ნორმა ბეიტსი
ნორმა ბეიტსი (ინგლ. Norma Bates; დაბ. გვარი — სპული ან კალჰუნი, ასევე ცნობილია, როგორც მისის ბეიტსი) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა რობერტ ბლოხმა თავისი 1959 წლის რომანისთვის „ფსიქო“. ის არის სერიული მკვლელის, ნორმან ბეიტსის დედა და მსხვერპლი. ნორმანის მკვლელი პიროვნება ჩამოყალიბდა სწორედ დედამისის მიხედვით.
ნორმა ბეიტსი | |
---|---|
ფსიქო - პერსონაჟი | |
ვერა ფარმიგა ასრულებს ნორმა ბეიტსის როლს სერიალში „ბეიტსის მოტელი“ | |
პირველი გამოჩენა | ფსიქო (1959 წ.) |
შემქმნელი | რობერტ ბლოხი |
მსახიობი |
ვირჯინია გრეგი, ჟანეტ ნოლანი, პოლ ჯასმინი („ფსიქო“ (1960 წ.)) ვირჯინია გრეგი („ფსიქო II“ – „ფსიქო III“) ოლივია ჰასი, ელის ჰირსონი („ფსიქო IV: დასაწყისი“) ჯონ კასირი (1990 წლის რეკლამა) როუზ მარი („ფსიქო“ (1998 წ.)) ვერა ფარმიგა („ბეიტსის მოტელი“) |
ინფორმაცია | |
ნამდვილი სახელი |
ნორმა სპულ ბეიტსი („ფსიქო“) ნორმა ლუის კალჰუნ ბეიტსი („ბეიტსის მოტელი“) |
ზედმეტსახელ(ებ)ი |
მისის ბეიტსი დედა |
სქესი | მდედრობითი |
საქმიანობა | ბეიტსის მოტელის ყოფილი მფლობელი |
ოჯახი |
რეი კალჰუნი (გარდაცვლილი მამა; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) ფრენსინ კალჰუნი (გარდაცვლილი დედა; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) ემა სპული (გარდაცვლილი და; მხოლოდ ფილმში) კელებ კალჰუნი (გარდაცვლილი ძმა; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) კეიტ მასეტი (შვილიშვილი/ძმის შვილიშვილი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) |
მეუღლე(ები) |
ჯონ/სემ ბეიტსი (გარდაცვლილი ქმარი) ჯონ მასეტი (ყოფილი ქმარი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) ალექს რომერო (გარდაცვლილი ქმარი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) |
შვილები |
ნორმან ბეიტსი (ვაჟი, გარდაცვლილი „ბეიტსის მოტელში“) დილან მასეტი (ვაჟი/ძმისშვილი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) რობერტ ნიუმანი (ვაჟი; მხოლოდ ბლოხის რომანებში) |
ნათესავები |
ექიმი კონსტანს „კონი“ ფორბს-ბეიტსი (რძალი; მხოლოდ ფილმში) ემა დეკოდი (რძალი; მხოლოდ „ბეიტსის მოტელში“) |
მიუხედავად იმისა, რომ ნორმა „ფსიქოს“ სიუჟეტის მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ფილმებში ის თავიდანვე გარდაცვლილია. ნორმას ცოცხალს პირველად 1990 წლის პრიკველში, „ფსიქო IV: დასაწყისში“ ვხვდებით, სადაც მის როლს ოლივია ჰასი ასრულებს, მოგვიანებით კი — ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“ (2013-2017), სადაც მისი როლი ვერა ფარმიგამ შეასრულა.
პერსონაჟის დახასიათება
რედაქტირება1959 წლის რომანში, მის 1960 წლის ეკრანიზაციასა და 1990 წლის პრიკველში ნაჩვენებია, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ნორმა თავის შვილს, ნორმანს მკაცრად და სასტიკი მეთოდებით ზრდის: უკრძალავს, რომ მის გარეშე დამოუკიდებლად იცხოვროს და ასწავლის, რომ სექსუალური კავშირი ცოდვაა და ყველა ქალი (მის გარდა) მეძავია. რომანში იგრძნობა, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა ინცესტური იყოს.
