მარტი, 2013 | — 24 აპრილი, 2017
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალი ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ფილმის „ფსიქოს“ პრიკველია (რომელიც დაფუძნებულია რობერტ ბლოხის 1959 წლის იმავე სახელწოდების რომანზე) და ასახავს ნორმან ბეიტსისა (ფრედი ჰაიმორი) და დედამისის, ნორმა ბეიტსის (ვერა ფარმიგა) ცხოვრებას გამოგონილ ქალაქში (თეთრი ფიჭვის ყურე, ორეგონის შტატი), ხოლო მოვლენები ვითარდება დღევანდელ დროში.[5][6] მიუხედავად ამისა, ბოლო სეზონი რაღაც კუთხით იმეორებს „ფსიქოს“ სიუჟეტს. მაქს ტირიოტი და ოლივია კუკი ასევე მონაწილეობენ მთავარ როლებში მთელი სერიალის განმავლობაში. პირველ სეზონში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის შესრულების შემდეგ, მეორე სეზონიდან ნესტორ კარბონელი მთავარი პერსონაჟების სიას დაემატა. ნიკოლა პელცსა და კენი ჯონსონს ტელესერიალის სხვადასხვა ეტაპზე მთავარი როლები ჰქონდათ.
სერიალი იწყება არიზონაში, ნორმას ქმრის გარდაცვალებით, რის შემდეგაც ის ყიდულობს „მეზღვაურის მოტელს“ (ინგლ. Seafairer Motel) ორეგონში, სანაპიროსთან მდებარე ქალაქში, რათა მან და ნორმანმა ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლონ.[4][7][8] მომდევნო სეზონები ასახავს ნორმანს, რომლის ფსიქიკური დაავადება დროთა განმავლობაში საშიში ხდება და ნორმას, რომელიც ცდილობს საკუთარი შვილის დაცვას გარშემომყოფთაგან და მათ დაცვას ნორმანისგან. სერიალი გადაღებულია ვანკუვერის გარეთ, ალდერგროვში (ბრიტანეთის კოლუმბია) და სხვა მიმდებარე ადგილებში.
ტელეკომპანია A&E-მ სერიალის პილოტის გამოტოვება და მისი სრული ჩვენება გადაწყვიტა, რისთვისაც ათ-სერიანი პირველი სეზონი შეუკვეთა.[4] „ბეიტსის მოტელი“ არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ორიგინალურ სცენარზე შექმნილი ტელესერიალი.[9] სერიალის წამყვანმა მსახიობებმა, ვერა ფარმაგამ და ფრედი ჰაიმორმა დიდი აღიარება მოიპოვეს სერიალში მონაწილეობისთვის, მათ მიიღეს პრაიმტაიმის ემისა და სატურნის ჯილდოები როგორც საუკეთესო მსახიობებმა. „ბეიტსის მოტელმა“ ასევე მოიპოვა სამი ჯილდო ხალხის რჩეული სერიალისა და მსახიობებისთვის (ფარმიგა და ჰაიმორი).
სერიალის მიმოხილვა
რედაქტირებასეზონი | ეპიზოდი | ეთერში | |||
---|---|---|---|---|---|
პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში | ||||
1 | 10 | 18 მარტი, 2013 | 20 მაისი, 2013 | ||
2 | 10 | 3 მარტი, 2014 | 5 მაისი, 2014 | ||
3 | 10 | 9 მარტი, 2015 | 11 მაისი, 2015 | ||
4 | 10 | 7 მარტი, 2016 | 16 მაისი, 2016 | ||
5 | 10 | 20 თებერვალი, 2017 | 24 აპრილი, 2017 |
პირველი სეზონი
რედაქტირებაპირველ სეზონში ნორმა და ნორმან ბეიტსები მოტელს ყიდულობენ ნორმანის მამის სიკვდილის შემდეგ. ერთ-ერთ პირველ ღამეს მოტელის ყოფილი მფლობელი შემოიჭრება და ნორმაზე სექსუალურად ძალადობს. ნორმანი თავდამსხმელს გათიშავს, ხოლო ნორმა სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს. ის გადაწყვეტს, რომ მკვლელობა გადაფარონ და ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინონ. ისინი სხეულს თავიდან იშორებენ. დანაშაულის დაფარვას ართულებს ის, რომ ნორმანი მსხვერპლის ქამარს ინახავს. როდესაც ქალაქის შერიფმა და მისმა მოადგილემ მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეიტყვეს, ნორმამ და ნორმანმა ყველაფერი უნდა გააკეთონ სიმართლის დასამალად.
