ბეიტსის მოტელი (მესამე სეზონი)

ბეიტსის მოტელის მესამე სეზონი შედგება 10 ეპიზოდისგან. პრემიერა გაიმართა A&E-ზე 2015 წლის 9 მარტს. სეზონი გადიოდა ყოველ ორშაბათს საღამოს 9 საათზე (აღმოსავლეთის დროით) და დასრულდა 2015 წლის 11 მაისს. სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის ფსიქოს თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[1] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.

ბეიტსის მოტელი
სეზონი 3

ოფიციალური პოსტერი
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი A&E
ეთერში 9 მარტი, 2015 (2015-03-09) – 11 მაისი, 2015 (2015-05-11)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
მეოთხე სეზონი
ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია

სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.[2] საპრემიერო ეპიზოდს საერთო ჯამში 2,14 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.[3] ამ სეზონისთვის ვერა ფარმიგა და ფრედი ჰაიმორი კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდოს ნომინაციაზე წარდგნენ, როგორც საუკეთესო მსახიობები.[4] მესამე სეზონი Nielsen-ის რჩეული პროგრამების სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა, DVR-ზე საშუალოდ 201.8% ნახვებით.[5] სეზონი Blue-ray-სა და DVD-ზე 2015 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა.[6]

მსახიობები და პერსონაჟები

რედაქტირება
ვერა ფარმიგა, ფრედი ჰაიმორი და მაქს ტირიოტი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ნორმა ლუის ბეიტსის, ნორმან ბეიტსის და დილან მასეტი როლებს. ისინი ყოველ ეპიზოდში მონაწილეობენ.
ოლივია კუკი, ნესტორ კარბონელი და კენი ჯონსონი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ემა დეკოდის, შერიფ ალექს რომეროს და კელებ კალჰუნის როლებს.

მეორეხარისხოვანი

რედაქტირება

სპეციალური მოწვევით

რედაქტირება

წარმოება

რედაქტირება

ქასთინგი

რედაქტირება

2014 წლის ივლისში განაცხადეს, რომ ნიკოლა პელცი სერიალში ბრედლი მარტინის როლის შესასრულებლად ბრუნდებოდა.[7] კენი ჯონსონი მეორე სეზონში კელებ კალჰუნის, ნორმას ძმის მეორეხარისხოვანი როლის შესრულების შემდეგ, მესამე სეზონში მთავარ პერსონაჟთა სიას დაემატა.[8] 2014 წლის 17 ოქტომბერს რაიან ჰერსტი აირჩიეს მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, ჩიკ ჰოგანის როლის შესასრულებლად.[9] მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ტრეისი სპირიდაკოსი ანიკა ჯონსონის, მოტელის სტუმრის როლს შეასრულებდა.[10] 2014 წლის 22 ოქტომბერს კევინ რაჰმი პერსონაჟთა სიას შეუერთდა, როგორც ბობ პარისი, რომეროს ბავშვობის ერთ-ერთი მეგობარი.[11] 2014 წლის ნოემბერში ჯოშუა ლეონარდი ჯეიმზ ფინიგანის, საზოგადოებრივი კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორის მეორეხარისხოვანი როლისთვის აირჩიეს.[12]

გადაღება

რედაქტირება

სერიალი გადაღებულია ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. პირველი სეზონის დაწყებისას, ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე.[13][14] მესამე სეზონის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2014 წლის 20 ოქტომბერს ვანკუვერში,[15] ხოლო დასრულდა 2015 წლის 1-ელ მარტს.[16] 2015 წლის ივნისში, ინტერვიუს დროს ფარმიგამ განაცხადა, რომ სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდის ბოლო სცენის (ფრედი ჰაიმორთან და ნიკოლა პელცთან ერთად) გადაღებისას დაშავდა და სასწრაფო დახმარების ოთახში მოხვდა.[17]