მრავალი წლის განმავლობაში, ნორმა და ნორმანი ერთად ცხოვრობენ (გამოგონილ) ქალაქ ფეირვეილში, კალიფორნიაში, „თითქოს მთელ სამყაროში მათ გარდა სხვა არავინ არის“. როცა ნორმანი ჯერ კიდევ თინეიჯერია, დედამისი შეხვდება ჯო კონსიდაინს (ჩეტ რუდოლფი ფილმში „ფსიქო IV: დასაწყისი“) და მასზე დაქორწინებას აპირებს. კონსიდაინი ნორმას მოტელის გახსნაში დაარწმუნებს. ნორმანი მეტისმეტად ეჭვიანობს; დარწმუნებულია, რომ დედამისმა ის მისი საქმროს გამო მიატოვა, რის გამოც მათ სტრიქნინით კლავს. ნორმანი მომხდარს მკვლელობა-სუიციდის სახით შენიღბავს, თითქოს ნორმამ კონსიდაინი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ნორმანი ვერ უმკლავდება დედამისის დაკარგვას, რის გამოც მის ცხედარს ამოთხრის და სარდაფში შეინახავს, სადაც ის მუმიფიცირდება. ნორმანი ნორმას ცხედარს ისე ელაპარაკება, თითქოს ის ისევ ცოცხალია. ნორმანი ასევე ელაპარაკება საკუთარ თავს დედამისის ხმით და ხშირად იცვამს მის ტანსაცმელს; მის გონებაში, ნორმანი „დედად“ გარდაისახება, რათა თავი დააღწიოს მისი მკვლელობით გამოწვეულ სინანულის გრძნობას. „დედას“ პიროვნება ისეთივე ეგოისტი და სასტიკია, როგორიც ნორმა იყო; ის ხშირად ეპატრონება ნორმანის სხეულს და მას ამცირებს, მეგობრების გაჩენას უკრძალავს და კლავს ყველა ქალს, ვინც ნორმანს სექსუალურად მიიზიდავს. როცა ნორმანი გონს მოდის, დედამისის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს აღმოაჩენს და სამხილებს ანადგურებს.
„ფსიქო“ (რომანი და ფილმი)
რედაქტირება„დედას“ ერთ-ერთი მსხვერპლი არის მარიონ კრეინი (ჯანეტ ლი), რომელიც ფულის მოპარვის შემდეგ გაიქცევა და ღამით ბეიტსის მოტელში დარჩება. მოტელში მისვლისას, ნორმანი (ენტონი პერკინსი) მოიხიბლება და მას ოფისში ვახშამს შესთავაზებს. ეს გამოიწვევს „დედას“ მრისხანებას და ნორმანს მისი მოკვლით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი სახლში შემოუშვებს. ნორმანი სძლევს ნორმას და მარიონთან ერთად ივახშმებს, რომელიც ნორმანის მიმართ სიბრალულს იგრძნობს და ურჩევს, რომ დედამისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსოს. ნორმანი სიბრაზით უარყოფს ამ აზრს და დაჟინებით ამბობს, რომ „დედა“ სრულიად საღ აზრზეა. როცა მარიონი თავის ოთახში შევა, ნორმანი „დედად“ გარდაისახება და მარიონს სააბაზანოში კლავს. ნორმანი გონს მოდის და მარიონის ცხედარს ახლომდებარე ჭაობში აგდებს, რითაც ფარავს დანაშაულს, რომელიც მისი აზრით დედამისმა ჩაიდინა.
მარიონის უფროსი მის მოსაძებნად კერძო დეტექტივს, მილტონ არბოგასტს (მარტინ ბალსამი) დაიქირავებს. დეტექტივი მოტელში მიდის და ნორმანს გამოკითხავს. ის ახსენებს, რომ მარიონი დედამისს ესაუბრა, თუმცა ნორმას ნახვის უფლებას არ აძლევს. არბოგასტს ეჭვი გაუჩნდება და სახლში შედის, სადაც მას „დედა“ კლავს. მარიონის დას, ლილას (ვერა მაილზი) და შეყვარებულს, სემ ლუმისს (ჯონ გავინი) ეჭვი აქვთ, რომ მარიონი ნორმანმა ფულის გამო მოკლა. ლილა სახლის გაჩხრეკისას მისის ბეიტსის ცხედარს აღმოაჩენს, რა დროსაც მას თავს „დედად“ გარდასახული ნორმანი ესხმის, თუმცა სემი მის შეჩერებას მოახერხებს. ნორმანს დააკავებენ და დაწესებულებაში მოათავსებენ, სადაც მას „დედას“ პიროვნება სრულიად დაეპატრონება.