მეორე სეზონი
რედაქტირებამეორე სეზონში მოვლენები ნორმანის მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ვითარდება, რომლის იდუმალებით მოცული წარსული სააშკარაოზე გამოდის. ამავდროულად, ნორმა მოტელის მუშაობის შესანარჩუნებლად და შემოვლითი გზის აშენების შესაჩერებლად სარისკო გადაწყვეტილებებს იღებს. მამამისის მკვლელის ძებნის პროცესი ბრედლის ექსტრემალურ სიტუაციაში აგდებს, ხოლო დილანი მისი მშობლების შესახებ შოკისმომგვრელ სიმართლეს იგებს.
მესამე სეზონი
რედაქტირებამესამე სეზონი ყურადღებას ამახვილებს ნორმანზე, რომელიც თავის არამდგრად ფსიქიკაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. წინა სეზონის დრამატულმა მოვლენებმა ნორმას დაანახა მისი შვილის გონებრივი არასტაბილურობა. ამასობაში, შერიფი რომერო ბეიტსების ოჯახს ნელ-ნელა შორდება, რადგან ეჭვი აქვს, რომ ნორმა მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ ატყუებს.
მეოთხე სეზონი
რედაქტირებამეოთხე სეზონში ნორმა შეშფოთებულია მისი შვილის გამო და ყველაფერს აკეთებს მისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ეს არღვევს მათ შორის ოდესღაც არსებულ მტკიცე ნდობას, რადგან ნორმანს რეალობის აღქმა უჭირს. ამასობაში, შერიფი რომერო კიდევ ერთხელ ბრუნდება ნორმასა და ნორმანის ცხოვრებაში. იგი ნორმასთან დაქორწინებაზე თანახმაა, რადგან მისი დაზღვევით ნორმა შეძლებს ნორმანის ძვირადღირებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებას.
მეხუთე სეზონი
რედაქტირებამეხუთე სეზონი ნორმას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ იწყება. ნორმანი, რომელიც საჯაროდ ბედნიერად და სტაბილურად გამოიყურება, თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს სახლში, სადაც მისი გათიშვები უფრო და უფრო ხშირდება და „დედა“ მასზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობს. ამასობაში, დილანი და ემა კვლავ ნორმანის სამყაროში აღმოჩნდებიან, ხოლო რომეროს თავის გერზე შურისძიება სწყურია.
