ბეიტსის მოტელი (მეორე სეზონი)

ბეიტსის მოტელის მეორე სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან. პრემიერა გაიმართა A&E-ზე 2014 წლის 3 მარტს. სეზონი ეთერში გადიოდა ყოველ ორშაბათს საღამოს 9 საათზე, ხოლო დასრულდა 2014 წლის 5 მაისს.[1] სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის ფსიქოს თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[2] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.

ბეიტსის მოტელი
სეზონი 2

ოფიციალური პოსტერი
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი A&E
ეთერში 3 მარტი, 2014 (2014-03-03) – 5 მაისი, 2014 (2014-05-05)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
მესამე სეზონი
ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია

სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.[3] საპრემიერო ეპიზოდს 3,07 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.[4] „ბეიტსის მოტელს“ მეორე სეზონის ხუთი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ მესამე სეზონი დაემატა.[5] ვერა ფარმიგამ ნორმა ლუის ბეიტსის როლის შესრულებისთვის მოიპოვა 2014 წლის კრიტიკოსთა რჩეული დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალის და 2014 წლის სატურნის ჯილდოს ნომინაციები.[6] სეზონი Blu-ray-სა და DVD-ზე 2014 წლის 7 ოქტომბერს გამოვიდა.[7]

მსახიობები და პერსონაჟები

რედაქტირება
ვერა ფარმიგა, ფრედი ჰაიმორი და მაქს ტირიოტი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ნორმა ლუის ბეიტსის, ნორმან ბეიტსის და დილან მასეტის მთავარ როლებს.

მეორეხარისხოვანი

რედაქტირება

სპეციალური მოწვევით

რედაქტირება

წარმოება

რედაქტირება

ქასთინგი

რედაქტირება

პირველ სეზონში შერიფ ალექს რომეროს მეორეხარისხოვანი როლის შესრულების შემდეგ, ნესტორ კარბონელი მეორე სეზონში მთავარი პერსონაჟების სია დაემატა. 2013 წლის 23 ივლისს მაიკლ ვარტანი აირჩიეს ჯორჯ ჰელდენსის (ნორმას სასიყვარულო ინტერესის) როლისთვის.[8] იმავე დღეს მეორეხარისხოვან პერსონაჟთა სიას შეუერთდნენ კენი ჯონსონი, როგორც ნორმას ძმა, კელებ კალჰუნი და რებეკა კრესკოფი, როგორც ქრისტინ ჰელდენსი, ჯორჯის და.[9] მომდევნო დღეს, მაიკლ ეკლუნდი აირჩიეს ზეინ მორგანის, ნარკო ბიზნესის ერთ-ერთი ლიდერის როლის შესასრულებლად.[10] 2013 წლის 13 აგვისტოს კეტლინ რობერტსონი წარდგა ჯოდი მორგანის, ზეინის დის როლის შესასრულებლად, რომელიც აღწერილია, როგორც „ჭკვიანი, სექსუალური ბიზნესმენი“. [11] მომდევნო დღეს კი მაიკლ ო'ნეილი სერიალს შეუერთდა ნიკ ფორდის, სეზონის მთავარი ბოროტმოქმედის როლისთვის.[12]

გადაღება

რედაქტირება

პირველი სეზონის დაწყებისას, ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც მიმდინარეობდა სერიალის გადაღებები.[13][14] მეორე სეზონის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2013 წლის 24 ივლისს.[15] ბეიტსის მოტელის ნაგებობაზე გადაღებები დასრულდა 2013 წლის 6 ნოემბერს, რა დროსაც სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ადგილმდებარეობა იყო დარჩენილი.[16] 2014 წლის მარტში ჰაიმორმა და ტირიოტმა ინტერვიუს დროს განაცხადეს, რომ ნორმანისა და დილანის ჩხუბის სცენის გადაღებისას ორივე მათგანმა მცირე დაზიანება მიიღო.[17]