ფილმის გაგრძელებები
რედაქტირება„ფსიქო II“
რედაქტირებაფილმში „ფსიქო II“ (რომელიც ბლოხის იმავე სახელწოდების რომანთან დაკავშირებული არ არის) 22 წლის შემდეგ ნორმან ბეიტსს, რომელიც განკურნებულია, დაწესებულებიდან ათავისუფლებენ და სახლში ბრუნდება. ის მალევე იღებს წარწერებიან ფურცლებს და სატელეფონო ზარებს „მისის ბეიტსისგან“. ნორმანი მუშაობას იწყებს ადგილობრივ სასადილოში და უმეგობრდება მზარეულ ემა სპულს (კლოდია ბრაიარი), და მიმტანს, სახელად მარი სამუელსს (მეგ ტილი). ნორმანი მარის თავის სახლში დარჩენას სთავაზობს, რაზეც ის თანხმდება. ამ დროს ხდება მთელი რიგი იდუმალებით მოცული მკვლელობები, რომელსაც ჩადის დანით შეიარაღებული ქალი, მოკლულები კი არიან ადამიანები, რომლებიც მოტელში და სახლში მოდიან.
ნორმანის გონებრივი მდგომარეობა ისევ შეირყევა მას შემდეგ, რაც ის იჯერებს, რომ მკვლელობებს დედამისი ჩადის. მისი ფსიქიატრი, ექიმი ბილ რეიმონდი (რობერტ ლოჯია), ნორმანს მისის ბეიტსის ცხედარს აჩვენებს და უმხელს, რომ მარი სამუელსი სინამდვილეში მარი ლუმისი, სემ ლუმისის ქალიშვილია, რომელიც დედამისთან, ლილასთან ერთად მის ჭკუიდან გადაყვანას ცდილობს, რათა დაწესებულებაში დააბრუნონ; ისინი იცვამენ ნორმანის დედის მსგავსად საძინებლის ფანჯარაში ჩნდებიან. მარის სჯერა, რომ მკვლელი ნორმანის სახლში იმალება, ხოლო როცა ნორმანი უხსნის, რომ მკვლელი შესაძლოა მისი „რეალური“ დედა იყოს, მარი ხვდება, რომ ნორმანი ნაშვილებია.
მკვლელი ლილას კლავს. როცა მარი და ნორმანი სახლში ბრუნდებიან, ნორმანს ექიმი რეიმონდი ურეკავს; თუმცა მის გონებაში ზარი დედამისისგანაა. შეძრწუნებული მარი ნორმას ტანსაცმელს ჩაიცვამს, დანას დაიჭერს და ცდილობს ნორმანს ყურმილის დაკიდება აიძულოს. მარი სრულიად შემთხვევით კლავს ექიმ რეიმონდს, რომელიც სახლში მის დასაჭერად იყო მისული, ხოლო ნორმანი მარის პოლიციისგან მალავს. ის ქვანახშირის გროვაში აღმოაჩენს ლილას გადამალულ ცხედარს, რითაც რწმუნდება, რომ მკვლელი ნორმანია, რის გამოც მის მოკვლას შეეცდება. სწორედ ამ დროს მოდის პოლიცია და მარის ცეცხლს გაუხსნიან, შედეგად კი ის კვდება.
იმავე ღამეს მისის სპული ნორმანთან მიდის და ეუბნება, რომ ის მისი რეალური დედაა, და ნორმა ბეიტსი მისი დეიდა იყო; სპული ნორმანის გაჩენის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო მისმა დამ, ნორმამ ნორმანი იშვილა. სპულმა ნორმანს გაუმხილა, რომ მკვლელობებს ნორმანის დასაცავად თავად ჩადიოდა. ნორმანი მას თავში ნიჩაბს ჩაარტყამს და კლავს, შემდეგ მის ცხედარს მისის ბეიტსის ოთახში წაიღებს და მის გონებას ისევ „დედას“ პიროვნება დაეუფლება.
