ლილა კრეინი
ლილა ლუმისი (დაბ. გვარი — კრეინი) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა რობერტ ბლოხმა თავის 1959 წლის რომანში „ფსიქო“. „ფსიქოს“ ჰიჩკოკის მიერ გადაღებულ 1960 წლის ეკრანიზაციაში მისი როლი შეასრულა ვერა მაილზმა, ხოლო მის 1998 წლის ვერსიაში - ჯულიანა მურმა. ლილა არის ნორმან ბეიტსის მსხვერპლის, მარიონ კრეინის და. ის ასევე ჩნდება ბლოხის 1982 წლის რომანში „ფსიქო II“ და მისგან განსხვავებულ 1983 წლის იმავე სახელწოდების ფილმში, სადაც ლილა მთავარი ანტაგონისტია.
ლილა კრეინი | |
---|---|
ფსიქო - პერსონაჟი | |
ვერა მაილზი ასრულებს ლილა კრეინის როლს ფილმში „ფსიქო“ (1960 წ.). | |
პირველი გამოჩენა | „ფსიქო“ |
ბოლო გამოჩენა | „ფსიქო II“ |
შემქმნელი | რობერტ ბლოხი |
მსახიობი |
ვერა მაილზი („ფსიქო“, 1960წ.), „ფსიქო II“, 1983 წ. ჯულიანა მური („ფსიქო“, 1998 წ.) |
ინფორმაცია | |
სქესი | მდედრობითი |
ოჯახი |
მარიონ კრეინი (გარდაცვლილი და) მარი ლუმისი (გარდაცვლილი ქალიშვილი, მხოლოდ ფილმში) |
მეუღლე(ები) | სემ ლუმისი |
პერსონაჟის ბიოგრაფია
რედაქტირებალილა კრეინი არის მარიონ კრეინის (ჯანეტ ლი) უმცროსი და. როცა მარიონი თავის უფროსს, ჯორჯ ლოურის (ვონ ტეილორი) 40,000 დოლარს მოჰპარავს, ფინიქსიდან (არიზონა) პატარა (გამოგონილ) ქალაქში, ფეირველში (კალიფორნია) გაქცევას გადაწყვეტს, სადაც მისი შეყვარებული, სემ ლუმისი (ჯონ გავინი) ცხოვრობს და მასზე დაქორწინებას აპირებს. ლილა ფეირველში სემთან შესახვედრად მიემგზავრება იმ იმედით, რომ მარიონი მასთან იმალება და ფულიც თან აქვს. ის აპირებდა მარიონის დარწმუნებას იმაში, რომ ფული უკან დააბრუნოს და სასჯელი თავიდან აირიდოს. ფეირველში ჩასვლისას იგებს, რომ სემს მარიონი რამდენიმე დღეა არ უნახავს; ის გაუჩინარდა. მალევე მარიონის უფროსი დაიქირავებს კერძო გამომძიებელს, მილტონ არბოგასტს (მარტინ ბალსამი), რომელიც ლილასა და სემს უკავშირდება.
არბოგასტი ადგილობრივ სასტუმროებს შეამოწმებს და საბოლოოდ ბეიტსის მოტელში აღმოჩნდება. მას შემდეგ, რაც მან ლილასა და სემს შეატყობინა, რომ მარიონი მოტელში ნამყოფია, ისიც უჩინარდება. ამის გამო სემი და ლილა თავს დაქორწინებულ წყვილად გაასაღებენ, რათა მოტელში ოთახი დაჯავშნონ და იქაურობა გამოიკვლიონ ისე, რომ მეპატრონის, ნორმან ბეიტსის (ენტონი პერკინსი) ეჭვი არ გამოიწვიონ. ლილა ნორმანის სახლში შევა, როცა მისი ყურადღება სემს გადააქვს. როცა ნორმანი მათ განზრახვას მიხვდება, სემს გათიშავს და ლილას აედევნება. ლილა სარდაფში დაიმალება, სადაც შოკისმომგვრელ აღმოჩენას გააკეთებს; ის იპოვის ნორმანის დედის მუმიფიცირებულ ცხედარს, რომელზეც ნორმანი ამტკიცებდა, რომ ცოცხალი იყო.[1] სწორედ ამ დროს სარდაფში დედამისის ტანსაცმელსა და პარიკში გამოწყობილი ნორმანი დანით შემოდის და ლილას თავს ესხმის, თუმცა გონს მოსული სემი მას დაიჭერს და შეაკავებს. ფსიქიატრი მოგვიანებით ხსნის ნორმანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომ ის ადამიანებს დედამისის მსგავსი ალტერნატიული პიროვნების კონტროლის ქვეშ ხოცავს. თავად დედამისი კი მან ათი წლის წინ მოკლა. ირკვევა, რომ მარიონიც და არბოგასტიც ნორმანმა მოკლა.[2]
ფილმში „ფსიქო II“ ნორმანი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან 22 წლის შემდეგ გამოდის. ლილა (სემზე დაქორწინების შემდეგ გვარად - „ლუმისი“) ნორმანის გამოსამწყვდევად ხელწერილებს აგროვებს, თუმცა უშედეგოდ.