ეპიზოდები

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
211„A Death in the Family“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი9 მარტი, 2015 (2015-03-09)2.14[3]
ზაფხულმა ჩაიარა. ნორმანს სკოლის პირველ დღეს მის ბლერ უოტსონი ეჩვენება, რომელიც მან პირველ სეზონში მოკლა. ამის გამო ნორმა გადაწყვეტს მას სწავლა სახლში გააგრძელებინოს, რათა თვალ-ყური ადევნოს. დილანი ნორმას ეკამათება იმის გამო, რომ მას და ნორმანს ერთ საწოლში სძინავთ, რის შედეგადაც ნორმა ნორმანთან გარკვეულ საზღვრებს აწესებს. ამასობაში, ნორმა გაიგებს, რომ დედამისი გარდაიცვალა. თავდაპირველად, მომხდარს გულცივად უყურებს და ემოციებს არ ამჟღავნებს, მაგრამ საბოლოოდ გული ულბება. მისი ძმა, კელები ქალაქში ბრუნდება და დილანთან დაახლოებას ცდილობს. ამასობაში, ნორმანი დიდ ინტერესს ავლენს მოტელის ახალი სტუმრის, ანიკა ჯონსონის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ პაემანს ემას დაუნიშნავს, რომელიც სკოლიდან გამოდის და სწავლის სახლში გასაგრძელებლად ნორმანს უერთდება.
222„The Arcanum Club“ტაკერ გეიტსიკერი ერინი16 მარტი, 2015 (2015-03-16)1.91[18]
ანიკას გაუჩინარება ნორმას აშფოთებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნორმანმა მოატყუა და უთხრა, რომ გასულ ღამეს არ უნახავს, როცა ემა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ნორმა და ემა ანიკას ოთახს დაათვალიერებენ, სადაც „არკანუმ კლუბის“, ჯენტლმენთა კლუბის მოსაწვევს იპოვის ქალაქის გარეუბანში. ნორმა კლუბის მიწაზე შეიპარება, სადაც მას შერიფი რომერო გამოიჭერს, რომელიც ანიკას მოძებნაში დახმარებას ჰპირდება. სახლში დაბრუნებისას ნორმა შემოვლითი გზის მშენებლობის ბანერს მანქანით გადაუვლის. ამასობაში, ნორმანი და ემა თავიანთ პირველ პაემანზე წავლენ და საუბრობენ სექსზე, როგორც ზრდასრულობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯზე. ჩიკ ჰოგანი, წვერმოშვებული ჰიპური სტილის მამაკაცი, რომელიც დილანის კაბინის გადაღმა მდებარე ტყეში ცხოვრობს, მასთან „მოსავალზე“ სასაუბროდ მიდის.
233„Persuasion“ტიმ სოუტემისტივ კორნაკი და ელისონ ევანზი23 მარტი, 2015 (2015-03-23)1.92[19]
შერიფი ალექს რომერო ნორმას ქალის სხეულის ამოსაცნობად მორგში მისვლას სთხოვს. ნორმა შვებით ამოისუნთქავს, რადგან სხეული ანიკას არ ეკუთვნის, მაგრამ ღელავს, რადგან ის ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. რომერო ბობ პარისს შეხვდება, რომელიც „არკანუმ კლუბის“ ხელმძღვანელია. შეკითხვების დასმის შესაწყვეტად ის რომეროს შერიფის მომავალი არჩევნების შესახებ ახსენებს. მკვდარი ქალის ვინაობის დადგენის პროცესში, რომერო ხვდება მარკუს იანგს, რომელიც ამტკიცებს, რომ შერიფის პოზიციისთვის კენჭს იყრის და რომეროს თანამდებობას წაართმევს. ამასობაში, ნორმა გადაწყვეტს ბიზნესის მართვის კურსებს დაესწროს ადგილობრივ კოლეჯში, თუმცა შეცდომით ფსიქოლოგიის კლასს დაესწრება. პროფესორი ჯეიმზ ფინიგანი მას მომავალში დახმარებას სთავაზობს. ნორმანი იმედგაცრუებულია, რომ დედამისი არ ენდობა, რის გამოც ისევ გაითიშება და აბაზანაში ჩაყვინთავს იმ იმედით, რომ ანიკას გაუჩინარებამდე მომხდარი მოვლენები გაახსენდება. მას ნორმა გადაარჩენს, რის შემდეგაც ის მოტელის კეტავს. სწორედ ამ დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ანიკა მოდის. სიკვდილამდე ის ნორმას მეხსიერების ბარათს გადასცემს და ეუბნება, რომ ეს მისი და ნორმანის გადასარჩენად გამოიყენოს.
244„Unbreak-Able“ქრისტოფერ ნელსონიერიკა ლიპესი30 მარტი, 2015 (2015-03-30)1.71[20]
ნორმა ცდილობს გაიგოს, თუ რა არის მეხსიერების ბარათზე, მაგრამ ბარათი პაროლითაა დაცული. ის დახმარებას დილანს სთხოვს. ნორმანი ეჭვის თვალით უყურებს ანიკას სიკვდილს და დედამისისა და მისი ძმის შორის არსებულ საიდუმლოებას. ემა ნორმანს პიკნიკზე წაიყვანს, რა დროსაც ის ეუბნება, რომ ნორმამ მასთან სექსი აუკრძალა, რადგან შესაძლოა ემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამე დაუშავდეს. განრისხებული ემა ნორმანს ეუბნება, რომ მხოლოდ მან იცის მისთვის რა შეიძლება, რის შემდეგაც სახლში მიდის. ამასობაში, კელები კაბინის მშენებლობისას დაშავდება და დილანი ეხმარება, რა დროსაც მისი ოჯახის შესახებ უფრო მეტს იგებს. ნორმანი დილანს უკან მიყვება და გაიგებს, რომ კელები დილანთან რჩება, რის შემდეგაც ემუქრება, რომ ნორმას ყველაფერს ეტყვის. დილანი ნორმანს სთხოვს, რომ მათ შორის არსებული კარგი ურთიერთობა არ გაანადგუროს, მაგრამ ნორმანი არ უსმენს. ბობ პარისი მეხსიერების ბარათის მოსაძებნად მოტელის ოფისში მოსამსახურეს გზავნის, თუმცა მას დილანი დახვდება. ამის შემდეგ ის ნორმას ეუბნება, რომ ბარათს უკეთესად მის ფერმაში დამალავს.
255„The Deal“ნესტორ კარბონელისკოტ კოზარი6 აპრილი, 2015 (2015-04-06)1.76[21]
ნორმა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვება უცნობი მამაკაცის გამო, რომელიც ეუბნება, რომ ბობ პარისს დაუკავშირდეს და მეხსიერების ბარათი გადასცეს. დილანი ნორმას საავადმყოფოში შეხვდება და დაჟინებით სთხოვს, რომ მეხსიერების ბარათი რომეროს მისცეს. ამასობაში, ნორმანს ბოლოდროინდელი მოვლენები აბნევს, ჰგონია, რომ ნორმას წასვლისას სხვა კაბა ეცვა და კელების შესახებ უკვე ნათქვამი აქვს, რაც ასე არ არის. ის ნორმას კარადიდან კაბას აიღებს. რომერო ბობს ხვდება, რომელიც აღიარებს, რომ მეხსიერების ბარათს ეძებს, თუმცა არ ამხელს მასზე არსებულ ინფორმაციას. განერი ბარათს გახსნის და აღმოაჩენს უკანონო ფინანსურ ანგარიშებს. დილანი ნორმას ამის შესახებ ეუბნება, რომელმაც შემდეგ ყველაფერი რომეროს მოუყვა. ისინი ბობ პარისთან შეთავაზებით მიდიან. პარისი მეხსიერების ბარათის სანაცვლოდ ნორმას თანხმდება, რომ აუზს აუშენებს და შემოვლითი გზის ახლოს მოტელის ბანერს დადგამს. დილანი და ნორმანი ცდილობენ თავიანთ დედას კელების შესახებ აუხსნან, რა დროსაც განრისხებული ნორმა ბარგს ალაგებს, მათ შორის - იარაღს და სახლიდან მიდის.