„ფსიქო III“
რედაქტირებარამდენიმე თვის შემდეგ, ჟურნალისტი სახელად ტრეისი ვენეიბლი (რობერტა მაქსველი) ბეიტსის/სპულის ოჯახის ისტორიის შესწავლას იწყებს; გამოკვლევა მას მიიყვანს ნორმანის მამის, ჯონისა და დები სპულების, ნორმასა და ემას შორის არსებულ სიყვარულის სამკუთხედთან. ემამ ჯონი ეჭვიანობის ფონზე მოკლა მას შემდეგ, რაც ნორმამ ის წაართვა, შემდეგ მან გაიტაცა მცირეწლოვანი ნორმანი და საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ ის მისი და ჯონის შვილი იყო. ემას დააკავებენ და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსებენ, ხოლო ნორმანს დედამისთან აბრუნებენ.
ამ მომენტისთვის, ნორმანმა „დედას“ პიროვნების კონტროლის ქვეშ ახალგაზრდა ქალების მკვლელობა განაგრძო. მას თავის დახსნის იმედი უჩნდება მაშინ, როცა შეხვდება და უყვარდება ახალგაზრდა ქალი, სახელად მორინ კოილი (დაიანა სკარუიდი), მაგრამ საბოლოოდ „დედა“ თავისას გაიტანს და მას კლავს. ტრეისი ნორმანს პოულობს და სიმართლეს უყვება მისი მშობლების შესახებ, რის შედეგადაც ნორმანი მისის სპულის ცხედარს ანადგურებს იმ მიზნით, რომ „დედას“ კონტროლს თავი დააღწიოს. მას დააკავებენ და დაწესებულებაში გზავნიან, თუმცა თვლის, რომ საბოლოოდ გათავისუფლდა.
„ფსიქო IV: დასაწყისი“
რედაქტირებასერიების მეოთხე და საბოლოო ფილმი, მეორე და მესამე ფილმებში აღწერილ ამბავს თავდაყირა აყენებს. აქ ნაჩვენებია, რომ ნორმანის მამა ფუტკრებმა მოკლეს, რითაც ქრება ემა სპულის არსებობა. ფილმში მოთხრობილია ნორმანისა და ნორმას წარსული ორიგინალი ფილმიდან. ფილმიდან ნათელი ხდება, რომ მისის ბეიტსი დაავადებული იყო შიზოფრენიითა და ნარცისული პიროვნების აშლილობით, რაც ნორმანს მემკვიდრეობით ერგო. ნორმანი დაწესებულებიდან გათავისუფლებულია და დაქორწინებულია. როცა ნორმანი გაიგებს, რომ მისი ცოლი, კონი (დონა მიტჩელი) ორსულადაა, ის გადაწყვეტს მის მოკვლას, რათა სამყაროში მასსავით „დაწყევლილი“ ადამიანი არ დაიბადოს. მას გაუჩნდება სიბრალულის გრძნობა და გადაწყვეტს მისი წარსულის გაქრობას დედამისის სახლის დაწვით. ამ დროს ნორმანს ეჩვენება დედამისი, რომელიც მას დასცინის და ამცირებს, თუმცა სახლის განადგურებას აგრძელებს. ფილმის ბოლოს ის საბოლოოდ თავისუფალია დედამისი ხმისგან. ისმის ბავშვის ტირილი, რითაც ვხვდებით, რომ ნორმანის შვილი დაიბადა და მან თავისუფლება საბოლოოდ მოიპოვა.
ტელევიზია
რედაქტირება„ბეიტსის მოტელი“ (ფილმი)
რედაქტირებასატელევიზიო ფილმი და სერიების პილოტი სრულიად ცვლის ნორმან ბეიტსის მშობლების (აქ მათი სახელებია ჯეიკი და გლორია ბეიტსები) ამბავს „ფსიქოში“ მომხდარ მოვლენებამდე. ფილმში მისის ბეიტსმა ქმარი თავად მოკლა, რადგან ფიქრობდა, რომ ის ღალატობდა. ამის შემდეგ ის ჭკუიდან გადადის და მთელი დროს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი საძინებლის ფანჯრიდან ცქერას უთმობს და ელოდება ქმრის დაბრუნებას. ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან 27 წლის შემდეგ, ნორმანი (კურტ პოლი) ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანდაზმულ ასაკში კვდება და სახლსა და მოტელს თავის მეგობარს, ალექს უესტს (ბად კორტი) უტოვებს. ალექსს სჯერა, რომ მოტელში მისის ბეიტსის სული დაძრწის. მოგვიანებით ის გაარკვევს, რომ მოჩვენება რეალურად ბანკის მენეჯერის, ტომ ფიულერის (გრეგ ჰენრი) მოწყობილი ხრიკია, რითაც ცდილობს ალექსის შეშინებას და მოტელის მისთვის მიყიდვას.