ეპიზოდები

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
111„Gone But Not Forgotten“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი3 მარტი, 2014 (2014-03-03)3.07[4]
ბეიტსების ოჯახი მის უოტსონის დაკრძალვას ესწრება, რის შემდეგაც დეპრესიაში მყოფი ბრედლი თავის მოკვლას ცდილობს. ოთხი თვის შემდეგ, ბეიტსის მოტელი დამსვენებლებისთვის საკმაოდ პოპულარულ ადგილად იქცა. ნორმა ღელავს ნორმანზე, რომელიც მთელ თავის დროს ტაქსიდერმიას უთმობს და შეპყრობილია მის უოტსონით და მისი ამოუხსნელი მკვლელობით, რის გამოც ყოველ დღე მის საფლავზე მიდის. ერთხელაც ნორმანი საფლავზე ხანდაზმულ მამაკაცს დაინახავს და მას ფოტოებს უღებს, რადგან მისი აზრით, ეს კაცი მის უოტსონის მკვლელი შესაძლოა ყოფილიყო. ნორმანი ფოტოებს შერიფ რომეროს აჩვენებს, რომელიც შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და მკვლელობის ღამეს მისი ადგილმდებარეობის შესახებ ჰკითხავს. როცა ნორმანი ფოტოების გადაგზავნას სთავაზობს, რომერო დიდ ინტერესს არ ავლენს. მოტელის წარმატებული ბიზნესი რისკის ქვეშაა მას შემდეგ, რაც შემოვლითი გზის აშენებას იწყებენ. დილანი გაიგებს, რომ ბრედლის მამა და მის უოტსონი საყვარლები იყვნენ და ამის გამო გილმა, რომელიც მის უოტსონის შეყვარებული იყო, ბრედლის მამა მოკლა. დილანი ამას ბრედლის უყვება, რომელიც შემდეგ გილს კლავს და ნორმანს დახმარებას სთხოვს.
122„Shadow of a Doubt“ტაკერ გეიტსიკერი ერინი10 მარტი, 2014 (2014-03-10)2.22[18]
ნორმანი ბრედლის სახლის სარდაფში მალავს, სადაც ის გილის მკვლელობაში გამოუტყდება. ამასობაში, რომერო ხანდაზმულ მამაკაცს სასაფლაოზე ხვდება. როგორც გაირკვა, მამაკაცის სახელია ნიკ ფორდი და არის მის უოტსონის მამა. ის მარიხუანით მოვაჭრე ოჯახის ლიდერია. ფორდი რომეროს არწმუნებს, რომ მის ოჯახს გილის მკვლელობასთან არაფერი აკავშირებს. ზეინ მორგანს, დილანის ახალ უფროსს ეჭვი აქვს, რომ გილი კონკურენტებმა (ფორდის ოჯახმა) მოკლა. ნარკომომხმარებელი სახელად კაილ მილერი დააკავეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ მის უოტსონის სხეულში მისი სპერმის ნიმუში აჩვენა. ექსპერტიზამ ასევე აჩვენა სპერმის მეორე ნიმუში, რომელიც დაუდგენელ პირს ეკუთვნოდა. ნორმანთან დასაახლოებლად, ნორმა ჩაეწერება საზოგადოებრივ მიუზიკლში მონაწილეობის მისაღებად. რეპეტიციის დროს ნორმანს ბრედლი ავტობუსის გაჩერებასთან უნდა მიეყვანა. ამის გამო დახმარებას დილანს სთხოვს. ამასობაში ნორმას ძმა, კელები ქალაქში ჩამოდის და მოტელს ეძებს.
133„Caleb“ლოჯ კერიგანიალექსანდრა კანინგემი17 მარტი, 2014 (2014-03-17)1.85[19]