266„Norma Louise“ფილ აბრაჰამიკერი ერინი13 აპრილი, 2015 (2015-04-13)1.69[22]
ნორმა პორტლენდში, ორეგონში გაემგზავრება, სადაც ახალ ტანსაცმელს იყიდის, ძველ მანქანას ახალში გადაცვლის და ჯეიმზის სახლში მიდის, სადაც მას ნორმანის გათიშვებისა და მამამისის მკვლელობის შესახებ უყვება. დილანს ნორმანის მღელვარებასთან გამკლავება უწევს, რომელიც მწყობრიდან გამოდის და ნორმას პიროვნებად გარდაისახება, რა დროსაც მის ხალათში გამოწყობილი დილანს საუზმეს უმზადებს და დედამისივით ლაპარაკობს. ამასობაში, შერიფ რომეროს დაჭრიან, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდება. მას მარკუს იანგი მოინახულებს, რომელიც ეუბნება, რომ მისი შერიფად ყოფნის დრო თითქმის ამოიწურა. რომერო მარკუსს ავტოსადგომამდე გაყვება და კლავს. ნორმა დამშვიდდება და დედობრივი მოვალეობის შესახებ გაახსენდება, რის შემდეგაც სახლში ბრუნდება. ის დილანს თხოვნას უსრულებს და კელებს შეხვდება, რომელიც ემოციებს ვერ იკავებს და ნორმას პატიებას სთხოვს.
277„The Last Supper“ედ ბიანკიფილიპ ბიზერი20 აპრილი, 2015 (2015-04-20)1.69[23]
დილანი ემას უახლოვდება და უილისგან იგებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რისი აღიარებაც ემას არ უნდა. ამასობაში, ნორმა რომეროს მეხსიერების ბარათის ადგილსამყოფელს უმხელს, რათა მას ბობზე ხელმოსაჭიდი ინფორმაცია ჰქონდეს. ის აღმოაჩენს, რომ ფინანსურ ანგარიშებში დედამისის სახელია გამოყენებული, რის გამოც ციხეში მამამისს ხვდება. რომერო იგებს, რომ მამამისმა დედამისის სახელი ციხეში ნარკოტიკების შემოსატანად გამოიყენა. ნორმა ჯეიმზს ნორმანის დახმარებას სთხოვს, რომელიც უადგილო შეკითხვებს უსვამს, რის შედეგადაც ნორმანი მას თავს ესხმის. ჯეიმზი ნორმას ეუბნება, რომ მის შვილს დახმარება სჭირდება. ნორმა ნორმანთან დასაახლოებლად საოჯახო ვახშამს ამზადებს. დილანი ემას მოიწვევს, ნორმა კელებს შემოიპატიჟებს. ვახშამს რომეროც უერთდება. კელების მოსვლა ნორმანის სიბრაზეს იწვევს.
288„The Pit“როქსან დაუსონიბილ ბალასი27 აპრილი, 2015 (2015-04-27)1.76[24]
ნორმასთან დადებული პირობის თანახმად, ბობი ბეიტსის მოტელთან საცურაო აუზის მშენებლობისთვის უჩვეულოდ ღრმა ორმოს თხრის. მოგვიანებით, ბობი ჯეიმზს იტაცებს და აწამებს, რათა ნორმაზე ხელმოსაჭიდი ინფორმაცია ათქმევინოს. როცა რომერო ბობთან გასაფრთხილებლად მივა, ის ნორმასა და ჯეიმზის ურთიერთობას გაუმხელს, და ეტყვის, რომ სემ ბეიტსი ნორმანმა მოკლა. ამის შედეგად რომერო ნორმასთან ურთიერთობას წყვეტს, რადგან ის ისევ ამბობს, რომ მისი ქმარი უბედურ შემთხვევაში დაიღუპა. ამასობაში, დილანი და კელები ჩიკის იარაღებს კანადაში გადაიტანენ, სადაც გაიგებენ, რომ გარიგება ჩიკის მოსაკლავად იყო დაგეგმილი. სროლის დაწყებისას კელები დილანს გადაარჩენს. ჯეიმზი ქალაქიდან წასვლამდე ნორმას ეუბნება, რომ ბობს ყველაფერი მოუყვა. ის ამის შესახებ ნორმანს ეტყვის და ისინი კამათს იწყებენ. ნორმანი ისევ გაითიშება და ეჩვენება, რომ მისი ძაღლი, ჯუნო სახლიდან გაიქცა და მას აედევნება. შემდეგ ის იპოვის ბრედლის, რომელიც ქალაქში დაბრუნდა.