„ბეიტსის მოტელი“ (ტელესერიალი)
რედაქტირებანორმა ბეიტსი A&E-ის ფსიქოლოგიური დრამა-თრილერის ჟანრის სერიალის, „ბეიტსის მოტელის“ მთავარი პერსონაჟია. სერიალი წარმოადგენს 1960 წლის ფილმის, „ფსიქოს“ თანამედროვე პრიკველს იმ განსხვავებით, რომ მოქმედება ვითარდება თანამედროვე პერიოდში. სერიალში ნორმას როლს ვერა ფარმიგა ასრულებს.[1] ნორმა მეტისმეტად აკონტროლებს ნორმანს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის მუდამ მასთან იყოს. ეს, ბავშვობაში მიღებულ არაერთ სხვა ტრავმასთან ერთად, გამოიწვევს იმას, რომ ნორმანს ჩამოუყალიბდება ალტერნატიული პიროვნება, „დედა“, რომელიც კლავს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ნორმასა და ნორმანის ურთიერთობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
სერიალში, ნორმას მეორე სახელია ლუისი.[2] მისი მშობლების სახელები წარმოდგენილია, როგორც რეი და ფრენსინ „ფრენი“ კალჰუნები,[3] ხოლო მათთან ცხოვრებას ნორმა უარყოფითად აღწერს; მამამისი მოძალადე და ალკოჰოლიკი იყო, დედამისი კი - „ყოველთვის გათიშული“.[4] ის დაიბადა და გაიზარდა აკრონში (ოჰაიო).[5] ზრდასრულ ნორმას ჰყავს ღია მწვანე ფერის Mercedes-Benz W116, რომელსაც მთელი სერიალის განმავლობაში იყენებს. მანქანა ნორმას გარდაცვალების შემდეგ, მეხუთე სეზონში ნორმანის საკუთრება ხდება.
საპილოტე ეპიზოდში ქმრის, სემ ბეიტსის (დევიდ კაბიტი) გარდაცვალების შემდეგ, ნორმა სანაპიროსთან მდებარე ქალაქ თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში მოტელს ყიდულობს, სადაც ნორმანთან (ფრედი ჰაიმორი) ერთად გადადის. მოტელის ყოფილი მფლობელი, კით სამერსი (ვ. ერლ ბრაუნი) სახლში იჭრება და ნორმას აუპატიურებს. ნორმანი სამერსს გათიშავს, რის შემდეგაც განრისხებული ნორმა მას კლავს. ის და ნორმანი სხეულს აგდებენ.[6] ნორმა მოგვიანებთ ამხელს, რომ სემი ალკოჰოლიკი და მოძალადე იყო და ის ნორმანმა დისოციაციურ მდგომარეობაში მოკლა; სწორედ მის დასაცავად გადაწყვიტა სხვა ქალაქში გადასვლა.[7] მოგვიანებით ვლინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სემმა ნორმა ნორმანის თვალწინ გააუპატიურა; სწორედ ამ ტრავმამ იქონია დიდი გავლენა ნორმანის ფსიქიკაზე.[8]
„ბეიტსის მოტელში“ ნორმას ჰყავს მეორე შვილი, დილან მასეტი (მაქს ტირიოტი), რომელიც ნორმას მას შემდეგ შეეძინა, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში მისმა ძმამ, კელებ კალჰუნმა (კენი ჯონსონი) გააუპატიურა.[3] ნორმამ თავისი ოჯახიდან თავის დასაღწევად დილანი გამოიყენა; ის დაქორწინდა მის შეყვარებულზე, ჯონ მასეტზე, რომელიც დაარმწუნა, რომ დილანი მისი შვილი იყო.[3] ის მოგვიანებით ჯონთან განქორწინდება და სემზე იქორწინებს, ვისთანაც ნორმანი შეეძინება. ნორმას ნორმანი დილანზე მეტად უყვარს, რის გამოც გულგრილად ეპყრობა.[9]
