ბეიტსის მოტელი (მეოთხე სეზონი)

ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან. მისი პრემიერა გაიმართა 2016 წლის 7 მარტს A&E-ზე, ხოლო დასრულდა 2016 წლის 16 მაისს. სეზონი ეთერში გადიოდა ყოველ ორშაბათს, საღამოს 9 საათზე (აღმოსავლეთის დროით).[1] სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის, ფსიქოს თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[2] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.

ბეიტსის მოტელი
სეზონი 4

ოფიციალური პოსტერი
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი A&E
ეთერში 7 მარტი, 2016 (2016-03-07) – 16 მაისი, 2016 (2016-05-16)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
მეხუთე სეზონი
ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია

სეზონმა კრიტიკოსებისგან დიდი აღიარება მოიპოვა და ორჯერ წარდგა პრაიმტაიმ ემის 68-ე პრემიის ნომინაციაზე.[3] სეზონმა ასევე სამჯერ მოიგო ხალხის არჩევანის ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო დრამისა და მსახიობების (ფარმიგა და ჰაიმორი) კატეგორიაში. ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონმა ეთერში გასვლისას სტაბილური რეიტინგები შეინარჩუნა,[4] საპრემიერო ეპიზოდს ჯამში 1,55 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო საფინალოს - 1,50 მილიონი.[5] სეზონი Blue-ray-სა და DVD-ზე 2016 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა.[6]

მსახიობები და პერსონაჟები

რედაქტირება
ვერა ფარმიგა, ფრედი ჰაიმორი და მაქს ტირიოტი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ნორმა ლუის ბეიტსის, ნორმან ბეიტსის და დილან მასეტის როლებს. ისინი ყოველ ეპიზოდში იღებენ მონაწილეობას.
ოლივია კუკი, ნესტორ კარბონელი და რაიან ჰერსტი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ემა დეკოდის, შერიფ ალექს რომეროს და ჩიკ ჰოგანის როლებს.

მეორეხარისხოვანი

რედაქტირება

სპეციალური მოწვევით

რედაქტირება

წარმოება

რედაქტირება

ქასთინგი

რედაქტირება

2015 წლის აგვისტოში TVLine-მა განაცხადა, რომ რაიან ჰერსტი სერიალში ბრუნდებოდა ჩიკ ჰოგანის, მესამე სეზონის მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, როლის შესასრულებლად.[7] 2015 წლის 5 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრეგ ედვარდსის, პაინვიუს კლინიკის ექიმის მეორეხარისხოვანი როლისთვის ქასთინგი ტარდებოდა.[8] 2015 წლის 3 დეკემბერს როლისთვის დეიმონ გაპტონი აირჩიეს.[9] 2015 წლის დეკემბრის შუა ხანებში განაცხადეს, რომ ჯეიმი რეი ნიუმანი შეასრულებდა რებეკა ჰემილტონის როლს.[10]

გადაღება

რედაქტირება

სერიალი გადაღებულია ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. პირველი სეზონის დაწყებისას, ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე.[11][12] 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში ნესტორ კარბონელმა დაადასტურა, რომ მეხუთე სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის რეჟისორი იქნებოდა.[13] მეოთხე სეზონის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2015 წლის 30 ნოემბერს ვანკუვერში და მიმდებარე ტერიტორიაზე,[14] ხოლო დასრულდა 2016 წლის 6 აპრილს.[15] 2016 წლის 11 თებერვალს სეზონის პირველი ფოტო გასაჯაროვდა, რომელზეც აღბეჭდილი არიან ფარმიგა და ჰაიმორი.[16] 2016 წლის მარტში განაცხადეს, რომ ჰაიმორმა სეზონის მერვე ეპიზოდი დაწერა.[17]

ეპიზოდები

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
311„A Danger to Himself and Others“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი7 მარტი, 2016 (2016-03-07)1.55[5]
ბობ პარისის მოკვლის შემდეგ, რომერო მის სხეულს ყურეში აგდებს. ნორმა და დილანი ნორმანზე ღელავენ, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. ადგილობრივი ფერმერი მას არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფს იპოვის, რის შემდეგაც ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდება. ამასობაში, დილანი პორტლენდში მიდის, რათა ოპერაციის შემდეგ ემას გვერდით ყოფნა მოახერხოს, ხოლო ნორმა ნორმანის დაწესებულებიდან გამოყვანას ცდილობს. ექიმი ნორმას ადანაშაულებს, რადგან მის შვილს დახმარება დროულად არ აღმოუჩინა და ამბობს, რომ ნორმანს მხოლოდ 48 საათიანი დაკვირვების შემდეგ გამოწერს. სასოწარკვეთილი ნორმა პაინვიუს ფსიქიატრიულ კლინიკაში ბრუნდება იმ იმედით, რომ ნორმანის მოთავსებას მოახერხებს. კლინიკაში ის შეხვდება ფსიქიატრს, ექიმ ედვარდსს. რადგან ნორმას თავისი დაზღვევა არ აქვს, ის რომეროს დაქორწინებას სთხოვს, რომ მისი დაზღვევა გამოიყენოს, მაგრამ რომერო უარზეა. ემას დედა, ოდრი ცდილობს მის ქალიშვილთან შეხვედრას, მაგრამ უილი მასთან ახლოს მისვლას უკრძალავს. ოდრი დასახმარებლად ნორმანს მიმართავს, თუმცა ამ დროს ნორმანი „დედას“ პიროვნებადაა გარდასახული და მას თავისივე ყელსახვევით ახრჩობს.
322„Goodnight, Mother“ტიმ სოუტემიკერი ერინი და ტორი სპირი14 მარტი, 2016 (2016-03-14)1.45[18]
ნორმანი წინა დღის მოვლენების გახსენებას ცდილობს. მას ფრაგმენტებად ახსენდება, თუ როგორ მალავს "დედა" ოდრის სხეულს სარდაფის მაცივარში. ემა ახალი ფილტვების გადანერგვის შემდეგ ცხოვრებაში პირველად სუნთქავს დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ამასობაში, რომერო პაინვიუს კლინიკაში ნორმანის მოსათავსებლად საჭირო ფულს მიიტანს. ვინაიდან ნორმანი 18 წლისაა, დაწესებულებას თანხმობის ფორმაზე მისი ხელმოწერა სჭირდება. ნორმანი ნორმას ოდრის მკვლელობაში ადანაშაულებს, რათაც ის ხვდება, რომ მისმა შვილმა მორიგი მკვლელობა ჩაიდინა. ნორმა მოტელთან მდებარე ორმოში ხელთათმანს იპოვის. მოგვიანებით, ნორმანი პაინვიუს ფორმას ნახულობს, რომელიც მოტელის ოფისში ფაქსით გადმოაგზავნეს. ნორმანს ეჩვენება მისი მკვდარი მამა, რომელიც ეუბნება, რომ ის ნორმამ მოკლა და ახლა ცდილობს ყოველი მკვლელობა მას გადააბრალოს. ნორმას ნორმანის ქცევები აშინებს, რის გამოც გაექცევა და დაემალება, რა დროსაც რომეროს დახმარებისთვის ურეკავს. ნორმანი ნორმას თავისივე იარაღით ანიშნებს, რომ ორივემ თავი მოიკლან, რადგან სიცოცხლეში ბედნიერი ვერასდროს იქნებიან. რომერო ბეიტსების სახლში მიდის, რა დროსაც ნორმა ნორმანს არწმუნებს, რომ თანხმობის ფორმაზე ხელი მოაწეროს, რის შემდეგაც მას პაინვიუს კლინიკაში წაიყვანენ.
333„'Til Death Do You Part“ფილ აბრაჰამისტივ კორნაკი და ელისონ ევანზი21 მარტი, 2016 (2016-03-21)1.46[19]