მსახიობები და პერსონაჟები
რედაქტირება- ვერა ფარმიგა — ნორმა ლუის ბეიტსი
- ფრედი ჰაიმორი — ნორმან ბეიტსი
- მაქს ტირიოტი — დილან მასეტი
- ოლივია კუკი — ემა დეკოდი
- ნიკოლა პელცი — ბრედლი მარტინი (სეზონები 1–2; მოწვევით: სეზონი 3)
- ნესტორ კარბონელი — შერიფი ალექს რომერო (სეზონები 2–5; მეორეხარისხოვანი: სეზონი 1)
- კენი ჯონსონი — კელებ კალჰუნი (სეზონი 3; მეორეხარისხოვანი: სეზონები 2, 5; მოწვევით: სეზონი 4)
წარმოება
რედაქტირებაშემუშავება
რედაქტირება2012 წლის 12 იანვარს განაცხადეს, რომ A&E აწარმოებდა სერიალს სახელწოდებით „ბეიტსის მოტელი“, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ პრიკველი იქნებოდა.[10] პირველი სცენარი დაწერა ენტონი ციპრიანომ.[11] 2012 წლის მარტში პროექტს შეუერთდნენ კარლტონ კუზი და კერი ერინი, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერები და სცენარის ავტორები.[12] კუზმა განაცხადა, რომ „ბეიტსის მოტელის“ შთაგონება სერიალი „ტვინ პიქსი“ იყო. მან თქვა, რომ „ჩვენ ფაქტობრივად ტვინ პიქსის სიუჟეტი მოვიპარეთ... თუ ამ აღიარების გაგონება გსურდათ, პასუხი დადებითია. ძალიან მიყვარდა ეს გადაცემა. მხოლოდ 30 ეპიზოდი გადაიღეს. კერიმ [ეჰრინი] და მე ვიფიქრეთ, რომ დანარჩენ 70-ს ჩვენ გადავიღებდით.“[13] 2012 წლის 2 ივლისს A&E-მ „ბეიტსის მოტელი“ შეუკვეთა.[14] 2013 წლის იანვარში სერიალის მუსიკის დასაწერად კრის ბეიკონი დაიქირავეს.[15]
კასტინგი
რედაქტირებაკასტინგი დაიწყო 2012 წლის აგვისტოში. პირველი მსახიობი, რომელიც მთავარი როლის, ნორმა ლუის ბეიტსის, შესრულებისთვის წარდგა, იყო ვერა ფარმიგა.[16] 2012 წლის 14 სექტემბერს ნორმან ბეიტსის როლის შესასრულებლად ფრედი ჰაიმორი დაინიშნა.[17] იმავე დღეს მაქს ტირიოტი აირჩიეს ნორმანის ნახევარძმის, დილან მასეტის როლისთვის.[18] მოგვიანებით, 2012 წლის 19 სექტემბერს, ნიკოლა პელცი დაინიშნა ბრედლი მარტინის როლის შესასრულებლად, რომელიც ნორმანის სავარაუდო სასიყვარულო ინტერესი იქნებოდა.[19] და ბოლოს, 2012 წლის 20 სექტემბერს ოლივია კუკი სერიალის მთავარ პერსონაჟთა სიას შეუერთდა როგორც ემა დეკოდი, ნორმანის საუკეთესო მეგობარი.[20] ნესტორ კარბონელი პირველ სეზონში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლს ასრულებდა, მაგრამ მეორე სეზონიდან მთავარ პერსონაჟთა სიაში გადაინაცვლა.[21] 2014 წლის ივლისში, კენი ჯონსონი მეორე სეზონში დროგამოშვებით ნორმას ძმის, კელებ კალჰუნის როლს ასრულებდა, რომელიც მესამე სეზონისთვის რეგულარული პერსონაჟი გახდა.[22] 2016 წლის 22 ივნისს Comic-Con International-ზე განაცხადეს, რომ რიანა ბოლო, მეხუთე სეზონში მარიონ კრეინის სიმბოლურ როლს შეასრულებდა.[23]
გადაღება
რედაქტირებაბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს დაახლოებით 1054 272-ე ქუჩაზე ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც სერიალის ცალკეული ნაწილებია გადაღებული.[24][25] ორიგინალი სახლი და მოტელი მდებარეობს Universal Studios-ში, ჰოლივუდში, ლოს ანჯელესში. სერიალი ასევე გადაიღეს ვანკუვერის მრავალ ადგილას, მათ შორის სტივსტონში, კოკიტლამში, ჰორსშოუს ყურესა (დასავლეთ ვანკუვერი) და ფორტ-ლენგლიში. 2017 წლის თებერვალში, სერიალის გადაღების დასრულების შემდეგ ალდერგროვში მდებარე ბეიტსის მოტელის ნაგებობა დაანგრიეს.[26]