299„Crazy“ტაკერ გეიტსისტივ კორნაკი, ელისონ ევანზი და ტორი სპირი4 მაისი, 2015 (2015-05-04)1.73[25]
ბრედლი ნორმანს სთხოვს, რომ დედამისს მის შესახებ სიმართლე მოუყვეს, თუმცა სახლში მისვლისას ის აღმოაჩენს, რომ დედამისი მალევე შეეგუა ქმრისა და ქალიშვილის დაკარგვას. ბრედლი თავს ისევ მარტოდ გრძნობს. ის ნორმანთან დაახლოებას და მასთან დაწოლას ცდილობს, თუმცა ნორმანს ეჩვენება ნორმა და ჰგონია, რომ ის მასთან ერთადაა, რის გამოც ბრედლის მოტელის ოთახში მარტო ტოვებს. ამასობაში, ნორმა ბობს ეუბნება, რომ მეხსიერების ბარათს დაუბრუნებს და ჯეიმზის ნათქვამი სიმართლე არ არის. ამის შემდეგ ნორმა რომეროს სახლში მიდის, სადაც გაიგებს, რომ DEA ფინანსურ ანგარიშებს იძიებს. რომეროს ნორმანის მამის სიკვდილის შესახებ სიმართლის გაგება უნდა, რაზეც საბოლოოდ ნორმა ამბობს, რომ ორივემ იციან, თუ ვინ მოკლა, რითაც ნორმანს გულისხმობს. კელები ჩიკს სცემს და ფულს წაიღებს, რომელიც იარაღების გადატანისთვის უნდა მიეცა და დილანს აძლევს. ქალაქიდან წასვლამდე ის ნორმას ეუბნება, რომ ნორმანი მის პიროვნებად გარდაისახა თავს დაესხა. დილანი ემას მამას ფილტვის გადანერგვისთვის საჭირო ფულს აძლევს.
3010„Unconscious“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი11 მაისი, 2015 (2015-05-11)1.67[26]
დილანი იგებს, რომ კელები ქალაქიდან წავიდა, რა დროსაც მას უილი ურეკავს და ეუბნება, რომ როცა ემამ ოპერაციის შესახებ გაიგო, სახლიდან წავიდა. დილანი მას კაბინაში იპოვის. ემას ეშინია იმის, რომ მისი სხეული ორგანოს ვერ მიიღებს და მოკვდება. დილანი მას ყველაზე ძლიერ ქალს უწოდებს, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია და შემდეგ კოცნის. ამასობაში, DEA ბობის დაკავებას აპირებს, თუმცა რომერო მას ურეკავს და წინასწარ აფრთხილებს. ბობი გაქცევას აპირებს და ნავზე ადის, სადაც რომერო დახვდება, რომელსაც მამამისს ადარებს, რის შემდეგაც რომერო მას ესვრის და კლავს. ნორმა ფსიქიატრიული კლინიკის ხელმძღვანელს ხვდება, რომელიც ეუბნება, რომ პაციენტის მოთავსების ყოველთვიური ფასი 20 000 დოლარიდან იწყება. ის ამის შესახებ ნორმანს ეტყვის, რომელიც ბრედლისთან ერთად ქალაქიდან წასვლას აპირებს. ნორმა და ნორმანი კამათს იწყებენ, რა დროსაც ნორმა მას გათიშავს და სარდაფში ჩაიყვანს, შემდეგ კი დილანს ურეკავს, რომელიც ადასტურებს, რომ ბრედლი ცოცხალია. ნორმანი სარდაფიდან გაიქცევა და ბრედლის შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მანქანით ქალაქიდან მიდიან. ამ დროს ნორმანს ეჩვენება ნორმა, რომელსაც ბრედლისთან ლაპარაკი სურს. ნორმანი ნორმას პიროვნებად გარდაისახება, ბრედლის მანქანიდან გადმოიყვანს, აედევნება და კლავს. ამის შემდეგ ის ბრედლის ცხედარს მანქანაში დებს და ყურეში აგდებს, რომლის ჩაძირვასაც „ნორმა“ თვალს ადევნებს.