ემა ნორმანს გაზეთს აჩვენებს, რომლის მთავარ სტატიაში წერია, რომ პოლიციამ ბრედლი მარტინის ტანსაცმელი და თვითმკვლელობის წერილი იპოვა და ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. კელები ქალაქში ჩამოდის და ნორმას ეძებს. ის გაიცნობს დილანს, რომელიც ეუბნება, რომ ნორმას არასოდეს უხსენებია, ძმა თუ ჰყავდა. სახლში დაბრუნებისას ნორმა კელებს დაუყოვნებლივ აგდებს. ამასობაში, ნორმა უმეგობრდება ქრისტინს, საზოგადოებრივი მიუზიკლის ყოფილ რეჟისორს. ის ნორმას თავის ძმას, ჯორჯს გააცნობს. ნორმანი თეატრში უმეგობრდება კოდი ბრენენს. კელები დილანს უახლოვდება და ეუბნება, რომ ნორმას მათი მოძალადე მამისგან იცავდა. ამის გამო დილანი ნორმასთან კამათისას კელებს იცავს, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ მისი ძმა მას ბავშვობიდან აუპატიურებდა. კამათი გადაიზრდება ნორმანისა და დილანის ჩხუბში, რა დროსაც ნორმა ამხელს, რომ კელები დილანის ბიოლოგიური მამაა.
144„Check-Out“ჯონ დევიდ კოულზილიზ ტაიგლაარი24 მარტი, 2014 (2014-03-24)2.23[20]
ნორმას მიერ გამჟღავნებული საიდუმლო დიდ გავლენას ახდენს მასზე და დილანზე, რომელიც ემამ მანქანაში უგონოდ მყოფი იპოვა. ნორმა კელების სანახავად ახლომდებარე მოტელში მიდის, თუმცა გამბედაობას ვერ იკრებს, ამიტომაც აღელვებული აგრძელებს გზას. მოგვიანებით, გაბრაზებული დილანი ნორმას ადანაშაულებს ოჯახისგან თავის დასაღწევად მის გამოყენებაში, რომ მის შეყვარებულზე დაქორწინდა და მოატყუა, რომ დილანი მისი შვილი იყო. როგორც გაირკვა, დილანი მართალი იყო. ამასობაში, კელების მიერ დედამისის გაუპატიურების წარმოდგენა ნორმანს თიშავს, რა დროსაც კელებთან მოტელში მიდის. მისი არამდგრადი ფსიქიკის გამო ნორმანი ნორმას პიროვნებად გარდაისახება და კელებს თავს ესხმის. კელები ნორმანს დაარტყამს და მოტელის ოთახიდან მიდის. კოდი ნორმანს წამოიყვანს, რომელიც ბოლოს საღ აზრზე დაბრუნდება, მაგრამ მომხდარიდან არაფერი ახსოვს.
155„The Escape Artist“ქრისტოფერ ნელსონინიკი ტოსკანო31 მარტი, 2014 (2014-03-31)2.27[21]
ნორმანი კოდის გამოუტყდება, რომ მსგავსი გათიშვები ადრეც მომხდარა. მომდევნო დღეს ნორმა კოდის შეხვდება, რომელიც ნორმანის წასაყვანად მოტელში მიდის. კოდი ნორმანს ხის სახლში წაიყვანს, სადაც მათ სექსი აქვთ. რომერო მოტელში სახლდება მას შემდეგ, რაც ზეინმა მისი სახლი გადაწვა. მოგვიანებით ის ზეინს სცემს და ემუქრება, რომ მის ბიზნესს გაანადგურებს. ემა ნორმას ქალწულობის დაკარგვის შესახებ უმხელს მას შემდეგ, რაც მოტელის ერთ-ერთ სტუმართან, განერთან შეხვედრას დაიწყებს. რომერო ნორმას ფორდის შესახებ აფრთხილებს, რომელიც მას შემოვლითი გზის მშენებლობის შეჩერებაში დახმარებას დაპირდა, რადგან გზის მშენებლობა სასტუმროს ბიზნესზე უარყოფითად აისახება. მოგვიანებით ნორმა გაიგებს, რომ ქალაქის საბჭოს ერთ-ერთი წევრი იდუმალებით მოცულ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა. დილანი ზეინს მსროლელებისგან დაიცავს და საავადმყოფოში აღმოჩნდება, სადაც მის ახალ უფროსს, ზეინის დას, ჯოდის გაიცნობს.
166„Plunge“ედ ბიანკიკერი ერინი7 აპრილი, 2014 (2014-04-07)2.24[22]
ჯოდი დილანს თავის სახლში წაიყვანს, რათა გამოჯანმრთელება მშვიდ გარემოში მოახერხოს. ფორდისგან თავის არიდების შემდეგ, ნორმას ქრისტინი ამხნევებს, რომ ქალაქის მერს საბჭოს წევრობის ვაკანსიაზე ესაუბროს. ამასობაში, კოდი ნორმანთან, ემასთან და განერთან ერთად მდინარეზე საცურაოდ მიდის. ცივ წყალში ჩახტომისას ემა კინაღამ დაიხრჩო. ნორმანი კოდისთან ერთად ყოფნისას კვლავ გაითიშება. შეშფოთებული კოდი ამის შესახებ ემას უყვება, რომელმაც ყველაფერი ნორმას აცნობა. სწორედ იმ დროს, როცა ნორმანს მანქანის ტარების საბოლოო გამოცდა უნდა ჩაებარებინა, ნორმა ინსტრუქტორს მისი ფიზიკური გათიშვების შესახებ ეუბნება. განრისხებული ნორმანი კოდის პირობის გატეხისთვის ადანაშაულებს. მათი კამათის დროს ჯიმი, კოდის მამა იღვიძებს და მას სცემს. ნორმანი ჩხუბის დროს ჯიმის ხელს კრავს, რის შედეგადაც ის კიბეებიდან გორდება და კვდება.
177„Presumed Innocent“როქსან დაუსონიალექსანდრა კანინგემი14 აპრილი, 2014 (2014-04-14)2.44[23]
ნორმას, რომელიც ქალაქის საბჭოს წევრი გახდა, თავის ოფისს აჩვებენ, სადაც ის შეხვდება საბჭოს ერთ-ერთ წევრს, მაქს ბოროვიცს. რომერო ნორმასთან ჯიმის გარდაცვალების შესატყობინებლად მიდის და მას პოლიციის განყოფილებაში წაიყვანს. ნორმანს დაკითხავენ და მისი დნმ-ის ნიმუშს აიღებენ. ნორმა კოდის საპირფარეშოში შეხვდება და სთხოვს, რომ პოლიციას ნორმანის გათიშვების შესახებ არაფერი უთხრას. კოდი, რომელიც ახლა დაობლებულია, ინდიანაში დეიდამისთან საცხოვრებლად მიდის. წასვლამდე ის ნორმანს ეუბნება, რომ ნორმა რაღაცას უმალავს და აუცილებლად უნდა გაიგოს, თუ რას. ნორმანს ათავისუფლებენ, ვინაიდან ჯიმის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო. მოგვიანებით რომერო იგებს, რომ ნორმანის დნმ მის უოტსონის სხეულში აღმოჩენილი სპერმის დნმ-ს ემთხვევა. ზეინი ფორდის საწყობში შეჭრას აპირებს, რაზეც დილანმა უარი განაცხადა, რის გამოც მას იარაღს ჩაარტყამს და გათიშავს.
188„Meltdown“ედ ბიანკილიზ ტაიგლაარი და ნიკი ტოსკანო21 აპრილი, 2014 (2014-04-21)2.10[24]
რომეროს ნორმანთან დაკავშირებით ეჭვები უჩნდება მას შემდეგ, რაც მის უოტსონთან მისი კავშირის შესახებ შეიტყობს. ნორმანი ნორმას თავს არიდებს, რადგან მის გათიშვებსა და გონებრივ მდგომარეობაზე არ ელაპარაკება. ფორდი მოტელში მიდის და ნორმას დილანთან შეხვედრას ავალებს. ნორმა მათი რთული ურთიერთობის შესახებ მოუყვება, მაგრამ ფორდი უკან არ იხევს. ის მოტელს კიდევ ერთხელ ეწვევა და ნორმას ემუქრება და ახსენებს, რომ ქალაქის საბჭოში მოხვედრისთვის მასთან ვალშია. საბოლოოდ, დილანი ნიკს შეხვდება, რომელიც მას ზეინის მოკვლას ავალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ძმისა და დედის სიცოცხლით ემუქრება. ნორმანი ნორმას უპირისპირდება და ეუბნება, რომ მათი ურთიერთობა შეიცვალა და იგივე აღარასდროს იქნება. სამაგიეროს გადახდის მიზნით, ნორმა სახლიდან მიდის და ჯორჯთან დაწვება. რომერო ნორმანს ეუბნება, რომ კაილ მილერს მის უოტსონის მკვლელობისთვის სასჯელი შეუფარდეს. ის ცდილობს მის უოტსონის მკვლელობის ღამის დეტალების შესახებ სიმართლე გაიგოს, თუმცა ნორმანი გაიქცევა. ამის შემდეგ სახლში ვიღაც იჭრება და ნორმანს იტაცებს.