მიღებული შეფასებები
რედაქტირებაკრიტიკოსთა გამოხმაურება
რედაქტირებაპირველმა სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. საიტ Metacritic-ზე 34 კრიტიკოსის მიერ სეზონი შეფასებულია 100-დან 66 ქულით.[27] Rotten Tomatoes-ზე სეზონს მიღებული აქვს 84% „certified fresh“ შეფასება, საშუალო რეიტინგით 7.11/10 (43 მიმოხილვაზე დაყრდნობით). საიტის კრიტიკოსთა შეფასებაში წერია: „ბეიტსის მოტელი იყენებს როგორც გონებრივი მანიპულირებისა და იდუმალების შიშის ტაქტიკებს, ასევე პერსონაჟთა ენერგიულ მოქმედებას და უხერხულ, მაგრამ გასაოცარ ურთიერთობებს.“[28]
მეორე სეზონმაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. Metacritic–მა 11 კრიტიკოსზე დაყრდნობით სეზონი 100 ქულიდან 67-ით შეაფასა.[29] Rotten Tomatoes-ზე სეზონს აქვს 90% „certified fresh“ შეფასება, საშუალო რეიტინგით 8.02 /10 (21 მიმოხილვის საფუძველზე). საიტის შეფასებაში ნათქვამია: „ბეიტსის მოტელი დამაჯერებელი შესრულებებითა და გამორჩეული სცენარით ახერხებს კლასიკური თრილერის გაცოცხლებას“.[30]
ბეიტსის მოტელის მესამე სეზონმა Metacritic–ზე 100–დან 72 ქულა მიიღო. Rotten Tomatoes-მა 21 მიმოხილვაზე დაყრდნობით სეზონი 95%-ით შეაფასა.[31] საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ტაბუდ ქცეულ დედა-შვილის შემზარავ ურთიერთობას, უხერხულად ამუქებს მის უკვე არსებულ მომაჯადოებელ ატმოსფეროს“.[32]
ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონმა კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება მოიპოვა. Rotten Tomatoes-მა 17 მიმოხილვით სეზონი 100%-ით შეაფასა. საიტის შეფასებით, „ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონი პირნათლად ახერხებს დედა-შვილის საზარელი ბედისკენ გადახრას.“[33] Upprox-ის კრიტიკოსის ალან სეპინუოლის სიტყვებით, „ბეიტსის მოტელი“ კარგი მხოლოდ მეოთხე სეზონის შუა ნაწილიდან გახდა, როცა სერიალმა სიუჟეტის უკეთესი დანიშნულება და „ტრაგიკული ბრწყინვალება“ შეიძინა.[34]
ბეიტსის მოტელის ბოლო, მეხუთე სეზონმა Metacritic–ზე 100–დან 81 ქულა მიიღო, რაც მიუთითებს „უნივერსალურ აღიარებაზე“[35]. Rotten Tomatoes-მა 21 მიმოხილვიდან სეზონი 100%-იანი რეიტინგით შეაფასა. საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელის ბოლო სეზონი ფრენჩაიზის სრულ წრეს კრავს ნორმან ბეიტსის განსაცდელისა და მწუხარების სასიამოვნო და შემზარავი დასასრულით.“[36]
რეიტინგები
რედაქტირებასეზონი | ეთერში გასვლის განრიგი (აღმოსავლეთის დროით) | ეპიზოდების რაოდენობა | დაიწყო | დასრულდა | მაყურებლთა საშუალო რაოდენობა (მლნ.) | ||
---|---|---|---|---|---|---|---|
თარიღი | პრემიერის მაყურებლები (მლნ.) |
თარიღი | ფინალის მაყურებლები (მლნ.) | ||||
1 | ორშაბათი, 22:00 | 10 | 2013 წლის 18 მარტი | 3.04 [37] | 2013 წლის 20 მაისი | 2.70 [38] | 2.70 [39] |
2 | 10 | 2014 წლის 3 მარტი | 3.07 [40] | 2014 წლის 5 მაისი | 2.30 [41] | 2.30 [42] | |
3 | ორშაბათი, 21:00 | 10 | 2015 წლის 9 მარტი | 2.14 [43] | 2015 წლის 11 მაისი | 1.67 [44] | 1.80 [45] |
4 | 10 | 2016 წლის 7 მარტი | 1.55 [46] | 2016 წლის 16 მაისი | 1.50 [47] | 1.45 [48] | |