როცა ნორმანის ფსიქიკური მდგომარეობა უარესდება, ნორმა ქორწინდება ქალაქის შერიფზე, ალექს რომეროზე (ნესტორ კარბონელი), რათა მისი დაზღვევით ნორმანის ფსიქიკურ კლინიკაში მოთავსება მოახერხოს.[10] მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინების თავდაპირველი მიზეზი ფინანსებთან იყო დაკავშირებული, საბოლოოდ რომეროს და ნორმას ერთმანეთი უყვარდებათ.[11] როცა ნორმანი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოდის და ქორწინების შესახებ გაიგებს, მეტისმეტად ეჭვიანობს და ცდილობს დედამისისა და საკუთარი თავის მოკვლას ნახშირბადის მონოოქსიდით. რომერო ბეიტსების სახლში დროულად მიდის და დედა-შვილის გადარჩენას შეეცდება, თუმცა მხოლოდ ნორმანის გადარჩენას მოახერხებს.[12] რომერო სიმართლეს გაიგებს და ნორმანზე შურისძიებას დაიფიცებს, თუმცა ცრუმოწმეობისთვის აპატიმრებენ. ამასობაში, ნორმანი, რომელიც დედამისის დაკარგვას ვერ უძლებს, მის ცხედარს ამოთხრის და ექმნება იმის ილუზია, რომ ის ისევ ცოცხალია.[13]
ორი წლის შემდეგ, ნორმანი მოტელს მარტო განაგებს და სახლში ნორმას ცხედართან ერთად ცხოვრობს, რომელსაც სარდაფში გაყინულს ინახავს. რომერო, რომელიც ციხეშია, დაქირავებულ მკვლელს ნორმანის მოსაკლავად გზავნის, მაგრამ კონტროლს „დედა“ მოიპოვებს და მას კლავს.[14] კელები ნორმას გარდაცვალების შესახებ შეიტყობს და ნორმანზე შურისძიებას აპირებს, მაგრამ „დედა“ ნორმანს მის დატყვევებაში ეხმარება, თუმცა მას ვერ კლავს. ბეიტსების მეზობელი, ჩიკ ჰოგანი (რაიან ჰერსტი) კელებს მანქანით სრულიად შემთხვევით ეჯახება და კლავს, ხოლო „დედა“ მას და ნორმანს სხეულის თავიდან მოშორებაში ეხმარება.[15] ნორმანს უყვარდება მედელინ ლუმისი (იზაბელ მაკნელი), დიასახლისი, რომელიც ნორმას ძალიან ჰგავს, და რომელსაც მეუღლე, სემი (ოსტინ ნიკოლსი) ღალატობს. „დედა“ ეჭვიანობას იწყებს, ნორმანის სხეულს დაეპატრონება, ნორმას ტანსაცმელს ჩაიცვამს და ჰომოსექსუალთა კლუბში მამაკაცთან სექსი აქვს.[16] ნორმანს საბოლოოდ უჩნდება ეჭვი, რომ „დედა“ რეალური არ არის და ნორმას პიროვნება უდასტურებს, რომ ის თავად ნორმანმა შექმნა თავის გონებაში, რათა გამკლავებოდა და დაევიწყებინა ისეთ მოვლენები, რასაც ვერ გადაიტანდა, მაგალითად, მამამისის ძალადობას.[17]
როცა სემის საყვარელი, მარიონ კრეინი (რიანა) მოტელში ღამის გასათევად მივა, ნორმანს იმის შიში აქვს, რომ მას „დედა“ მოკლავს, ამიტომაც წასვლას აიძულებს და აფრთხილებს, რომ უკან აღარასდროს დაბრუნდეს. მოტელში სემი მალევე მოდის და მარიონს ეძებს, ხოლო „დედა“ ნორმანს დაარწმუნებს, რომ სემი საშხაპეში დანით მოკლას.[17]
დილანი ნორმანის სანახავად ბრუნდება, როცა ნორმას გარდაცვალების შესახებ შეიტყობს. ისინი ჩხუბს დაიწყებენ და „დედა“ მის მოკვლას შეეცდება. შეძრწუნებულმა ნორმანმა საკუთარი თავის შესაჩერებლად 911-ზე დარეკა და სემის მკვლელობა აღიარა.[18] როცა შერიფი გრინი (ბრუკ სმიტი) ნორმანის სხვა მსხვერპლების სხეულებს იპოვის, კონტროლს „დედას“ პიროვნება მოიპოვებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნორმანი სასჯელისგან იხსნას.[19]