199„The Box“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი28 აპრილი, 2014 (2014-04-28)2.25[25]
ნორმა სახლში ბრუნდება, მაგრამ ნორმანს ვერ პოულობს. ის მოტელს ამოწმებს, სადაც ემას წააწყდება. ის გაღიზიანებულია, რადგან ნორმა არასდროს ეუბნება, თუ რა ხდება. გამტაცებლები ნორმანს მდელოში მდებარე რკინის ყუთში დაამწყვდევენ. ფორდი ნორმას ეუბნება, რომ ნორმანს მხოლოდ მაშინ გაუშვებს, თუკი დილანი ზეინს მოკლავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნორმანი მოკვდება. ჩაკეტილი სივრცე ნორმანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, რის გამოც მას ეჩვენება დედამისი, რომელიც ეუბნება, რომ მას ყოველთვის დაიცავს. ნორმანს ასევე ახსენდება, თუ რა მოხდა მის უოტსონის სახლში, როცა ის გაითიშა. როგორც გაირკვა, მის უოტსონს ყელი მან გამოჭრა, როცა მასთან სექსი ჰქონდა. დილანი, რომელმაც ზეინის მოკვლა ვერ მოახერხა, ფორდთან მიდის და თავის დასაცავად მას კლავს, რის გამოც ნორმანის ადგილმდებარეობის გაგება ვერ მოახერხა. ამასობაში, რომერო ნორმანზე პოლიგრაფის ტესტის ჩატარებას გეგმავს. ის ნორმას ატყობინებს, რომ მის შვილს მკვლელობის ღამეს მის უოტსონთან სექსი ჰქონდა, რა დროსაც ნორმა ეუბნება, რომ ნორმანი ფორდმა გაიტაცა.
2010„The Immutable Truth“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი5 მაისი, 2014 (2014-05-05)2.30[26]
რომერო ფორდის რეზიდენციაში მიდის, სადაც მას მკვდარს იპოვის, ხოლო მისი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი სეიფს აცარიელებს. რომერო მას ნორმანის ადგილსამყოფელს ათქმევინებს, რის შემდეგაც ის და დილანი ნორმანს იპოვიან და გადაარჩენენ. საავადმყოფოში, სუსტ მდგომარეობაში მყოფი ნორმანი დედამისს მისი "სიზმრის" შესახებ უყვება. ნორმა მას ეუბნება, რომ უნდა დაისვენოს და ამაზე ფიქრსა და ლაპარაკს შეეშვას. რომერო პოლიგრაფის ტესტის ჩატარებას დაჟინებით ითხოვს. ნორმანი სახლში სიას ჩამოწერს და თითოეულ მათგან ასრულებს - ტაქსიდერმიის ნივთებს ალაგებს, ემას დილანის ბიოლოგიური მამის შესახებ უყვება და დედამისთან ერთად ცეკვავს. ამის შემდეგ ის დედამისის უჯრიდან იარაღს და ტყვიებს იღებს. რომერო ჯოდის არწმუნებს, რომ მისი ძმა ზეინი სახლში მოიწვიოს მათი ბიზნესის მომავალზე სასაუბროდ. ისინი ჩხუბს იწყებენ და ზეინი ჯოდის კლავს, რის შემდეგაც რომერო ზეინს ესვრის. რომერო მომხდარ ამბავს შეცვლის და ამის შესახებ დილანს უყვება, რის შემდეგაც მას უშვებს. ნორმა ნორმანს ტყეში იპოვის, რომელსაც თვითმკვლელობას გადააფიქრებინებს. ნორმა მის შვილებთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას აპირებს, რის გამოც პოლიგრაფის ტესტზე თანხმდება. როცა ნორმანს ეკითხებიან, მან თუ მოკლა მის უოტსონი, მისი მეორე პიროვნება, „დედა“ იღვიძებს და ის ამბობს „არას“. ნორმანმა პოლიგრაფის ტესტი წარმატებით გაირა და კმაყოფილების ნიშნად თავისთვის იღიმის.