ნორმა და რომერო ქორწინდებიან, რის შემდეგაც ის ბეიტსების სახლში გადადის, რათა მათი ურთიერთობა გარშემომყოფთათვის დამაჯერებელი იყოს. რომერო ორმოს ამოავსებს, სადაც ოდრის საყურეს აღმოაჩენენ, რაც ნორმას აძრწუნებს. ამასობაში, დილანი თეთრი ფიჭვის ყურეში ბრუნდება განერის გასათავისუფლებლად, რადგან მარიხუანას ბიზნესს თავს ანებებს, თუმცა გაიგებს, რომ განერს წასვლა უკვე განზრახული ჰქონდა. ჩიკი დილანის ფერმაში კელებზე შურისძიებისთვის მიდის, მაგრამ დილანი ეუბნება, რომ მამამისთან არ უსაუბრია მას შემდეგ, რაც ქალაქიდან წავიდა. პაინვიუს კლინიკაში ნორმანს ექიმ ედვარდსთან პირველი თერაპია აქვს. ნორმანი დაბნეულია, რადგან ჰგონია, რომ „სიმართლის“ დამალვაც და გამჟღავნებაც, ორივე შემთხვევაში ნორმას პრობლემებს შეუქმნის. მოგვიანებით, ნორმა პაინვიუში ნორმანის სანახავად მიდის, სადაც კლინიკის პერსონალისა და პაციენტების თანდასწრებით კამათს დაიწყებენ. რებეკა, რომელსაც რომერო წარსულში ხვდებოდა, მასთან აღელვებული მიდის და ეუბნება, რომ ბობის მიერ ფულის გათეთრების გეგმას შესაძლოა ნათელი მოეფინოს. რომერო მას ამშვიდებს და ურჩევს, რომ ბუნებრივად მოიქცეს და მასზე ეჭვს არ მიიტანენ.
344„Lights of Winter“ტ.ჯ. სკოტიტომ სენტდიორდი28 მარტი, 2016 (2016-03-28)1.52[20]
ნორმანი და ჯულიენი, კლინიკის ერთ-ერთი პაციენტი პაინვიუდან გაქცევას გადაწყვეტენ. ამასობაში, ნორმა და რომერო ერთმანეთს უახლოვდებიან და ის ნორმას ურჩევს, რომ ბანკის ანგარიშები გააერთიანონ, რათა მათი ქორწინება დამაჯერებელი იყოს. ამის შემდეგ რომერო რებეკასგან შეტყობინებას იღებს, რომ ბობს ბანკის საცავში 3 მილიონი დოლარის ოდენობის დეპოზიტი ჰქონდა შენახული, რის გასაღებსაც რომერო პოულობს. ნორმა პორტლენდის საავადმყოფოში ემას მოსანახულებლად მიდის, რომელიც ეუბნება, რომ საკუთარი ცხოვრება დაიწყოს და ნორმანზე არ იღელვოს. ემა ასევე სიეტლში გადასვლას გეგმავს და დილანს სთხოვს, რომ მასთან ერთად წავიდეს. კარნავალზე ერთად წასვლისა და რებეკასთან უხერხული შეხვედრის შემდეგ, რომერო და ნორმა სახლში ბრუნდებიან, რომელიც არეული დახვდებათ. ამასობაში, ნორმანი და ჯულიენი პაინვიუდან გაიქცევიან და გამვლელი მანქანით სტრიპტიზ კლუბში მივლენ. ჯულიენი ნორმანს ფულს აძლევს, რის შემდეგაც ორივეს პირად ოთახებში გაიყვანენ. როცა ნორმანი მოცეკვავესთან ერთად მარტოა, „დედა“ იღვიძებს, რა დროსაც ჯულიენი და დაცვის ოფიცრები ჩხუბს იწყებენ. ამის შემდეგ ექიმი ედვარდსი ნორმანის წასაყვანად მოდის, რომელსაც ემოციები მოაწვება და მას დახმარებას სთხოვს.
355„Refraction“სარა ბოიდიერიკა ლიპესი11 აპრილი, 2016 (2016-04-11)1.42[21]
ნორმა და რომერო სახლს ალაგებენ. ნორმა ნაწყენია, რადგან მისი საყვარელი ფერადი შუშის ფანჯარა ჩამსხვრეულია. რომერო ეუბნება, რომ „ასეთი რამეები ხდება, როცა შერიფზე ხარ დაქორწინებული“. მან იცის, რომ სახლში რებეკა შემოიჭრა, რომელსაც მოგვიანებით აფრთხილებს, რომ თავი მათგან შორს დაიჭიროს. ნორმა ქალაქში შუშის შემკეთებელს ეძებს, რის შემდეგაც მასთან ჩიკ ჰოგანი მიდის. ის გაიგებს, რომ კელები ნორმას ძმაა. ამასობაში, დილანი ემას თეთრი ფიჭვის ყურეში მიიყვანს, მოგვიანებით კი სიეტლში სამსახურის ინტერვიუზე მიდის. ნორმანი პაინვიუში ექიმ ედვარდსთან ერთად თერაპიას იწყებს, რომელსაც ყველაფერზე ესაუბრება, გარდა მამამისისა. მოგვიანებით ნორმანი დედამისს ხმოვან შეტყობინებას უგზავნის და ბოდიშს უხდის, რის შემდეგაც ნორმა მის სანახავად დაწესებულებაში მიდის. ექიმი ედვარდსი ნორმანს არწმუნებს, რომ ვიზიტი რეალურად არ შემდგარა და ყველაფერი მის თავში მოხდა, რასაც ადასტურებს ის, რომ ექიმთან საუბრისას ნორმანი „დედად“ გარდაისახება. ჩიკი ნორმას სანახავად ბრუნდება და ეუბნება, რომ ყველაფერი იცის დილანის მამის შესახებ, ახსენებს, თუ როგორ ეზიზღება მისი ძმა ამის გამო და მისი ბედის გადაწყვეტას სთხოვს.