მიღებული შეფასებები

რედაქტირება

კრიტიკოსთა გამოხმაურება

რედაქტირება

სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. Metacritic–ის ხუთმა კრიტიკოსმა სეზონი 100–დან 72 ქულით შეაფასა, რაც მიუთითებს „ზოგადად დადებით მიმოხილვაზე“.[27] Rotten Tomatoes-ის 12 კრიტიკოსიდან 11-მა სეზონი დადებითად შეაფასა, საშუალოდ 92%-იანი რეიტინგით. საიტის შეფასების თანახმად, „ბეიტსის მოტელი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ტაბუდ ქცეულ დედა-შვილის შემზარავ ურთიერთობას, უხერხულად ამუქებს მის უკვე არსებულ მომაჯადოებელ ატმოსფეროს.“[2]

რეიტინგები

რედაქტირება

მესამე სეზონს საშუალოდ 1,80 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო 18-49 წლის მოსახლეობაში მისი რეიტინგი 0,7-ს შეადგენდა.[28]

#. სახელწოდება ეთერში გასვლის თარიღი რეიტინგი/წილი
(18–49)
მაყურებელი
(მილიონი)
DVR
(18–49)
DVR მაყურებელი
(მილიონი)
ჯამში
(18–49)
მაყურებელთა ჯამური რაოდენობა
(მილიონი)
1 "A Death in the Family" მარტი 9, 2015 0.9 2.14[3] 0.5 1.26[ა] 1.6 3.40[29]
2 "The Arcanum Club" მარტი 16, 2015 0.8 1.91[18] 0.6 1.72[ა] 1.4 3.63[30]
3 "Persuasion" მარტი 23, 2015 0.8 1.92[19] 0.6 1.83[ა] 1.4 3.75[31]
4 "Unbreak-Able" მარტი 30, 2015 0.7 1.71[20] 0.6 1.63[ა] 1.3 3.34[32]
5 "The Deal" აპრილი 6, 2015 0.7 1.76[21] 0.7 1.63 1.4 3.38[33]
6 "Norma Louise" აპრილი 13, 2015 0.7 1.69[22] 0.8 1.66 1.5 3.35[34]
7 "The Last Supper" აპრილი 20, 2015 0.7 1.69[23] 0.8 1.58 1.5 3.27[35]
8 "The Pit" აპრილი 27, 2015 0.7 1.76[24] 0.5 1.54[ა] 1.2 3.30[36]
9 "Crazy" მაისი 4, 2015 0.7 1.73[25] 0.6 1.36 1.3 3.09[37]
10 "Unconscious" მაისი 11, 2015 0.6 1.67[26] 0.7 1.30 1.3 2.97[38]
  • ^  აქ გამოყენებულია Live+3-ის მონაცემები, რადგან Live+7 ხელმისაწვდომი არ არის.

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

ბეიტსის მოტელის მესამე სეზონი 10 ნომინაციაზე წარდგა და მოიპოვა ერთი გამარჯვება.