5 | ორშაბათი, 22:00 | 10 | 2017 წლის 20 თებერვალი | 1.34 [49] | 2017 წლის 24 აპრილი | 1.41 [50] | 1.29 [51] |
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებამედია
რედაქტირებასეზონი | ეპიზოდები | გამოშვების თარიღი | დამატებითი ატრიბუტები | სქოლიო |
---|---|---|---|---|
1 | 10 | 2013 წლის 17 სექტემბერი |
|
[52] |
2 | 10 | 2014 წლის 7 ოქტომბერი |
|
[53] |
3 | 10 | 2015 წლის 13 ოქტომბერი |
|
[54] |
4 | 10 | 2016 წლის 18 ოქტომბერი |
|
[55] |
5 | 10 | 2017 წლის 19 სექტემბერი |
|
[56] |
1, 2, 3, 4 და 5 | 50 | 2017 წლის 19 სექტემბერი |
|
[57] |
საერთაშორისო მაუწყებლობა
რედაქტირებაკანადაში სერიალი გადის მხოლოდ ამერიკულ ტელეკომპანია A&E-ზე, რომელსაც ხელმისაწვდომს ხდის კანადის საკაბელო და სატელიტური კომპანიების უმეტესობა. ავსტრალიაში სერიალის პრემიერა შედგა 2013 წლის 26 მაისს Fox8-ზე,[58] დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში — Universal Channel-ზე 2014 წლის 2 აპრილს,[59] იამაიკაში — 2014 წლის 11 აგვისტოს CVM TV-ზე. შუა აღმოსავლეთში პირველი სეზონის პრემიერა აჩვენეს 2014 წლის შუა პერიოდში, ხოლო მეორე სეზონის — 2015 წლის 5 იანვარს OSN First HD-ზე.[60] ფილიპინებში ბეიტსის მოტელის ჩვენება დაიწყეს 2013 წლის 12 აგვისტოს Jack TV-ზე, სამხრეთ აფრიკაში 2013 წლის 21 ივნისს Mnet-ზე,[61] ინდოეთში — 2015 წლის 6 ნოემბერს Colors Infinity-ზე. 2019 წლის მაისისთვის Netflix-მა სერიალი მსოფლიოს სულ მცირე 30 ქვეყნისთვის გახადა ხელმისაწვდომი.[62]
მერჩენდაიზი
რედაქტირებაNBCUniversal-მა Hot Topic-თან პარტნიორობით გამოუშვა ბეიტსის მოტელით შთაგონებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მათ შორის სააბაზანოს ხალათები და სისხლიანი საშხაპე ფარდები, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა Hot Topic-ის საიტ და მაღაზიებში 2014 წლის 18 მარტიდან.[63] 2018 წლიდან Hot Topic მერჩენდაიზს აღარ ყიდის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ A&E Network to Premiere New Original Scripted Drama Series 'Bates Motel' on Monday, March 18 at 10PM ET/PT. ციტირების თარიღი: January 4, 2013.
- ↑ Langmann, Kurt. 'Psycho' prequel shot in Aldergrove. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 21, 2012. ციტირების თარიღი: January 2, 2013.
- ↑ BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 27, 2012. ციტირების თარიღი: January 2, 2013.
- ↑ 4.0 4.1 4.2 A&E Network Orders 'Bates Motel' to Series (July 2, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 6, 2013. ციტირების თარიღი: November 19, 2012.
- ↑ McNamara, Mary. (March 18, 2013) Review: 'Bates Motel' a twisty, moody modern prequel to 'Psycho'.. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 27, 2013. ციტირების თარიღი: November 19, 2012.
- ↑ Danzis, Alan. (March 18, 2013) 'Bates Motel': An Intriguing Contemporary Prequel To 'Psycho'. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 22, 2013. ციტირების თარიღი: April 16, 2013.
- ↑ Stanley, Alessandra. (March 17, 2013) Mother, as She Lives and Breathes. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2013.
- ↑ Garvin, Glenn. (March 17, 2013) Tension builds in The Lake, but dies at the Bates Motel. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 21, 2013.
- ↑ Goldberg, Lesley. (June 15, 2015) 'Bates Motel' Renewed for Two More Seasons at A&E; 'Returned' Cancelled. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2015.
- ↑ Goldberg, Lesley. (January 12, 2012) TCA: 'Psycho' Prequel Series 'Bates Motel' in the Works at A&E. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 19, 2015.
- ↑ Semigran, Aly. (January 12, 2012) A&E developing 'Psycho' prequel TV series. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 3, 2015.
- ↑ Goldman, Eric. (March 9, 2012) Lost Showrunner Carlton Cuse Joins Psycho Prequel. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 8, 2016.
- ↑ Haithman, Diane. (May 10, 2013) Carlton Cuse At 'Bates Motel' Panel: "We Pretty Much Ripped Off 'Twin Peaks'". დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2013. ციტირების თარიღი: May 11, 2013.
- ↑ Goldberg, Lesley. (July 2, 2012) A&E Orders Carlton Cuse's 'Psycho' Prequel 'Bates Motel' Straight to Series. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 26, 2014.
- ↑ Chris Bacon to Score 'Bates Motel' (January 12, 2013).
- ↑ Hibberd, James. (August 27, 2012) Norman Bates' mother cast in A&E's 'Psycho' series. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 20, 2014.
- ↑ Keck, William. (September 14, 2012) Keck's Exclusives: Bates Motel Casts Its Norman – Today's News: Our Take. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 18, 2014.
- ↑ Goldberg, Lesley. (September 14, 2012) A&E's 'Bates Motel' Adds Max Thieriot as Norman's Brother. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 27, 2014.
- ↑ Goldberg, Lesley. (September 19, 2012) 'Bates Motel' Adds 'Last Airbender' Actress as Love Interest for Norman (Exclusive). The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 27, 2014.
- ↑ Jeffery, Morgan. (September 20, 2012) 'Psycho' TV prequel 'Bates Motel' adds 'Blackout' star Olivia Cooke. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2013.
- ↑ Andreeva, Nellie. (October 2, 2012) Mike Vogel & Nestor Carbonell Join A&E's 'Bates Motel', Trio To Recur On 'Shameless'. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2016.
- ↑ Bates Motel – Season 3 – Kenny Johnson upped to Regular. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 24, 2015. ციტირების თარიღი: February 23, 2015.
- ↑ Goldberg, Lesley. (July 22, 2016) Comic-Con: 'Bates Motel' Taps Rihanna for Famous 'Psycho' Role. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 24, 2016. ციტირების თარიღი: July 24, 2016.
- ↑ Turnquist, Kristi. (March 2013) 'Bates Motel': What's going on in that bucolic Oregon coastal town. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2013.
- ↑ Gittins, Susan. (November 15, 2012) BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 27, 2012.
- ↑ Brown, Scott. (February 4, 2017) Hollywood North: The Bates Motel gets hit by the wrecking ball (gallery). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2017. ციტირების თარიღი: February 23, 2017.
- ↑ Bates Motel: Season 1 Reviews (March 18, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 22, 2013. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 1 (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 7, 2014. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 2 Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2014. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 2 (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 6, 2014. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 3 Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2015. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 3 (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 10, 2015. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 4 (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2016. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Sepinwall, Alan. (February 20, 2017) In Its Final Season, 'Bates Motel' Has Finally Found A Purpose. OpenWeb Technologies Ltd.. ციტირების თარიღი: March 2, 2021
- ↑ Bates Motel: Season 5 Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2017. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Bates Motel: Season 5 (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2015. ციტირების თარიღი: October 6, 2018.
- ↑ Webb Mitovich, Matt. (February 22, 2013) Ratings – Bates Motel Series Premiere on A&E. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 22, 2013. ციტირების თარიღი: March 22, 2013.