მიღებული შეფასებები

რედაქტირება

კრიტიკოსთა გამოხმაურება

რედაქტირება

ბეიტსის მოტელის მეორე სეზონმა უმეტესად დადებითი შეფასებები მიიღო. Metacritic–მა 11 კრიტიკოსზე დაყრდნობით სეზონი 100 ქულიდან 67-ით შეაფასა, რაც მიუთითებს „ზოგადად დადებით მიმოხილვაზე“.[27] Rotten Tomatoes-ზე 21-დან 19-მა კრიტიკოსმა სეზონი დადებითად შეაფასა, საშუალოდ 90%-იანი რეიტინგით. საიტის შეფასებაში ნათქვამია: „ბეიტსის მოტელი დამაჯერებელი შესრულებებითა და გამორჩეული სცენარით ახერხებს კლასიკური თრილერის გაცოცხლებას“.[3] 2014 წლის 7 აპრილს A&E-მ მეორე სეზონის ხუთი ეპიზოდის დადებითი გამოხმაურების შემდეგ სერიალი მესამე სეზონისთვის განაახლა.[5]

რეიტინგები

რედაქტირება

სეზონის საპრემიერო ეპიზოდს 3,07 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რომელთა შორის 18-49 წლის მაყურებელთა რაოდენობა 1,3 მილიონს შეადგენდა.[4] სეზონის საფინალი ეპიზოდს 2,30 მილიონმა ადამიანმა უყურა, რომელთა შორის 0,9 მილიონი მაყურებელი 19-49 წლის იყო.[26] საბოლოო ჯამში, მეორე სეზონის მაყურებელთა საშუალო რაოდენობამ 2,30 მილიონს შეადგინა.[28]

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

ბეიტსის მოტელის მეორე სეზონი 16 ნომინაციაზე წარდგა, თუმცა გამარჯვება არ მოუპოვებია.