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი სქოლიო
2015 კრიტიკოსთა არჩევანის მეხუთე დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული [4]
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული [39]
ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ონლაინ ასოციაციის მე-19 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [40]
სატურნის 42-ე დაჯილდოება საუკეთესო თრილერი ბეიტსის მოტელი ნომინირებული [41]
ხალხის არჩევანის 42-ე დაჯილდოება რჩეული სატელევიზიო დრამა ნომინირებული [42]
ქალთა იმიჯის მე-17 დაჯილდოება საუკეთესო დრამა ნომინირებული [43]
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
Fangoria Chainsaw-ის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [44]
Gracie-ის 41-ე დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი მოგებული [45]
Golden Reel-ის 63-ე დაჯილდოება საუკეთესო მუსიკა ტელევიზიაში მაიკლ რაიანი ნომინირებული [46]
სიაში მოხმობილია ტელევიზიაში გასვლის თარიღები, ყოველწლიური ცერემონიები კი, როგორც წესი მომდევნო წელს იმართება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. McNamara, Mary. (March 18, 2013) Review: 'Bates Motel' a twisty, moody modern prequel to 'Psycho'. ციტირების თარიღი: March 4, 2014.
  2. 2.0 2.1 Bates Motel: Season 3 (2015). ციტირების თარიღი: March 10, 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 Kondolojy, Amanda. (March 10, 2015) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Tops Night + 'Love & Hip-Hop', 'Better Call Saul', 'Black Ink Crew' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2015. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
  4. 4.0 4.1 Pedersen, Erik. (May 6, 2015) Critics' Choice TV Awards: 'Justified', 'Olive Kitteridge', HBO Lead The Field. ციტირების თარიღი: May 6, 2015.
  5. Kissell, Rick. (December 29, 2015) 'The Walking Dead' Tops Year-End Lists in TV, Social Media.
  6. Bates Motel – Universal Checks in With 'Season 3' Announcements on DVD, Blu-ray (July 21, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2015.
  7. Remling, Amanda. (July 20, 2014) 'Bates Motel' Season 3 Spoilers: Bradley Confirmed To Return; Filming To Begin October.
  8. Snierson, Dan. (July 25, 2014) Kenny Johnson returns to 'Bates Motel' as series regular. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  9. Ausiello, Michael. (October 17, 2014) EXCLUSIVE: Sons of Anarchy's Ryan Hurst Checks Into Bates Motel Season 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  10. Ausiello, Michael. (October 21, 2014) Revolution Alum Joins Bates Motel. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 19, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  11. Ausiello, Michael. (October 22, 2014) Bates Motel Casts a Mad Man as Romero's [Spoiler]. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  12. Ausiello, Michael. (November 8, 2014) 'Bates Motel' Season 3: Joshua Leonard Cast, Reunites With Vera Farmiga. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  13. Turnquist, Kristi. (March 26, 2013) 'Bates Motel': What's going on in that bucolic Oregon coastal town. ციტირების თარიღი: March 7, 2015.
  14. BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated (November 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  15. Vera Farmiga [VeraFarmiga]. (October 21, 2014) Day 2. @InsideBates.
  16. Nestor Carbonell [CarbonellNestor]. (March 1, 2015) Wrapped S3 at 4 am. Hands down the best season yet. @InsideBates.
  17. O'Neil, Tom. (June 13, 2015) Vera Farmiga in 'Bates Motel' 'ricochets emotionally like a bullet'. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  18. 18.0 18.1 Bibel, Sara. (March 17, 2015) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Better Call Saul', 'Bates Motel', 'Love & Hip Hop', 'The Fosters' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2015. ციტირების თარიღი: March 17, 2015.
  19. 19.0 19.1 Kondolojy, Amanda. (March 24, 2015) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Tops Night + 'Love & Hop-Hop', 'Better Call Saul', 'Teen Mom' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2015. ციტირების თარიღი: March 24, 2015.
  20. 20.0 20.1 Bibel, Sara. (March 31, 2015) Monday Cable Ratings: Comedy Central Roast Wins Night, 'WWE Raw', 'Better Call Saul', 'Teen Mom', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2015. ციტირების თარიღი: March 31, 2015.
  21. 21.0 21.1 Kondolojy, Amanda. (April 7, 2015) Monday Cable Ratings: 'Monday Night Raw' Tops Night + 'Love & Hip Hop', 'Better Call Saul', 'Black Ink Crew' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2015. ციტირების თარიღი: April 7, 2015.
  22. 22.0 22.1 Bibel, Sara. (April 14, 2015) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Love & Hip Hop', 'Teen Mom', 'Bates Motel', 'The Returned' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2015. ციტირების თარიღი: April 14, 2015.