ნორმანი სამსახურს იწყებს ადგილობრივ სასადილოში, სადაც გაიცნობს თავის თანამშრომელს, ახალგაზრდა ქალს სახელად მარის (მეგ ტილი). მოგვიანებით გაირკვევა, რომ მარი ლილას ქალიშვილია და ისინი ერთად ცდილობდნენ ნორმანის ჭკუიდან გადაყვანას და დაწესებულებაში დაბრუნებას დედამისის ტანსაცმლის ჩაცმით და წარწერებიანი ქაღალდები დატოვებით, თითქოს „დედა“ დაბრუნდა. ამ დროს, ნორმანის მოტელის მენეჯერი, ახალგაზრდა ბიჭი და ვიღაც გოგო ნორმანის სარდაფში ერთმანეთს კოცნიან, რა დროსაც მათ დედამისის ტანსაცმელში გამოწყობილი ნორმანის გარეგნობის მქონე ადამიანი კლავს.
მოგვიანებით მარი, რომელიც ნორმანზე ზრუნავს, ლილას ეუბნება, რომ გეგმას თავს ანებებს. ისინი კამათს იწყებენ და ლილა სარდაფში გაიქცევა, რომ „დედას“ ტანსაცმელი ჩაიცვას. ამ დროს მას „დედა“ კლავს. მარის მოგვიანებით პოლიცია ესვრის, რადგან ნორმანის მოკვლას აპირებდა. ბოლოს ირკვევა, რომ ლილა და სხვა ადამიანები ნორმანის დეიდამ (დედის მხრიდან), ემა სპულმა მოკლა (კლოდია ბრაიარი). სპული ამბობს, რომ ის ნორმანის რეალური დედაა და მან დახოცა ის ხალხი, რომლებიც ნორმანის წინაშე „შეცდნენ“. მომდევნო გაგრძელებაში მჟღავნდება, რომ ის რეალურად ნორმანის დეიდა იყო; მან საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ნორმანი მისი შვილი იყო.
რომანები
რედაქტირებარობერტ ბლოხის რომანში ლილა კრეინის პერსონაჟი უმეტესწილად ისეთივეა, როგორიც ჰიჩკოკის ფილმში. მიუხედავად ამისა, რომანის „ფსიქო II“ და ფილმის „ფსიქო II“ სიუჟეტები სრულიად განსხვავებულია. რომანში „ფსიქო II“, ნორმანს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან არ უშვებენ, არამედ ის გაიქცევა და სემი და ლილა ლუმისების მოსაკლავად ფეირველში გაემგზავრება. წიგნის კულმინაციაში ირკვევა, რომ ნორმანი ქალაქში ჩასვლამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ხოლო სემი და ლილა რეალურად ნორმანის ფსიქიატრმა, ექიმმა ადამ კლაიბორნმა დახოცა, რომელმაც ნორმანის პიროვნება მიითვისა.
კომიქსები
რედაქტირებალილა ჩნდება 1992 წლის კომიქსში, რომელიც დაფუძნებულია ფილმზე „ფსიქო“ და გამოცემულია Innovation Publishing-ის მიერ.
შესრულება
რედაქტირებალილა კრეინი-ლუმისის როლი 1960 წლის ფილმში „ფსიქო“ და მის 1983 წლის გაგრძელებაში „ფსიქო II“ შეასრულა ვერა მაილზმა.
ჯულიანა მურიმ ლილა „ფსიქოს“ 1998 წლის ვერსიაში განასახიერა.
გამოჩენა
რედაქტირებარომანებში
რედაქტირება- ფსიქო (1959 წ.)
- ფსიქო II (1982 წ.)
- ფსიქოს სახლი (1990 წ; ნახსენებია)
ფილმებში
რედაქტირებაკომიქსებში
რედაქტირება- ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო (1992 წ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-06. ციტირების თარიღი: 2009-08-21.
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0054215/synopsis