366„The Vault“ოლატუნდე ოსუნსანმისკოტ კოზარი18 აპრილი, 2016 (2016-04-18)1.33[22]
ნორმა ჩიკს ისევ ხვდება, რომელიც მისი და კელების წარსულის გასაჯაროებაში ემუქრება, რა შემთხვევაშიც მისი და რომეროს ქორწინება განადგურდება. შეშფოთებული ნორმა ცდილობს დილანისგან კელების ადგილმდებარეობა გაიგოს. ამის შემდეგ ის კელებს ურეკავს, თუმცა საბოლოოდ ჩიკს ეუბნება, რომ გააკეთოს ის, რაც უნდა მისი ცხოვრების დასანგრევად. ამასობაში, რომერო რებეკას ბანკის საცავის გასაღებს აძლევს და ეუბნება, რომ სანაცვლოდ არანაირი ფულის მიღება არ უნდა. პაინვიუში ექიმი ედვარდსი ნორმანს იდენტურობის დისოციაციური აშლილობის შესახებ უხსნის და ეუბნება, რომ გათიშვების დროს მასში მცხოვრები მეორე პიროვნება, „დედა“ იღვიძებს და მის სხეულს ეპატრონება. ნორმანს ახსენდება დრო, როცა შვიდი წლის იყო და ნორმა მამამისის მიტოვებას ცდილობდა. სემმა ის გააუპატიურა, რა დროსაც ნორმანი საწოლის ქვეშ იმალებოდა. ექიმი ედვარდსი „დედასთან“ საუბარს ითხოვს, რომელიც მას აფრთხილებს, რომ ნორმანს ამ მოგონებების გახსენების საშუალება არ მისცეს, რასაც მისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ჩიკი რომეროს დახმარებით ახალ ფანჯარას მოიტანს. ამის შემდეგ ნორმა რომეროს ჩიკის რეალური მოტივების შესახებ უხსნის, მის წარსულს უმხელს და დარწმუნებულია, რომ რომერო მას მიატოვებს. მიუხედავად ამისა, რომერო მასთან დარჩენას გადაწყვეტს.
377„There's No Place Like Home“ნესტორ კარბონელიფილიპ ბიზერი25 აპრილი, 2016 (2016-04-25)1.35[23]
ნორმა რომეროს ეუბნება, რომ ბეიტსების სახლის გარემონტება უნდოდა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ამის შესაძლებლოა არ ჰქონდა. რომერო მას უმხელს, რომ ბობის მოკვლის შემდეგ მისი ფული აიღო და სთავაზობს, რომ ამ ფულით მისი ოცნება რეალობად აქციოს. პაინვიუში პაპიე-მაშეს გაკეთებისას ნორმანი გაზეთის ფრაგმენტიდან იგებს, რომ დედამისი და რომერო დაქორწინდნენ. ნორმანი სახლში რეკავს, სადაც ყურმილს რომერო იღებს, ხოლო ნორმა მისი აქ ყოფნის ასახსნელად ატყუებს. ამასობაში, დილანი ოდრის გაუჩინარებას იძიებს მას შემდეგ, რაც ემამ მასთან კონტაქტი დაკარგა. ის ნორმას აჩვენებს ოდრის წერილს, რომელიც ნორმანის ოთახში იპოვა, რის გამოც კამათს იწყებენ. დილანი მოგვიანებით წერილს ემას გადასცემს, რომელიც ჩათვლის, რომ დედამისის გაუჩინარება მისი სასოწარკვეთის გამოხატულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ედვარდსმა და ნორმამ ნორმანის პაინვიუში დატოვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, მას გაწერენ და სახლში ბრუნდება.
388„Unfaithful“სტეფან სურჟიკიფრედი ჰაიმორი2 მაისი, 2016 (2016-05-02)1.52[24]
რომერო ბეიტსების სახლიდან თავს შორის იჭერს, რათა ნორმას ნორმალურ ცხოვრებასთან მორგების საშუალება მისცეს. ნორმანი მას მალევე ეუბნება, რომ მეორე სამსახურის დაწყებას აპირებს, რომ საკუთარი დაზღვევის გადახდა მოახერხოს, რის შემდეგაც ის შეძლებს ნორმასთან განქორწინებას. რომერო ნორმას ეუბნება, რომ ნორმანმა მათი გრძნობების შესახებ უნდა გაიგოს. ამასობაში, რებეკას აეროპორტში DEA აიყვანს, რის შემდეგაც ეუბნებიან, რომ რეალურად ცდილობენ დაადგინონ, თუ რა აკავშირებს რომეროს ბობ პარისთან. ბეიტსების სახლში ნორმას, ნორმანს და რომეროს ვახშამი აქვთ. დედა-შვილი კამათს იწყებს. ნორმანი გაბრაზებულია დედამისზე, რადგან მან რომერო მათ ცხოვრებაში შემოუშვა, როცა ის და ნორმანი იმდენად ახლოს იყვნენ, რომ თავად გოგოებთან ურთიერთობის დაწყებას ვერ ახერხებდა. განრისხებული ნორმანი შეშის დასაჩეხად გადის და მას რომერო გაჰყვება. ნორმანი მას ნაჯახით უახლოვდება, თუმცა მისი მოკვლის ნაცვლად ფარდულს გაანადგურებს და გაიძახის, რომ რომერო სძულს.
399„Forever“ტიმ სოუტემიკარლტონ კუზი და კერი ერინი9 მაისი, 2016 (2016-05-09)1.41[25]
რომერო უშედეგოდ ცდილობს ნორმას დარწმუნებას იმაში, რომ ნორმანი პაინვიუში დააბრუნოს. ნორმანი მის გრძნობებს ექიმ ედვარდსს უმხელს, რა დროსაც დილანი და რომერო ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან. ისინი ღელავენ ნორმაზე და ნორმანის კლინიკაში დაბრუნება უნდათ. დილანი ოდრის საყურეს პოულობს, რის გამოც ნორმას ეკამათება. განრისხებული ნორმა დილანს ადანაშაულებს, რომ ნორმანის გამო ეჭვიანობს. გულგატეხილი დილანი ეუბნება, რომ მისთვის ნამდვილი დედა არასდროს ყოფილა და გაუმხელს, რომ ნორმანის კლინიკაში დაბრუნება რომეროსაც უნდა. დილანი ნორმანს ემშვიდობება. ნორმა რომეროს ეკამათება მის ზურგსუკან მოქმედებისთვის, რის გამოც მასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შემდეგ ნორმას ნორმანის თანდასწრებით ემოციები მოაწვება. ის რომეროსთვის წერილს დაწერს და დაიძინებს. ნორმანი მკვლელობა-სუიციდის მიზნით გამათბობელს ჩართავს და სახლში ყოველ სავენტილაციო სარქველს დახურავს, რის შედეგადაც ნორმას ოთახი ნახშირბადის მონოოქსიდით აივსება. რომერო ბეიტსების სახლში მიდის და დედა-შვილს უგონო მდგომარეობაში მყოფს იპოვის. ის ორივეს გადარჩენას შეეცდება, მაგრამ აშკარაა, რომ ნორმას ვერ გადაარჩენს, რის გამოც ატირდება. ნორმანი გონს მოდის და არარეაგირებად დედამისს დაინახავს.
4010„Norman“ტაკერ გეიტსიკერი ერინი16 მაისი, 2016 (2016-05-16)1.50[26]
ნორმანს სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანენ. დაკითხვის დროს დეტექტივი რომეროს ნორმას მიერ დაწერილ წერილს და მასში ჩადებულ საქორწინო ბეჭედს აჩვენებს. ის ამბობს, რომ ნორმამ სავარაუდოდ მკვლელობა-სუიციდის ჩადენა სცადა, რის გამოც რომერო ნორმანის საავადმყოფოდან გამოსაყვანად მიდის. ისინი ჩხუბს დაიწყებენ. რომერო ნორმანს ეუბნება, რომ ნორმა მან მოკლა და ჰპირდება, რომ ამას დაამტკიცებს. დამკრძალავი ბიურო ნორმანს ცერემონიის დასაგეგმად ურეკავს. მორგში რომერო ნორმას ცხედარს ბეჭედს გაუკეთებს, თუმცა მოგვიანებით ნორმანი მოხსნის. რომერო წირვაზე მიდის და ნორმანთან ჩხუბს ისევ იწყებს მას შემდეგ, რაც ნორმანმა მას საქორწინო ბეჭედი დაუბრუნა. მოგვიანებით რომეროს DEA აკავებს ცრუ ჩვენებისთვის, რადგან მან რებეკასთან ურთიერთობის შესახებ მოიტყუა. ნორმანი დედამისის სხეულს საფლავიდან ამოთხრის და სახლში წაიღებს. ჩიკი ნორმანთან თანაგრძნობის გამოსახატად მიდის და ნორმას ცხედარს დაინახავს. ის ნორმანს აიძულებს, რომ ნორმას სიკვდილი დაიჯეროს. ამის შემდეგ ნორმანი ნორმას ოთახში შედის და მისი იარაღით თავის მოკვლას აპირებს, თუმცა მუსიკის ხმას გაიგებს. ქვემოთ ჩამოსვლისას დაინახავს, რომ სახლი მორთულია საშობაო დეკორაციებით და „დედა“ ფორტეპიანოზე უკრავს.

მიღებული შეფასებები

რედაქტირება

კრიტიკოსთა გამოხმაურება

რედაქტირება

ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონმა კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა. ვებ-გვერდ Rotten Tomatoes-ზე სეზონი 17 კრიტიკოსზე დაყრდნობით 100%-იანი დადებითი რეიტინგით შეფასდა.[3]

რეიტინგები

რედაქტირება

საერთო ჯამში, ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონს 1,45 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო 18-49 წლის მოსახლეობაში მისმა რეიტინგმა 0,6-ს შეადგინა.[4]

#. სახელწოდება ეთერში გასვლის თარიღი რეიტინგი/წილი
(18–49)
მაყურებელი
(მილიონი)
DVR
(18–49)
DVR მაყურებელი
(მილიონი)
ჯამში
(18–49)
მაყურებელთა ჯამური რაოდენობა
(მილიონი)
1 "A Danger to Himself and Others" მარტი 7, 2016 0.7 1.55[5] 0.5 1.13 1.2 2.68[27]
2 "Goodnight, Mother" მარტი 14, 2016 0.6 1.45[18] 0.5 1.14 1.1 2.59[28]
3 "'Til Death Do You Part" მარტი 21, 2016 0.6 1.46[19] 0.4 0.92[ა] 1.0 2.38[29]
4 "Lights of Winter" მარტი 28, 2016 0.6 1.52[20] 0.6 1.22 1.2 2.73[30]
5 "Refraction" აპრილი 11, 2016 0.6 1.42[21] 0.6 1.33 1.2 2.74[31]
6 "The Vault" აპრილი 18, 2016 0.5 1.33[22] 0.6 1.22 1.1 2.55[32]
7 "There's No Place Like Home" აპრილი 25, 2016 0.5 1.35[23] 0.6 1.27 1.1 2.61[33]
8 "Unfaithful" მაისი 2, 2016 0.6 1.52[24] 0.4 0.98[ა] 1.0 2.50[34]
9 "Forever" მაისი 9, 2016 0.5 1.41[25] 0.4 0.99 0.9 2.39[35]
10 "Norman" მაისი 16, 2016 0.5 1.50[26] 0.6 1.22 1.1 2.72[36]
  • ^  აქ გამოყენებულია Live+3-ის მონაცემები, რადგან Live+7 ხელმისაწვდომი არ არის.

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

ბეიტსის მოტელის მეოთხე სეზონი 17 ნომინაციაზე წარდგა და მოიპოვა სამი გამარჯვება.