  23. 23.0 23.1 Kondolojy, Amanda. (April 21, 2015) Monday Cable Ratings: NBA Basketball & 'Love & Hip Hop: Atlanta' Top Night + 'Monday Night RAW', 'Teen Mom' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2015. ციტირების თარიღი: April 21, 2015.
  24. 24.0 24.1 Bibel, Sara. (April 28, 2015) Monday Cable Ratings: 'Love & Hip Hop Atlanta' Wins Night, NBA Playoffs, 'WWE Raw', 'Teen Mom' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2015. ციტირების თარიღი: April 28, 2015.
  25. 25.0 25.1 Kondolojy, Amanda. (May 5, 2015) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Top Night + 'Love & Hip Hop Atlanta', 'Monday Night RAW', 'Teen Mom' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 6, 2015. ციტირების თარიღი: May 5, 2015.
  26. 26.0 26.1 Bibel, Sara. (May 12, 2015) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Wins Night, 'Love & Hip Hop Atlanta', 'WWE Raw', 'Teen Mom', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 14, 2015. ციტირების თარიღი: May 12, 2015.
  27. Bates Motel: Season 3 Reviews. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
  28. Bates Motel: Season Three Ratings (May 13, 2015). ციტირების თარიღი: May 14, 2015.
  29. Baron, Steve. (March 20, 2015) Live + 3 Ratings Cable Top 25: 'The Walking Dead' Tops With Adults 18-49 & With Total Viewers for the Week Ending March 15, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  30. Baron, Steve. (March 27, 2015) Live + 3 Ratings Cable Top 25: 'The Walking Dead' Tops Adults 18-49 & Total Viewers for the Week Ending March 22, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2017. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  31. Live + 3 Ratings Cable Top 25: 'The Walking Dead' Tops Adults 18-49 & Total Viewers for the Week Ending March 29, 2015 (April 3, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  32. Baron, Steve. (April 17, 2015) Live + 3 Ratings Cable Top 25: 'Game of Thrones' Tops Adults 18-49 & Total Viewers for the Week Ending April 5, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 27, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  33. Baron, Steve. (April 27, 2015) 'Better Call Saul' Leads Adults 18-49 & Viewership Gains, 'Salem' Tops Percentage Increases in Live +7 Cable Ratings for Week 29 Ending April 12. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 8, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  34. Baron, Steve. (May 4, 2015) 'Game of Thrones' Leads Adults 18-49 Gains, 'Younger' Tops Percentage Increases & 'The Americans' Tops Viewership Growth in Live +7 Cable Ratings for Week Ending April 19. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 26, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  35. Baron, Steve. (May 11, 2015) 'Game of Thrones' Leads Adults 18-49 & Viewership Gains, 'Orphan Black' Tops Percentage Increases in Live +7 Cable Ratings for Week Ending April 26. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  36. Baron, Steve. (May 8, 2015) Live + 3 Ratings Cable Top 25: 'Game of Thrones' Tops Adults 18-49 & Total Viewers for the Week Ending May 3, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  37. Baron, Steve. (May 27, 2015) 'Game of Thrones' Leads Adults 18-49 & Viewership Gains, 'Salem', 'Hot In Cleveland', 'Lost Girl', 'The Soup' & 'Bitten' Top Percentage Increases in Live +7 Cable Ratings for Week Ending May 10. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  38. Baron, Steve. (June 1, 2015) 'Game of Thrones' Leads Adults 18-49 & Viewership Gains, 'Orphan Black' Tops Percentage Increases in Live +7 Cable Ratings for Week Ending May 17. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2020. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  39. Critics' Choice Awards Winners: Updated List (May 31, 2015). ციტირების თარიღი: May 31, 2015.
  40. Online Film & Television Association – Television Branch: 2014-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 26, 2016. ციტირების თარიღი: October 6, 2015.
  41. Bryant, Jacob. (February 24, 2016) 'Star Wars,' 'Mad Max,' 'Walking Dead' Lead Saturn Awards Nominations.
  42. Swift, Andy. (November 3, 2015) People's Choice Awards 2016: Empire, Pretty Little Liars Among TV Nominees.
  43. The WIN Awards – Women's Image Awards 2015 Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2016. ციტირების თარიღი: December 9, 2015.
  44. The 2016 FANGORIA Chainsaw Awards Winners and Full Results! (May 10, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 10, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 22, 2020.
  45. Medina, Marcy. (March 21, 2016) Gracie Awards 2016 Winners Include Jada Pinkett Smith, Oprah Winfrey.
  46. Tapley, Kristopher. (January 26, 2016) 'Game of Thrones,' 'Revenant,' 'Star Wars' Lead MPSE's Golden Reel Nominations.