როცა ციხიდან გაქცეული რომერო ნორმანს პოლიციის შენობიდან გაიტაცებს,[20] „დედა“ მას მოკლავს, თუმცა სიკვდილის წინ რომერო ნორმანს ეუბნება, რომ მან საკუთარი დედა მოკლა. როცა ნორმანი საბოლოოდ დაიჯერებს, რომ ნორმა თავად მოკლა, „დედა“ მას ეუბნება, რომ ვინაიდან უკვე სიმართლე იცის, მის დასაცავად საჭირო აღარ არის და მას სამუდამოდ ტოვებს.[21] მოგვიანებით, ნორმანი დილანს „ოჯახურ ვახშამზე“ იწვევს, ხოლო სავახშმო მაგიდასთან ნორმას ცხედარი ზის. როცა დილანი ნორმანს ეუბნება, რომ ნორმა მკვდარია, ის დილანს აიძულებს, რომ მოკლას. ნორმანს სიკვდილის წინ ეჩვენება დედამისი, რომელსაც ეხუტება, რის გამოც დილანს მადლობას უხდის.[21]
დახასიათება
რედაქტირებანორმა ბეიტსი შექმნილია ავგუსტა გეინის, ამერიკელი მკვლელის ედ გეინის დედის მიხედვით. ის იყო მეტისმეტად ქედმაღალი ქალი და რელიგიური ფანატიკოსი, რომელიც თავის ვაჟებს ეუბნებოდა, რომ სამყარო გარყვნილებითა და უზნეობით იყო გაჟღენთილი და ყველა ქალი (მის გარდა) წარმოადგენდნენ ბოროტებასა და ეშმაკის იარაღს.
ნორმა ბლოხის რომანში მოქმედი პერსონაჟი არ არის და „ფსიქოს“ პირველ სამ ფილმში მხოლოდ ცხედრისა და ხმის სახითაა წარმოდგენილი.
ფილმისთვის „ფსიქო“ (1960 წ.) ალფრედ ჰიჩკოკმა ნორმას როლის შესასრულებლად დაიქირავა ექვსი ადამიანი. ნორმა ბეიტსის სხეულის დუბლიორები იყვნენ მიტცი კოსტნერი, ანა დორე და მარგო ეპერი; ხოლო ხმა შეასრულეს ვირჯინია გრეგმა, ჟანეტ ნოლანმა და პოლ ჯასმინმა (ენტონი პერკინსის მეგობარი). ხმები მთელი სერიალის განმავლობაში შერეულია გარდა ბოლო მონოლოგისა, რომელსაც გრეგი ასრულებს.
ნორმა ბეიტსს ცოცხალ პერსონაჟად პირველად „ფსიქო IV: დასაწყისში“ ვხვდებით, სადაც მის როლს ოლივია ჰასი ასრულებს.
შესრულება
რედაქტირებავირჯინია გრეგმა, ჟანეტ ნოლანმა და პოლ ჯასმინმა ნორმა ბეიტსის ცხედრის ხმა შეასრულეს ბლოხის რომანის 1960 წლის ეკრანიზაციაში. „ფსიქო II“-სა და „ფსიქო III“-ში ნორმას ხმა მხოლოდ გრეგმა შეასრულა. ალის ჰირსონმა ნორმა „ფსიქო IV: დასაწყისში“ გაახმოვანა. 1990 წლის სატელევიზიო რეკლამაში ნორმას სილუეტი ჯონ კასირმა გაახმოვანა, რომელშიც ნორმან ბეიტსის სახით ენტონი პერკინსი წარდგა. როუზ მარიმ ნორმას ცხედრის ხმა „ფსიქოს“ 1998 წლის ვერსიაში შეასრულა. ფილმში „ფსიქო IV“ ცოცხალი ნორმა ოლივია ჰასიმ განასახიერა. ტელესერიალში „ბეიტსის მოტელი“ ცოცხალი ნორმას როლი ვერა ფარმიგამ შეასრულა.[22] ამ როლისთვის ფარმიგა 2013 წელს პრაიმტაიმ ემის პრემიის ნომინაციაზე წარდგა, ხოლო 2014 წელს სატურნის ჯილდო და 2014 წელს ხალხის არჩევანის ჯილდო მოიპოვა.
გამოჩენა
რედაქტირებარომანებში
რედაქტირება- ფსიქო, (1959 წ.)
- ცხედრის სახით.
ფილმებში
რედაქტირება- ფსიქო, (1960 წ.)