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი სქოლიო
2016 პრაიმტაიმ ემის 68-ე დაჯილდოება საუკეთესო გადაღება ჯონ ბერტლი ნომინირებული [37]
სერიალის საუკეთესო მუსიკა კრის ბეიკონი ნომინირებული
ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ონლაინ ასოციაციის მე-20 დაჯილდოება სერიალის საუკეთესო მუსიკა ნომინირებული [38]
კრიტიკოსთა არჩევანის მე-7 დაჯილდოება საუკეთესო სერიალი ბეიტსის მოტელი ნომინირებული [39]
ოქროს დერბის პრემია საუკეთესო დრამატული სერიალი ნომინირებული [40]
საუკეთესო წამყვანი მსახიობი მამაკაცი დრამაში ფრედი ჰაიმორი ნომინირებული
საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი დრამაში ვერა ფარმიგა ნომინირებული
ქალთა იმიჯის მე-18 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [41]
Poppy-ის პრემია დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [42]
ხალხის არჩევანის 43-ე დაჯილდოება რჩეული მსახიობი ქალი მოგებული [43]
რჩეული მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი მოგებული
რჩეული დრამა ბეიტსის მოტელი მოგებული
Fangoria Chainsaw-ის პრემია საუკეთესო ტელემსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [44]
საუკეთესო ტელემსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
სატურნის 43-ე დაჯილდოება თრილერის ჟანრის საუკეთესო სერიალი ბეიტსის მოტელი ნომინირებული [45]
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
სიაში მოხმობილია ტელევიზიაში გასვლის თარიღები, ყოველწლიური ცერემონიები კი, როგორც წესი მომდევნო წელს იმართება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Birnbaum, Debra. (January 6, 2016) 'Bates Motel' Season 4 and 'Damien' to Premiere March 7.
  2. McNamara, Mary. (March 18, 2013) Review: 'Bates Motel' a twisty, moody modern prequel to 'Psycho'. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  3. 3.0 3.1 Bates Motel: Season 4 (2016). ციტირების თარიღი: March 11, 2016.
  4. 4.0 4.1 Bates Motel: Season Four Ratings (May 17, 2016).
  5. 5.0 5.1 5.2 Welch, Alex. (March 8, 2016) Monday cable ratings: 'WWE Raw' wins the night. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 9, 2016. ციტირების თარიღი: March 9, 2016.
  6. Bates Motel – Street Date, Pricing, Extras for 'Season 4' on DVD, Blu-ray Disc (July 26, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2016.
  7. Ausiello, Michael. (August 13, 2015) Ask Ausiello: Spoilers on NCIS, X-Files, Grey's Anatomy, Arrow, Flash, Castle, Bones, Criminal Minds and More.
  8. Ausiello, Michael. (November 5, 2015) Ask Ausiello: Spoilers on Arrow, Bloodline, Grimm, Supergirl, Scandal, TVD, Supernatural and More.
  9. Petski, Denise. (December 3, 2015) Damon Gupton Joins 'Bates Motel'; Trieste Kelly Dunn In 'Blindspot'.
  10. Petski, Denise. (December 18, 2015) Jaime Ray Newman Checks Into 'Bates Motel'. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  11. Turnquist, Kristi. (March 26, 2013) 'Bates Motel': What's going on in that bucolic Oregon coastal town. ციტირების თარიღი: March 7, 2015.
  12. BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated (November 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  13. Davis, Brandon. (November 3, 2015) Nestor Carbonell To Direct Season 4 Episode of Bates Motel, Teases Big Payoff.
  14. Vera Farmiga [VeraFarmiga]. (November 30, 2015) Motel reopens today. Mama's back in business. @KerryEhrin @CarbonellNestor @maxthieriot @CarltonCuse @InsideBates. ციტირების თარიღი: November 30, 2015
  15. Start Date: Bates Motel With Vera Farmiga & Freddie Highmore Starts Filming Season 4 First Week of December in Metro Vancouver (October 30, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 8, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  16. Highfill, Samantha. (February 11, 2016) Bates Motel First Look: Vera Farmiga says Norma's 'dreams have indeed become a nightmare'. ციტირების თარიღი: February 11, 2016.
  17. Kerry Ehrin [KerryEhrin]. (March 3, 2016) @Today. :) @InsideBates.
  18. 18.0 18.1 Welch, Alex. (March 15, 2016) Monday cable ratings: 'Better Call Saul' and 'Bates Motel' fall. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 17, 2016. ციტირების თარიღი: March 15, 2016.
  19. 19.0 19.1 Welch, Alex. (March 22, 2016) Monday cable ratings: 'Love and Hip Hop' leads, 'WWE Raw' falls. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 25, 2016. ციტირების თარიღი: March 22, 2016.