- ↑ Bibel, Sara. (May 21, 2013) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' & 'Love & Hip Hop Atlanta' Win Night; 'Bates Motel', 'Defiance', 'Warehouse 13' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2013. ციტირების თარიღი: May 21, 2013.
- ↑ Patten, Dominic. (May 21, 2013) A&E's 'Bates Motel' Rises In Finale. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2015. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (March 4, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Bates Motel', 'Teen Wolf', 'Single Ladies', 'Switched at Birth' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 7, 2014. ციტირების თარიღი: March 4, 2014.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 6, 2014) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Lead Night + 'Love & Hip Hop Atlanta', 'Monday Night RAW', 'The Boondocks' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 6, 2014. ციტირების თარიღი: May 6, 2014.
- ↑ Bates Motel: Season Two Ratings (May 6, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2015. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (March 10, 2015) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Tops Night + 'Love & Hip-Hop', 'Better Call Saul', 'Black Ink Crew' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 12, 2015. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (May 12, 2015) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Wins Night, 'Love & Hip Hop Atlanta', 'WWE Raw', 'Teen Mom', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 14, 2015. ციტირების თარიღი: May 12, 2015.
- ↑ Bates Motel: Season Three Ratings (May 13, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 16, 2015. ციტირების თარიღი: May 14, 2015.
- ↑ Welch, Alex. (March 8, 2016) Monday cable ratings: 'WWE Raw' wins the night. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2016. ციტირების თარიღი: March 9, 2016.
- ↑ Welch, Alex. (May 17, 2016) Monday cable ratings: 'Love & Hip Hip: Atlanta' rises. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2016. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ Bates Motel: Season Four Ratings (May 17, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2016. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
- ↑ Welch, Alex. (February 22, 2017) Monday cable ratings: 'WWE Monday Night Raw' holds steady, 'Bates Motel' premieres low. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2017. ციტირების თარიღი: February 22, 2017.
- ↑ Welch, Alex. (April 25, 2017) Monday cable ratings: 'Bates Motel' series finale rises, 'WWE Raw' dips. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 25, 2017. ციტირების თარიღი: April 25, 2017.
- ↑ Bates Motel: Season Five Ratings (May 6, 2017). ციტირების თარიღი: May 7, 2016.
- ↑ Lambert, David. (June 27, 2013) Bates Motel – Season 1 of the Modern 'Psycho' Re-Imagining on DVD and Blu-ray. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2014. ციტირების თარიღი: January 11, 2014.
- ↑ Lambert, David. (July 15, 2013) Bates Motel – Blu-rays, DVD for Season 2: Street Date, Pricing, Bonus Material. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2014. ციტირების თარიღი: July 16, 2014.
- ↑ Lambert, David. (July 21, 2015) Bates Motel – Universal Checks in With 'Season 3' Announcements on DVD, Blu-ray. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2015. ციტირების თარიღი: November 23, 2016.
- ↑ Lambert, David. (July 26, 2016) Bates Motel – Street Date, Pricing, Extras for 'Season 4' on DVD, Blu-ray Disc. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2016. ციტირების თარიღი: November 23, 2016.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-25. ციტირების თარიღი: 2020-06-08.
- ↑ Lambert, David. (July 18, 2017) Bates Motel - The Complete Series. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2017. ციტირების თარიღი: July 18, 2017.
- ↑ FOX8 Secures Highly Anticipated "Bates Motel" (March 20, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2013. ციტირების თარიღი: April 28, 2013.
- ↑ Universal Channel Sets UK Premiere Date For 'Bates Motel' (August 9, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 16, 2013. ციტირების თარიღი: August 23, 2013.
- ↑ January 2015 Programming Highlights. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 14, 2015. ციტირების თარიღი: January 11, 2015.
- ↑ Bates Motel: Fri at 21:30 (August 9, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 2, 2013.
- ↑ Bates Motel 2013 (May 2, 2019).
- ↑ NBCUniversal Television Consumer Products and Retailer Hot Topic Introduce New Product Line Inspired by the A&E Hit Original Series 'Bates Motel' (March 18, 2014). ციტირების თარიღი: March 27, 2014.