Shadow of a Doubt„ბეიტსის მოტელის“ მეორე სეზონის მეორე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2014 წლის 10 მარტს გავიდა.

Shadow of a Doubt
სეზონი 2, ეპიზოდი 2
ეთერში გას. თარიღი 10 მარტი, 2014
სცენარის ავტორ(ებ)ი კერი ერინი
რეჟისორი ტაკერ გეიტსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Gone But Not Forgotten“
შემდეგი →
„Caleb“

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

ნორმა ცდილობს ნორმანის ყურადღების გადატანას მის უოტსონის გარდაცვალებიდან, რის გამოც მიუზიკლში ჩაიწერება. ბრედლი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ნორმანს მიმართავს. რომერო იძულებულია, მკვლელობის გამო პირი დააკავოს. დილანს და რემოს ახალი უფროსი თავისი წინდაუხედავი ქმედებების განსახორციელებლად იყენებს.

 

ნორმანი ბრედლის სარდაფში დამალავს. ბრედლი მას გაუმხელს, რომ გილის მკვლელობაში პასუხისმგებელია. ნორმანი სუპერმარკეტში თმის საღებავს იყიდის და შეხვდება მოლარეს, ახალგაზრდა გოგონას, სახელად კოდი ბრენენს. გინეკოლოგთან ვიზიტისას ნორმა მას გათიშვების შესახებ ეკითხება და ცრუობს, რომ ეს მის დას ემართება. გინეკოლოგი ამბობს, რომ გათიშვები გონებრივ აშლილობაზე შეიძლება მიუთითებდეს, რაც ნორმას ააღელვებს. მოგვიანებით, როცა იგი გონებრივი აშლილობების შესახებ წიგნებს ყიდულობს, შენიშნავს ბროშურას მიუზიკლის შესახებ, რომელიც ადგილობრივ თეატრში გაიმართება. ნორმა ნორმანს მიუზიკლში მონაწილოების მიღებას შესთავაზებს, რადგან ეს მათ დაახლოებაში დაეხმარებათ.

 

რომერო სასაფლაოზე მამაკაცს შეხვდება და ეუბნება, რომ ვიღაცამ გილი მოკლა. მამაკაცი, რომლის სახელია ნიკ ფორდი, და მარიხუანას მწარმოებელი ერთ-ერთი ოჯახის უფროსია, დაჟინებით ამბობს, რომ მკვლელობასთან არაფერი აკავშირებს. ის რომეროს ბლერ უოტსონის მკვლელობის საქმის შესახებ ეკითხება, რადგან იგი მისი ქალიშვილი იყო. დილანისა და რემოს უფროსი, ზეინი, ეჭვობს, რომ გილი მოწინააღმდეგე ოჯახმა მოკლა, რის გამოც მათ ერთ-ერთი წევრს დაატყვევებს და მოკლავს, რათა შეტყობინება გააგზავნოს.

პოლიცია შეიჭრება ნარკომანის, სახელად კაილის, სახლში და მას დაკითხვაზე წაიყვანენ. რომერო მას ბოლოს ბლერ უოტსონის მკვლელობისთვის ბრალს უყენებს, რადგან ექსპერტიზამ მის უოტსონის სხეულში სპერმის ორი ნიმუში აღმოაჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი მას ეკუთვნოდა.

 

ნორმანის საწოლის გასწორებისას ნორმა შემთხვევით იპოვის ბლერ უოტსონის მძივებიან ყელსაბამს და გაზეთიდან ამოჭრილ სტატიას მისი მკვლელობის შესახებ, თუმცა მათ ლეიბის ქვეშ დააბრუნებს. მოგვიანებით, ის და ნორმანი თეატრში მოსმენაზე წავლენ, სადაც შეხვდებიან ორგანიზატორს, კრისტინ ჰელდენსს.

 

დროის გასვლასთან ერთად, ნორმანი უფრო და უფრო იძაბება, რადგან ბრედლი რვა საათისთვის ავტობუსის გაჩერებასთან უნდა მიიყვანოს. იგი გარეთ გადის და განრისხებული ნორმა მას უკან გაჰყვება. ნორმანი მას ეკამათება, რომ ყოველთვის ისეთი რამეების გაკეთებას აიძულებს, რაც არ უნდა. ამისდა მიუხედავად, ის მოსმენაზე დასწრებას გადაწყვეტს, რადგან ნორმას ხასიათი არ გაუფუჭოს და გაამხიარულოს. თეატრში შესვლამდე ნორმანი დილანს ურეკავს და ეუბნება, რომ ბრედლი სარდაფში იმალება და სთხოვს, რომ ის ავტობუსის გაჩერებასთან მიიყვანოს. ნორმა სიმღერას შეასრულებს და აპლოდისმენტებს დაიმსახურებს.

 

დილანი ბრედლის სავახშმოდ წაიყვანს, რა დროსაც ისინი ავტობუსს ელოდებიან. იგი ბრედლის თვითმკვლელობის წერილს დააწერინებს, რათა გილის მოკვლის გამო პრობლემებს აარიდოს. ბრედლის წასვლის შემდეგ დილანი ნორმანს წერილს მიუტანს, რომელშიც ბრედლი ამბობს, რომ ნორმანი ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. მოგვიანებით, ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცი მანქანას აჩერებს, სადაც ხელოსანს ბეიტსის მოტელის შესახებ ეკითხება და ამბობს, რომ ის ნორმა ბეიტსის ძმაა.

მსახიობები

რედაქტირება

მოწვევით

რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
მუსიკის სახელწოდება შემსრულებელი
Mr. Sandman ფრედი ჰაიმორი და ვერა ფარმიგა
The Mikado: 10. Three Little Maids From School Are We ბეიტსის მოტელის მსახიობები
The Strangest Thing The Amazing
Maybe This Time ვერა ფარმიგა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ამანდა კონდოლოი. (11 მარტი, 2014) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Leads Night + 'Swamp People', 'Bates Motel', 'Real Housewives of Beverly Hills' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-15. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2014.