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი სქოლიო
2014 კრიტიკოსთა არჩევანის მეოთხე დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [29]
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
სატურნის 41-ე დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [6]
საუკეთესო შეზღუდული ხანგრძლივობის სერიალი ბეიტსის მოტელი ნომინირებული
ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ონლაინ ასოციაციის მე-18 დაჯილდოება საუკეთესო დრამატული სერიალი ნომინირებული [30]
სერიალის საუკეთესო მუსიკა კრის ბეიკონი ნომინირებული
წარმოების საუკეთესო დიზაინი პიტერ ბოდნარუსი, მარკ ფრიბორნი, ტონი ვოლგემუტი, მარგო რედი, როუზ მარი მაკშერი ნომინირებული
საუკეთესო ხმოვანი ეფექტები ალან დეკერი, მარკ ნოდა, ნელო ტორი, ტომას დე გორტერი, მიქაელ მალეინი, ბრაიან არმსტრონგი ნომინირებული
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
ოქროს დერბის პრემია დრამატული სერიალის საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი ნომინირებული [31]
ქალთა იმიჯის მე-16 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [32]
ქალის მიერ წარმოებული საუკეთესო დრამატული სერიალი კერი ერინი ნომინირებული
საუკეთესო დრამატული სერიალი ბეიტსის მოტელი ნომინირებული
TV Guide-ის პრემია რჩეული საშინელებათა ჟანრის სერიალი ნომინირებული
ხალხის არჩევანის 41-ე დაჯილდოება რჩეული დრამატული სერიალი ნომინირებული [33]
Imagen-ის 29-ე დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ნესტორ კარბონელი ნომინირებული [34]
სიაში მოხმობილია ტელევიზიაში გასვლის თარიღები, ყოველწლიური ცერემონიები კი, როგორც წესი მომდევნო წელს იმართება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. Keck, William. Keck's Exclusives: Michael Vartan Checks in to Bates Motel. ციტირების თარიღი: March 4, 2014.
  2. McNamara, Mary. (March 18, 2013) Review: 'Bates Motel' a twisty, moody modern prequel to 'Psycho'. ციტირების თარიღი: March 4, 2014.
  3. 3.0 3.1 Bates Motel: Season 2 (2014). ციტირების თარიღი: March 15, 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 Bibel, Sara. (March 4, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Bates Motel', 'Teen Wolf', 'Single Ladies', 'Switched at Birth' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 7, 2014. ციტირების თარიღი: March 4, 2014.
  5. 5.0 5.1 Andreeva, Nellie. (April 7, 2014) 'A&E's 'Bates Motel' Renewed For Third Season. ციტირების თარიღი: May 12, 2015.
  6. 6.0 6.1 'Captain America: The Winter Soldier' and 'Interstellar' Lead Saturn Awards Noms (March 3, 2015).
  7. Lambert, David. (July 15, 2013) Bates Motel – Blu-rays, DVD for Season 2: Street Date, Pricing, Bonus Material. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2014. ციტირების თარიღი: July 16, 2014.
  8. Ausiello, Michael. (July 23, 2013) Exclusive: Alias' Michael Vartan Checks Into Bates Motel as Norma's New [Spoiler]. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2013. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  9. Andreeva, Nellie. (July 23, 2013) Rebecca Creskoff, Kenny Johnson & Michael Vartan Join A&E's 'Bates Motel'. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 28, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  10. Andreeva, Nellie. (July 24, 2013) Daniella Alonso Joins NBC's 'Night Shift', Michael Eklund Added To A&E's 'Bates Motel'.
  11. Slezak, Michael. (August 13, 2013) Kathleen Robertson Checks Into Bates Motel. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  12. Ausiello, Michael. (August 14, 2013) Bates Motel Exclusive: Grey's Anatomy Menace to Raise Hell in Season 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 13, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  13. Turnquist, Kristi. (March 26, 2013) 'Bates Motel': What's going on in that bucolic Oregon coastal town.
  14. BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated (November 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  15. BATES MOTEL's Gothic House Gets a New Roof (August 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  16. BATES MOTEL Wraps at its Aldergrove Set for Season 2 (November 11, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 18, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 19, 2020.
  17. Keck, William. (March 3, 2014) On the Set: Creepy Secrets Behind Bates Motel's Second Season.
  18. Kondolojy, Amanda. (March 11, 2014) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Leads Night + 'Swamp People', 'Bates Motel', 'Real Housewives of Beverly Hills' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2016. ციტირების თარიღი: March 11, 2014.
  19. Bibel, Sara. (March 18, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Fast N Loud', 'Teen Wolf', 'Bates Motel', 'Switched at Birth' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2014. ციტირების თარიღი: March 18, 2014.
  20. Kondolojy, Amanda. (March 25, 2014) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Leads Night + 'Basketball Wives', 'Single Ladies', 'Fast N Loud', 'Teen Wolf' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: March 25, 2014.
  21. Bibel, Sara. (April 1, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'T.I. and Tiny', 'Black Ink Crew', 'Bates Motel', 'Archer', 'Being Human', 'Dallas' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
  22. Kondolojy, Amanda. (April 8, 2014) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Tops Night + 'Basketball Wives', 'WWE Hall of Fame', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 1, 2016. ციტირების თარიღი: April 8, 2014.
  23. Bibel, Sara. (April 15, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Basketball Wives', 'Bates Motel', 'Archer', 'Dallas' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 12, 2016. ციტირების თარიღი: April 15, 2014.
  24. Kondolojy, Amanda. (April 22, 2014) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Lead Night + WWE Raw, 'Basketball Wives', 'Blank Ink Crew' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 28, 2016. ციტირების თარიღი: April 22, 2014.
  25. Bibel, Sara. (April 29, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' & NBA Playoffs Win Night, 'Fast N Loud', 'The Boondocks, 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 3, 2016. ციტირების თარიღი: April 29, 2014.
  26. 26.0 26.1 Kondolojy, Amanda. (May 6, 2014) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Lead Night + 'Love & Hip Hop Atlanta', 'Monday Night RAW', 'The Boondocks' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 1, 2016. ციტირების თარიღი: May 6, 2014.
  27. Bates Motel: Season 2. ციტირების თარიღი: March 15, 2014.
  28. Bates Motel: Season Two Ratings (May 6, 2014). ციტირების თარიღი: March 10, 2015.
  29. Sandberg, Bryn Elise. (June 19, 2014) Critics' Choice Television Awards 2014: Complete Winners List. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: February 4, 2015.
  30. Online Film & Television Association – Television Branch: 2013-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 13, 2016. ციტირების თარიღი: April 22, 2015.
  31. Gold Derby Awards (2014). ციტირების თარიღი: May 5, 2016.
  32. Doyle, Rebecca. (October 29, 2014) Joan Rivers, Julia Roberts, Shonda Rhimes Among WIN Award Nominees. The Hollywood Reporter.
  33. Blake, Emily. (January 18, 2015) People's Choice Awards 2015: The winner's list.
  34. Nominees for the 29th Annual Imagen Awards Announced (June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2014.