- ცხედრის სახით. ხმა შესრულებულია ვირჯინია გრეგის, ჟანეტ ნოლანისა და პოლ ჯასმინის მიერ.
- ფსიქო II, (1983 წ.)
- ცხედრის სახით; მოგონებებში. ხმა შესრულებულია ვირჯინია გრეგის მიერ.
- ფსიქო III, (1986 წ.)
- ხმა შესრულებულია ვირჯინია გრეგის მიერ.
- ბეიტსის მოტელი, (1987 წ.)
- ცხედრის სახით (სახელად გლორია ბეიტსი).
- ფსიქო IV: დასაწყისი, (1990 წ.)
- მთავარი პერსონაჟი, შესრულებულია ოლივია ჰასის მიერ; ცხედრის სახით, ხმა შესრულებულია ელის ჰირსონის მიერ.
- ფსიქო, (1998 წ.)
- ცხედრის სახით, ხმა შესრულებულია როუზ მარის მიერ.
ტელევიზიაში
რედაქტირება- სატელევიზიო რეკლამა, (1990 წ.)
- ხმა შესრულებულია ჯონ კასირის მიერ.
- ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი), (2013–2017 წწ.)
- მთავარი პერსონაჟი (სახელად ნორმა ლუის ბეიტსი), შესრულებულია ვერა ფარმიგას მიერ, რომელმაც მიიღო პრაიმტაიმ ემის პრემიის ნომინაცია და მოიპოვა სატურნის პრემია და ხალხის არჩევანის ჯილდო სერიალში შესრულებული როლისთვის.[23][24]
კომიქსებში
რედაქტირება- ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო, (1992 წ.)
- ცხედრის სახით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნელი ანდრეევა. (27 აგვისტო, 2012) ვერა ფარმიგა A&E-ის „ფსიქო“ პრიკველში, „ბეიტსის მოტელში“ ნორმას როლს შეასრულებს.
- ↑ „Trust Me“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 4. April 8, 2013. A&E.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „Caleb“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 2. ეპიზოდი 3. March 17, 2014. A&E.
- ↑ „Check Out“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 2. ეპიზოდი 4. March 24, 2014. A&E.
- ↑ „Midnight“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 10. May 20, 2013. A&E.
- ↑ „First You Dream, Then You Die“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 1. March 18, 2013. A&E.
- ↑ „The Truth“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 6. April 22, 2013. A&E.
- ↑ „The Vault“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 6. April 18, 2016. A&E.
- ↑ „Nice Town You Picked, Norma...“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 1. ეპიზოდი 2. March 25, 2013. A&E.
- ↑ „Til Death Do You Part“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 3. March 21, 2016. A&E.
- ↑ „Lights of Winter“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 4. March 28, 2016. A&E.
- ↑ „Forever“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 9. May 9, 2016. A&E.
- ↑ „Norman“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 4. ეპიზოდი 10. May 16, 2016. A&E.
- ↑ „Dark Paradise“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 1. February 20, 2017. A&E.
- ↑ „Bad Blood“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 3. March 6, 2017. A&E.
- ↑ „Dreams Die First“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 5. March 20, 2017. A&E.
- ↑ 17.0 17.1 „Marion“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 6. March 27, 2017. A&E.
- ↑ „Inseparable“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 7. April 3, 2017. A&E.
- ↑ „The Body“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 8. April 3, 2017. A&E.
- ↑ „Visiting Hours“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი სეზონი 5. ეპიზოდი 9. 17 April, 2017 წ. A&E. April 17, 2017. A&E.
- ↑ 21.0 21.1 „The Cord“. ბეიტსის მოტელი (ტელესერიალი). სეზონი 5. ეპიზოდი 10. April 24, 2017. A&E.
- ↑ ჯეიმზ ჰიბერდი. (27 აგვისტო, 2012) ნორმან ბეიტსის დედის როლი A&E-ის „ფსიქოს“ სერიალში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-20. ციტირების თარიღი: 2020-07-25.
- ↑ სკოტ ნოიმაიერი. (3 March, 2014) ვერა ფარმიგა საუბრობს ბეიტსის მოტელის, ოჯახისა და იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მსახიობი რომ არ ყოფილიყო. ციტირების თარიღი: 4 February, 2015.
- ↑ ხალხის არჩევანის ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულთა სია (18 Jenuary , 2017).