  20. 20.0 20.1 Porter, Rick. (March 30, 2016) Monday cable ratings: 'Love & Hip Hop' reunion and 'WWE Raw' stay on top. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2016. ციტირების თარიღი: March 30, 2016.
  21. 21.0 21.1 Welch, Alex. (April 12, 2016) Monday cable ratings: 'Better Call Saul' and 'Teen Mom' hold steady. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 13, 2016. ციტირების თარიღი: April 13, 2016.
  22. 22.0 22.1 Welch, Alex. (April 19, 2016) Monday cable ratings: 'Better Call Saul' finale holds steady, NBA Playoffs soar. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 20, 2016. ციტირების თარიღი: April 20, 2016.
  23. 23.0 23.1 Welch, Alex. (April 26, 2016) Monday cable ratings: 'Love and Hip Hop: Atlanta' lands on top. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 27, 2016. ციტირების თარიღი: April 26, 2016.
  24. 24.0 24.1 Porter, Rick. (May 3, 2016) Monday cable ratings: NBA Playoffs finish on top, beat broadcast. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 4, 2016. ციტირების თარიღი: May 3, 2016.
  25. 25.0 25.1 Welch, Alex. (May 10, 2016) Monday cable ratings: 'Love & Hip Hop' and 'Black Ink Crew' dip. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2016. ციტირების თარიღი: May 10, 2016.
  26. 26.0 26.1 Welch, Alex. (May 17, 2016) Monday cable ratings: 'Love & Hip Hip: Atlanta' rises. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2016. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
  27. Porter, Rick. (March 29, 2016) Cable Live +7 ratings, March 7–13: 'Walking Dead' leads, 3 shows triple in 18-49. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  28. Porter, Rick. (April 5, 2016) Cable Live +7 ratings, March 14–20: Nearly 50 shows double in adults 18-49. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  29. Porter, Rick. (April 3, 2016) Cable Live +3 ratings, March 21–27: 'Better Call Saul' jumps up the charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  30. Porter, Rick. (April 18, 2016) Cable Live +7 ratings, March 28-April 3: 'Walking Dead' finale jumps. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  31. Porter, Rick. (May 2, 2016) Cable Live +7 ratings, April 11–17: 'Orphan Black' premiere triples. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  32. Porter, Rick. (May 9, 2016) Cable Live +7 ratings, April 18–24: 'Fear the Walking Dead,' 'Better Call Saul' outgain 'Game of Thrones' premiere. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 1, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  33. Porter, Rick. (May 17, 2016) Cable Live +7 ratings, April 25-May 1: 'Fear the Walking Dead' gains the most, 'Banshee' quadruples. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  34. Porter, Rick. (May 16, 2016) Cable Live +3 ratings, May 2–8: 'Game of Thrones' rises week to week. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 1, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  35. Porter, Rick. (May 31, 2016) Cable Live +7 ratings, May 9–15: 'Game of Thones' and 'Fear the Walking Dead' stay on top. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  36. Porter, Rick. (June 6, 2016) Cable Live +7 ratings, May 16–22: 'Game of Thrones,' 'Fear the Walking Dead' tie for top gains. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 28, 2020.
  37. Bates Motel Emmy Nominations. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  38. Online Film & Television Association – 20th Annual TV Awards (2015–16). ციტირების თარიღი: January 7, 2017.
  39. Critics' Choice Awards: Game of Thrones, Stranger Things among Most Bingeworthy nominees (November 16, 2016).
  40. Gold Derby Awards (2016). ციტირების თარიღი: August 2, 2016.
  41. The WIN Awards – Women's Image Awards 2016 Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 20, 2016. ციტირების თარიღი: December 28, 2016.
  42. Lawrence, Derek. (August 22, 2016) Poppy Awards 2016: Your drama nominees are.... დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 25, 2016. ციტირების თარიღი: August 23, 2016.
  43. People's Choice Awards 2017 Winners List. The Hollywood Reporter (January 18, 2017).
  44. Never mind Oscar, here's the 2017 FANGORIA Chainsaw Awards Nominees Ballot! (February 7, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2017. ციტირების თარიღი: February 14, 2017.
  45. McNary, Dave. (March 3, 2017) 'Rogue One,' 'Walking Dead' Lead Saturn Awards Nominations. ციტირების თარიღი: March 4, 2017.