კიგენ კონორ ტრეისი

კიგენ კონორ ტრეისი (ინგლ. Keegan Connor Tracy; დ. 3 დეკემბერი, 1971) — კანადელი მსახიობი და მწერალი. შეასრულა ოდრი მელოუნის როლი კომედიურ დრამაში „Beggars and Choosers“ (1999-2000), ლურჯი ფერიის როლი ABC-ის ფანტასტიკურ დრამაში „ერთხელ ზღაპარში“ (ინგლ. Once Upon a Time; 2011-2018), მის ბლერ უოტსონის როლი A&E-ის დრამაში „ბეიტსის მოტელი“ (ინგლ. Bates Motel; 2013-2015) და პროფესორი ლიპსონის როლი ფენტეზი სერიალში „ჯადოქრები“ (ინგლ. The Magicians; 2016–2020). ტრეისიმ ასევე მონაწილეობა მიიღო სერიალებში „ჯეიკ 2.0“ (ინგლ. Jake 2.0), „ოთხი ათას ოთხასი“ (ინგლ. The 4400), „ვარსკვლავთკარიბჭე SG-1“ (ინგლ. Stargate SG-1), „ზებუნებრივი“ (ინგლ. Supernatural), „ნათელმხილველი“ (ინგლ. Psych) და „ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკა“ (ინგლ. Battlestar Galactica).

კიგენ კონორ ტრეისი

ტრეისი MCMComicCon-ზე, 2013 წ.
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1971 (1971-12-03) (52 წლის)
უინძორი, ონტარიო, კანადა
მოქალაქეობა კანადის დროშა კანადა
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მწერალი
აქტიური 1997–დღემდე

მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „საბოლოო დანიშნულება 2“ (ინგლ. Final Destination 2; 2003 წ.), „თეთრი ხმაური“ (ინგლ. White Noise; 2005 წ.), „ქალები“ (ინგლ. The Women; 2008 წ.), „სიტყვები და სურათები“ (ინგლ. Words and Pictures; 2013 წ.), „შთამომავლები“ (ინგლ. Descendants; 2015 წ.), „შთამომავლები 2“ (ინგლ. Descendants 2; 2017 წ.) და „შთამომავლები 3“ (ინგლ. Descendants 3; 2019 წ.).

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 ორმაგი გათვლა Double Jeopardy გამყიდველი ტანსაცმლის მაღაზიაში
2000 Duets შეილა
2001 Kill Me Later ჰეზერი
2001 Out of Line კლერ კეროლი
2002 უკან Backwards დოუნი/მოლი
2002 40 დღე და 40 ღამე 40 Days and 40 Nights მენდი
2003 საბოლოო დანიშნულება 2 Final Destination 2 კეტრინ ჯენინგსი
2003 A Problem with Fear ვიკი
2003–2004 ჯეიკ 2.0 Jake 2.0 დაიან ჰიუზი
2005 თეთრი ხმაური White Noise მირაბელ კიგენი
2005 ქაოსი Chaos მარნი როლინზი
2006 The Net 2.0 Z.Z.
2006 ვარსკვლავთკარიბჭე SG-1 Stargate SG-1 ექიმი რედენი
2006 ზებუნებრივი Supernatural კარენ გაილზი
2007 უმწეო Numb სინის მთის ექთანი
2008 ქალები Women დოლი
2009 My Little Pony: Twinkle Wish Adventure უიმზი
2009 ზებუნებრივი Supernatural სარა სიჯი
2010 კოზირის ტუზები 2: მკვლელთა მეჯლისი Smokin' Aces 2: Assassins' Ball ვიკი სალერნო
2011 საბოლოო დანიშნულება 5 Final Destination 5 კეტრინ ჯენინგსი
2012 ბინძური თამაშები The Company You Keep ჯიმ გრანტის მდივანი
2013 სიტყვები და სურათები Words and Pictures ელენი
2013 ვამპირის ამბორი Embrace of the Vampire დაჩიანა
2013–2015 ბეიტსის მოტელი Bates Motel მის ბლერ უოტსონი
2015 მკვდრების აღზევება Dead Rising: Watchtower ჯორდან ბლერი
2016 მკვდრების აღზევება: დასასრული Dead Rising: Endgame ჯორდან ბლერი[1]
2019 Z ელიზაბეთ პარსონსი
2019 ზებუნებრივი Supernatural ჯადოქარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება